Monday 25 October 2010

with my feelings ...

    მარტოობაში გამეფებულა სიჩუმე, თვითონ ცუდად ხარ და ცდილობ სხვას დაეხმარო, საკუთარ პრობლემას ჭრი, მაგრამ გული მაინც ძალიან გტკივა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ... მაინც შეუხორცებელი ჭრილობაა ჯერჯერობით, რომელიც საუკუნოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაგიტოვებს თავხედურ ნაიარევს... ყოველ შეხედვაზე ისევ გაგახსენდება, გაგიკვირდება თუ რამ შეძლო ასეთი დიდი გრძნობის და ამხელა სიყვარულის შეცვლა...

სხვასაც იმასვეს ურჩევ : "არ ღირს თავის დატანჯვა როცა ვერ გაფასებენ, დამიჯერე! "


ჯობს სანამ დრო გაქვს ისევ შენ გაიქცე,
თანაც უკანმოუხედავად, ამოსუნთქვისა და ყოველგვარი შესვენების გარეშე... თორემ უარესი მოხდება. ისე მაინც უნდა დაასრულო ურთიერთობა, რომ ელემენტარული პატივისცემა იყოს თქვენს შორის... ასე მინდოდა მაგრამ... ხანდახან ადამიანს არ შეუძლია სწორად აღიქვას შენი საქციელი, შენს გონივრულ საქციელს აბსოლიტური "სიქაჯით" პასუხობს და ცივილურად მოქცევის სურვილს გიკარგავს. თუმცა შენს შინაგან ეგოს მაინც არ ძალუძს უკანასკნელი ხარისხის პროვინციელივით მოიქცეს და შეურაცხყოფის წილ ჩუმდება...

ჩუმდება ისე რომ ზედმეტს არაფერს ამბობს, ამხელა გრძნობის  ლაფში ამოსვრა მაინც არ შეუძლია. და მერე რა რომ ყველაფერი დამთავრდა, მერე რა? მერე რა რომ აღარ მიყვარს... ჩემს თავს ვცემ პირველ რიგში პატივს და ცუდს არაფერს ვაკადრებ, თვითონ მიხვდეს საკუთარ დანაშაულს!!!

მგონი მიხვდა კიდეც - მაგრამ რაღა დროსია... 
P.S  წინა ბლოგის პოტებსაც აქეთ მოვათავსებ და ერთი მთიანი ბლოგი მექნება,  თარიღებს  მივუთითებ, ეს ისე, ჩემთვის - Thursday, April 4, 2010

No comments:

Post a Comment