თქვენც ხართ ხოლმე ეგრე, რაღაცას თუ იყიდით, ან დააშეარებთ, ან აიკვიატებთ (ფრაზას,სათაურს, წიგნს,კინოს) გგონათ რომ რაღაცნაირად გშტამპავთ?! ან რაღაცნაირად გული გიგრძნობთხოლმე წინასწარ და მაგიტო ანიჭებთ მას სპრიორიტეტს?
ჩემი 26 წლის ბოლო დღეს ნინო ხარატიშვილის წიგნი ვიყიდე, ჩემი საშინელი, ბედნიერების წელიწადი. ხოდა ჩემი 27-ე დაბადებისდღე სწორედ ეგრე დაიწყო,
ისეთი შინაარსის მოლოცვა მივიღე რამაც ძალიან გამაბედნიერა და გამახარა, დილის 7 საათზე კი ჩემი უსაყვარლესი ბებო ლამის ხელში ჩამაკვდა. ახლა საავადმყოფოში წევს, ინფარქტი დაემართა და გადარჩენის შანსი მხოლოდ 3%-ია.
მე კიდე ვზივარ ესე უმოქმედოდ და არ ვიცი რა ვქნა.
გილოცავ ჩემო თავო, ვიცი არ ხარ მილოცვების განწყობაზე, ვიცი რო უბრალოდ ჩუმად ყოფნის და სიმშვიდის ხასიათზე ხარ, ვიცი რომ იმედი მაინც გაქვს 3%-იც ხომ შანსია, როგორც არ უნდა იყოს:) ვიცი, თან ბედნიერი ხარ და თან უბედური ალბათ სწორედესაა“ჩემი საშინელი, ბედნიერების წელიწადი”.
თურმე ყველაფერი ხდება, მაგრამ რაღა თურმე ეგ ხომ ისედაც ვიცი.
27ე წელს კიდე გამძლეობას, მიზანდასახულობას და სიყვარულს გისურვებ.
დაე
ნამასტე
ამინ )))
K
24.07.1992
24.07.1992
იმედია, ბებო კარგად იქნება. წარმომიდგენია, რას გრძნობ :(
ReplyDeleteდა დაგვიანებით, დაბადების დღეს გილოცავ <3
ნატალია, მადლობა საყვარელო გოგო <3
Deleteჯერჯერობით ისევ ისეა... :(