“There will always be a reason why you meet people.
Either you need them to change your life or you’re the one that will change theirs.”
დღეს ამომიგდო მემორი და 1 წლის წინ შემყრია ის სენი, რომელსაც ბერლინის სიყვარული ქვია! რავქნა მიყვარს, ძალიან! იცი რატო? აი ხო არ ვიცოდი სად მივდიოდი? როგორი ქალაქი იყო, მეგონა ეგრე კიარა საერთოდ არ შემიყვარდებოდა, უბრალოდ ჩემი დაქალის სანახავად წავედი, მაგრამ ფეხი ჩავდგი თუ არა დავმშვიდდი, მართლა, საოცარი აურა აქვს.წელს ჰანოვერში მოღვაწეობას რომ მოვრჩი და ბერლინში მივდიოდი, რაღაც პერიოდის გასვლის მერე, მაგარი ნანერვიულები მივხვდი რო უცებ ძალიან კარგხასიათზე დავდექი, დავხედე მერე ჩემს გუგლის რუკას და მანახა რომ მაშინ შევსულვართ ბერლინში, ჩემთვის რაღაც ჯადოსნური აურა აქვს, წავიდოდი ახლაც დიდი სიამოვნებით, დავისვენებდი.
დღეს დილით ნატალიას ველაპარაკე, ზუსტად ჩემი ერთიწლისწინანდელი ვოიაჟის დამსახურებაა რომ 10 დღეში უნივერსიტეტში იწყებს სწავლას მაგისტრატურაზე და მე ძალიან ამაყი ვარ!
განადგურებული იყო რომ ჩავედი და სახლში მოდიოდა, მერე კი ერთად ვიბრძლეთ, მართლა ვიბრძოლეთ იმ ეტაპისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში ახლა დგება.
დღეს დილით კიდე ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით