ვზივარ პარკში მარტო და ლუდს ვსვამ(ზუსტად ამ ადგილას, ფოტოზე რასაც ხედავთ) ჰო ნამდვილად გასაღები სახლში დამრჩა და ტელეფონი მიჯდება, მგონია ისევ თბილისში ვარ, გუშინ ჩემს აქაურ დედიკოს მობრძანდი-მეთქი ვუთხარი ქართულად კარზე რო დამიკაკუნა :))) მერე კი მოვკვდი სიცილით, მაგრამ
კარგი დროსი იყო.
ვზივარ დ. ვფიქრობ, ხო აქ ვარ, გავბედე დამეტოვებინა ყველა და ყველაფერი, შევძელი, თუმცა ბევრისთვის დიდი შეძლება არ უნდა ალბათ, მართლა არვიცი. იცი როგორი ჰავაა აქ? ფანტასტიური, მე რომმიყვარს, ხალხიც სულ რომ იღიმიან. ჩემი ვიზის გასაფრძელებლად რო ვიყავით მე და მაიკი (გოგოა მაიკი, ევრო-ტური არ გაქვთ ნანახი?) ერთი პუტკუნა ქალი იყო, საქართველოში როცა ვინმე მსგავსად გემსახურება დისკომფორტს არ გრძნობ, შეიძლწბა ითქვას ზედმეტად ნორმალურადაც დაგვხვდა, მაიკი კიდე მთელი ორი დღე იძახდა, რას ჯაჯღანებდა არ ამომდის თავიდანო, თან დააყოლა ვინც მარტომიდის საწყალი, ალბათ იმათ როგორ ელაპარაკებაო.
ბავშვებს ასწავლის რომ ცხოვრება ბევრად მარტივია როცა იცინი, როცა ეცემი და არ ტირი, როცა რაღაცას წყნარად ამბობ. მართალია, არჩევანი ჩვენზეა, სიტუაციას მაინც ვერ აუვლი გვერდს, თუნდაც იმას რომ
აქ ვარ და მგონია ცოტახანში მონატრებისგან დავიტანჯები, ეს ხო ასეა, მაგრამ არჩევანი ჩემზეა როგორ შწვხედავ, როგორ გადავლახავ, ძალოან
მინდა ყოველთვის პოზიტიური ვიყო, გამომდის მეტ-ნაკლებად კიდეც, მაგრამ ხანდახან სადღაც გულის კუნჭულში შემიჩნდებახოლმე პატარა ჭია და მეუბნება რო ძალიან რთულია ბედნიერი იყო, რომ არაფერი გამომივა, რომ აქ ტყუილად წამოვედი და ჩემი მოზნებისთვის ბრძოლა არ შემიძლია, ვცდილობხოლმე არ მოვუსმინო, ვცდილობ, მაგრამ როცა არგამომდის... ოჰ როცა არ გამომდის, როგორ ვგრძნობხოლმე თავს მაგისი თქმა საშინლად არ მინდა...
დღეს მეკითხება პატარა :))) ოხ-ს რო ამბობ რას ნიშნავსო, ან რატო ამბობო?!
ისეთი საყვარლები არიან სულ გინდა რო მოეფერო და ეთამაშო.
დღეს ვისვენებ, პირველად გავედი მარტო ქალაქში, ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის გინდა გვერდით ვიღაც ვინც ამას გაიზიარებს, მართლა ეგრეა, მართალია
ვზივარ ეხაც მდინარე "ნეკარ"-ის პირას და ლუდს ვსვამ, თან ვფიქტობ
ეჰ, ნეტავ ჩემი მეგობრები აქ მყავდეს...
აუუუ კაი რაა ... ახლა ჩაიარა სადღაც 70 წლამდე წყვილმა და ხელი ქონდათ ერთმანეთისთვის ჩაკიდებული, მეც მინდა 70 წლის ასაკში ეგრე მიყვარდეს, ყველაზე მეტად მინდა :(
No comments:
Post a Comment