Tuesday, 22 September 2015

ჰმ.

გაქანებული PMS მაქვ, ვატყობ. გრეის ანატომიაზე მეტირება :))) ეგაა პირველი ნიშანი. აცივდა აქ, ძალიან აცივდა თან, ჩემს მამიდაშვილს ველაპარაკე დღეს და თბილისში ისეთი კარგიამინდებიაო... მომინდა. საერთოდ რაც აქ ვარ სულ მინდება თბილისში. 8-ში ჩამოვედი, თებერვალში ჩავალ 1 კვირა და მერე აგვისტომდე ისევ აქ ვიქნები. შერეული გრძნობები მაქვს, ვიცი რომ მინდოდა აქ და მაგიტომ
წამოვედი, სულ მინდოდა და სულ მეფიქრებოდა. რისთვისაც ჩამოვედი ეგეც ვიცი, იმედია დავლაგდები ნელ-ნელა... მარა ნოსტალგია, თანაც 2 კვირის მერე ცუდი რაღაც ყოფილა :)) იმედია 29-იდან რომ დავიწყებ კურსებს მერე გამივლის შედარებით. არ შემიძლია ბევრ ხალხთანკონტაქტის გარეშე და რაგავაკეთო, თან ეს ამინდებიც რომ ერთვის, კოშმარია. ისე მეძინებოდა წეღან, მაგრამ
ავდექი, ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან და ბებიასთან მოვედით ეხა, რატო ამბობენ რომ
"ევროპაში ოჯახური ურთიერთობები აკლიათ" მართლა ვერ ვხვდები, კიდე ათას სისულელეს ამბობენ, რომგერმანელები ცივები არიან, ცუდები, არადა საერთოდ არაა ეგრე. თავზე გყვება ყველა. შარშანაც ეგრე იყო. ზოგი ამბობს სამხრეთშია ეგრეო, ზემოთ არაო... არვიცი მოკლედ, საბოლოო ჯამში მაინც კარგია აქ, მაგრამ
მინდა უკეთესი იყოს! 
წავედი ახლა ჩემი ყავა დავლიო, 
მომავალ წაკითხვამდე
კიწი 

Saturday, 19 September 2015

როცა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია!!

ძვირფასო კიწი:) 
შენ ხარ ულამაზესი გოგო, და როგორც ჩემი საყვარელი ამერიკელები იტყოდნენ- you are beautiful inside and out. ეს  ინგლისურად იმიტომ, რომ აქ ამას ხშირად არ მეუბნებიან, ამერიკაში კიდე ამ კომპლიმენტს ვიღებდი- და ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია. 

ისეთ რაღაცეებს როგორ წერ რომლებსაც მე ვფიქრობ? რაღაც ოქროს ძაფების ამბავი ურევია:)) 

შენ გეყოლება უკარგესი ქმარი, ბედნიერი ოჯახი, დიდი ოჯახური საუხმეებით და ვახშმებით და სულ იბრჭყვიალებ და იბზრიალებ - იმიტომ რომ რაც გინდა, ყოველთვის ის გამოდის, ადრე თუ გვიან:) ხოდა გჯეროდეს ❤

მანამდე კიდე, გადავწყვიტე წერილები მოგწერო. შენ მისამართს მეტყვი, მე ფოსტით წერილებს გამოგიგზავნი და მო ვყვე ბით ამბებს! რას ფიქრობ?:) 

p.S ყველაზე გახარებული ვარ! ყველაზე მეტად მეზარებოდა ახლა ჩაცმა და გარეთ გასცლა, მაგრამ
ზუსტად ესეთი რაღაცებისთვის ღირს ცხოვრება!!

P.S.S ღმერთო რით დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობრები?! მადლობა!.. 

უუხ!

აი იცი როგორი ქვეყანაა? სულ რომ
ვვოცნებობდი, სადღაც წიგნებში მქონდა წაკითხული და ფილმებში ნანახი. აი იცი როგორი ატმოსფეროა სახლში? სულ რომ
მინდოდა და სულ რომ
მაკლდა, მე დედას მამას და ჩემ ძმას ერთად რო გვესაუზმა, საშა ისეთი კარგი ქმარია (საშა არის ჩემი აქაური მამიკო), ძალიან კარგი, ყველაფერში ეხმარება, დღეს შაბათია და საუზმეს თვითონ გვიკეთებს. სულ მეშინია ოჯახის შექმნის, სულ. კაცებს რო გონიათ მარტო ქალებს ევალებათ სახლში ყველაფერი "აქეთ" ძირითადად არაა ეგრე.
იმდენად გააზრებულად და გააზრებულ ასაკში ქმნიან
ოჯახებს (ნუ ძირითადად) რომ იციან რაც უნდათ. უმეტეს შემთხვევებზე მაქვს საუბარი, თორე გულით მჯერა, რომ
ჩვენთანაც არიან ეგეთი ბიჭები, ოჯახის შექმნისას ზუსტად რომიციან საქმე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, და მთავარი რაარის იცი?

უნდა უნდოდეს ეს ადამიანს, საკუთარი სახლისთვის, ბავშვებისთვის ბევრი რამის გაკეთება, რაღა საჭიოროა ამდროს მითითება და ძალდატანება ვერ ვხვდები. გუშინ ჩემ ძმას ველაპარაკე, ვიბერში, რას შვებიო? მეთქი რავიცი ბავშვები ველოსიპედით დამყავს ბაღში-მეთქი :) აუ რა მაგარია აქ რო სკოლაში ველოთი მიხვიდე დაიწყებენ იიი ველოსიპედით მოვიდაო...

მე მჯერა რო ვიცვლებით, ჩვენი ხალხი იცვლება, რაღაცუკეთესობისკენ, გარდამტეხი ეტაპი გვაქვს ახლა ცნობიერებაში ესე მგონია და მინდა მჯეროდეს რო ეგრეა!! მართლა ეგრეა, გენდერულ თანასწორობაზე რო გაიგიჟებენ ხოლმე თავებს, იმას კი არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ ქალი კაცია, არანაირად, ორივეს თავისი ადგილი უნდა ეჭიროს ურთიერთობაში რო რაღაც ბალანსი არ დაირღვეს, მაგრამ
ზუსტად ამაზეა საუბარი ჩემთვის რაც ზემოთ მოვყევი.

რატო დავწერე ეს მაინცდამაინც ახლა?:) ერთ ჩემს მეგობარს ქორწილი აქვს დღეს (ბიჭს), მეორეს ვეკითხები რო ფოტოგრაფი ვინ ყავსთქო და რანაირად ეცოდინებაო?! კითხემეთქი, კითხა, არ იცოდა, საცოლეს კიდე ეძინა :))
ნუ რო ვერ გავიგე ეგ არაფერი, მაგრამ აი რატო რატო რატო?? შენი ქორწილი არაა? თუ მარტო გოგოსია? რატო არ უნდა იცოდე?! ვმწარდებიხოლმე ეგეთ რაღაცებზე დ. რაგავაკეთო, ძალიან არ მინდა მომავალში ჩემი ქმარი (ჯერ  არ მინდა მადლობა:)) ეგეთი იყოს, იმენა "დევიგრუზები" და რამე ))) 

წავედი წავედი ეხა
ვაფრენ, ვიცი 
კიწი

Saturday, 12 September 2015

Alles ist OK.

ვზივარ პარკში მარტო და ლუდს ვსვამ(ზუსტად ამ ადგილას, ფოტოზე რასაც ხედავთ) ჰო ნამდვილად გასაღები სახლში დამრჩა და ტელეფონი მიჯდება, მგონია ისევ თბილისში ვარ, გუშინ ჩემს აქაურ დედიკოს მობრძანდი-მეთქი ვუთხარი ქართულად კარზე რო დამიკაკუნა :))) მერე კი მოვკვდი სიცილით, მაგრამ
კარგი დროსი იყო.
ვზივარ დ. ვფიქრობ, ხო აქ ვარ, გავბედე დამეტოვებინა ყველა და ყველაფერი, შევძელი, თუმცა ბევრისთვის დიდი შეძლება არ უნდა ალბათ, მართლა არვიცი. იცი როგორი ჰავაა აქ? ფანტასტიური, მე რომმიყვარს, ხალხიც სულ რომ იღიმიან. ჩემი ვიზის გასაფრძელებლად რო ვიყავით მე და მაიკი (გოგოა მაიკი, ევრო-ტური არ გაქვთ ნანახი?) ერთი პუტკუნა ქალი იყო, საქართველოში როცა ვინმე მსგავსად გემსახურება დისკომფორტს არ გრძნობ, შეიძლწბა ითქვას ზედმეტად ნორმალურადაც დაგვხვდა, მაიკი კიდე მთელი ორი დღე იძახდა, რას ჯაჯღანებდა არ ამომდის თავიდანო, თან დააყოლა ვინც მარტომიდის საწყალი, ალბათ იმათ როგორ ელაპარაკებაო. 
ბავშვებს ასწავლის რომ ცხოვრება ბევრად მარტივია როცა იცინი, როცა ეცემი და არ ტირი, როცა რაღაცას წყნარად ამბობ. მართალია, არჩევანი ჩვენზეა, სიტუაციას მაინც ვერ აუვლი გვერდს, თუნდაც იმას რომ
აქ ვარ და მგონია ცოტახანში მონატრებისგან დავიტანჯები, ეს ხო ასეა, მაგრამ არჩევანი ჩემზეა როგორ შწვხედავ, როგორ გადავლახავ, ძალოან
მინდა ყოველთვის პოზიტიური ვიყო, გამომდის მეტ-ნაკლებად კიდეც, მაგრამ ხანდახან სადღაც გულის კუნჭულში შემიჩნდებახოლმე პატარა ჭია და მეუბნება რო ძალიან რთულია ბედნიერი იყო, რომ არაფერი გამომივა, რომ აქ ტყუილად წამოვედი და ჩემი მოზნებისთვის ბრძოლა არ შემიძლია, ვცდილობხოლმე არ მოვუსმინო, ვცდილობ, მაგრამ როცა არგამომდის... ოჰ როცა არ გამომდის, როგორ ვგრძნობხოლმე თავს მაგისი თქმა საშინლად არ მინდა...
დღეს მეკითხება პატარა :))) ოხ-ს რო ამბობ რას ნიშნავსო, ან რატო ამბობო?! 
ისეთი საყვარლები არიან სულ გინდა რო მოეფერო და ეთამაშო.
დღეს ვისვენებ, პირველად გავედი მარტო ქალაქში, ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის გინდა გვერდით ვიღაც ვინც ამას გაიზიარებს, მართლა ეგრეა, მართალია
ვზივარ ეხაც მდინარე "ნეკარ"-ის პირას და ლუდს ვსვამ, თან ვფიქტობ
ეჰ, ნეტავ ჩემი მეგობრები აქ მყავდეს... 
აუუუ კაი რაა ... ახლა ჩაიარა სადღაც 70 წლამდე წყვილმა და ხელი ქონდათ ერთმანეთისთვის ჩაკიდებული, მეც მინდა 70 წლის ასაკში ეგრე მიყვარდეს, ყველაზე მეტად მინდა :(

Friday, 11 September 2015

Oh La La

Hallo, გერმანიიდან სალამი!:)) მინდოდა რაღაცის დაწერა, მაგრამ
იმდენად ბევრი ემოცია მაქვს ერთად სათქმელს ვერ ვუყრი თავს. კარგია აქაც, იმედია ესე გაგრძელდება. 8-ში ჩამოვედი, ვიფრინე ფანტასტიურად, მეძინა კიდეც, რაც აქ ვარ ლუდი არ დამილევია :))) ბავშვებთან რო ვარ მაგისი ბრალია ალბათ, ეხა დავლევ ცოტახანში და გრეის ვუყურებ :> 
ამ დროისათვის  das ist alles!)) 
ესეც ჩემი ოთახი, მომწონს მართლაც რომ

მომავალ წაკითხვამდე

კიწი