Thursday 16 April 2015

შემაწუხა! ))

იცი რისი "მეშინია" და რას ვფირობ-ხოლმე? აი ადამიანები რომ იცვლებიან... აი რაღაცნაირად იცვლებიან უცბად, მშვიდად, თავისთვის, შენგანდამოუკიდებლად. შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები, იცვლიან დამოკიდებულებებს, ფიქრებს, მანერებს, ჩვევებს, "საჭორაო" თემებს, იცვლიან ალბათ ისე, თვითონაც ვერ ხვდებიან. როგორ არ მიყვარსხოლმე ეგ გრძნობა, რაღაცნაირად სიცარიელეს რო გიტოვებს მუცელშ და მაგ სიცარიელის შევსება მარტო იმათ რო შეუძლიათ. იცვლებიან, ცვლილებები თითქმის ყოველთვის კარგია, თუმცა ასეთი ცვლილება კარგს რიცხვში არ შედის... ეხა ვფიქრობ, მე აი ესე ყველას მიმართ თუ მეცვლება ერთიანად დამოკიდებულებები?:) არვიცი, ალბათ არა, ან უბრალოდ მე მგონია რო არა. ხანდახან ვფიქრობ რო ზოგადად ადამიანები ძალიან მიყვარს, ზედმეტადაც. ყველაზე მე შემტკივახოლმე გული და მერე მაგაზე 'ნერვები მეშლება'
კიდე ბევრი რამე იყო რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის 'ფეისბუქმა' გამაწყვეტინა აზრი, ოხხ! ეს სოციალური მედია:)))
წავედი, წავედი














მომავალ წაკითხვამდე, კიწი.

No comments:

Post a Comment