Thursday, 29 January 2015

სულ ტყუილია რო თმას როცა იჭრი შენი ცუდი ხასიათები თან მიაქვსო, ხო დღეს შევიჭერი თმა
და არსადაც არ წაიღო... 

Tuesday, 27 January 2015

exams is OVER!!!

დონატი არაა )) იეაჰ :)) ასწორებს მაგრად დღეს ჩავაბარე ბოლო გამოცდა ლოჯისტიკა, მარტო ეს გვქონდა წერით, არადა ყველაფერი ზეპირად მაქ ხოლმე ფინალურები, ხოდა 84 მივიღე და ამ დიპლომის პონტში იისეთი დაღლილი ვარ რო ერვეცე, ძალიან, ქართულად არაა დიდად მასალები, დიდად კიარა არაა, შეშა არაა, შეშა არაა და არც მასალა არაა :)) სუ გავაფრინე, ვიცი, დევიღალე და რაგავალკეთო. რაღაც "50 გრეის ელფეწრის" საუნდთრექებს რატო ვუსმენ? არადა კი გაასწორა მამენტ მარა მაინც :დ მოვედი დღეს მამიკოსთან, ვიყიდე 1 ქილა ლუდი, ნეტა 2 მეყიდა, წყალი მაინც არაა, რა დებილობა, უწყლობას მირჩევნია უშუქობაც და უგაზობაც)) არა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეგეთი რაღაცები რომ გაქვს არჩევაზე. სიყვარულის 40 წესის კითხვა დავიწყე და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი მომწონს თუ არა, თითქოს ძაან ჩვეულებრივი წიგნია არადა მსოფლიო კი აღაფრთოვანა, დღეს მინდა კარგად დასვენება, კაი ფილმი, სხვათაშორის crazy, stupid love არ მაქვს ნანახი, რანაირად არ ვიცი მარა ჰა )) და შავხედავ რა მაგას ალბათ, წავედი ეხა, მალე დიპლომის სეზონიც მორჩენილიყოს, წარმატებები მე :ს
კიწი

Tuesday, 6 January 2015

ორიათასთხუთმეტწელმშვიდობისა )) ^^

პირველი პოსტი ჩემი ახალი აიფონიდან :)) აქამდე ბლოგსპოტის აპლიკაციაც კი არ მქონია ტელეფონში, არვიცი რატო, ალბათ იმიტო რო ქართული შრიფტი არ მქონდა. ხოდა მამიკომ მაჩუქა 31-ში ტელეფონი, ვაფშე არ ველოდებოდი, ძველი მენატრრბა, რა უმადური ვარ)) ჩემ ძმას მივეცი ძვველი და ჭკუაზე არაა. დღეს ჩემი თიკოს დაბ.დღეა და კიდე ჩემი ექსის:)) აღარც მახსოვდა და წეღან გამახსენდა უცებ. რა ჩქარა გადის დრო, ამისი დედაც, ჯეკ! რაღაც ფილმი გადის ტვ-ში ჯულიეტ ბინოში თამაშობს, მამსგავსებენ ჯულიეტს მე კი ძალიან მიყვარს მარა მგონია რო არ ვგავარ)) რო იცინი გავხარო, რავიცი. ხოდა გილოცავთ ამ ახალ დაწყებულ წელსაც, პირველი დღე კი დავიწყე ტირილით და)) არადა მეგონა რა კაი წელი მოვიდამეთქი, მერე მოვიწამლე თუ რა ჯანდაბა არ ვიცი, მთელი პირველი იანვარი გული მერეოდა ))) გუშინ ვჭამე პირველად გოზინაყი, მეშინოდა მანამდე ცუდად არ გავხდე-მეთქი, ხოდა ოცნებების ასრულებას გისურვებთ ყველას! მინდა, მართლა მინდა და ჩემთვისაც იმედია ეგეთი წელი იქნება! ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ როცა მე ვინც ძაან მიყვარს ისინი არიან ბედნიერები ❤️ და საერთოდაც მინდა ყველანი ბედნიერები ვიყოთ, რატომაც არა. კიდე მივხვდი რო ადამიანს რაც უფრო თავზე ყვები და რაც უფრო ცდილობ თვითონ პირიქით შვება. როგორ არ მიყვარს ადამიანების ეგ თვისება რა, არ მიყვარს და არ მესმის თან, პირიქით არ ჯობია? როცა თბილად გექცევა ადამიანი შეირგე რა, ძირითადად ეგრეა, ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ ვამბობ, ზოგადად ეგრეა და ძაან მწყდება გული)) მარა არაუშავს, ეგრე იმდენ რამეზე მწყდება გული და იმდენი რამე მიმაქ გულთან ახლოს რო ეგრეც არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება, რა შუაში იყო ეხა ესენი მარა მომინდა მეთქვა
მოკ'ლედ, 'ვათევერ' ))) წავედი ეხა, წავედი, ვიბანაო და მივხედო მერე საქმეებს
კიწი ^^