Tuesday, 10 July 2012

Zero

mp3–ის დამტენი სადღად 'შევტენე' 2 კვირამდე იქნება, არც მიცდია მოძებნა, ამ სამსახურით და პარასკევი–შაბათი–კვირა "სვეცკობებით" ისე ვიყავი დაღლიი რო არ მქონდა მაგისი თავი, სახლშიც რომ მოვიდოდი კოპიუტერში ფეისბუქზე ან რამე სამოსის გამოსაწერ საიტზე თუ შევიხედებოდი ხოლმე, ფილმის ნახვაც კი მეზარება, გუშინ ისე გავგიჟდი, არ მეძინებოდა და ღამის 4 საათამდე ვალაგებდი კარადას, ბოლოს ვიფიქრე სულ გავგიჟდი–მეთქი და დავწექი, ახლაც ვცდილობ წელში გავიმართო, მაგრამ იმდენ ხანს ვმჯდარვარ მოხრილი კომპიუტერთან რომ მტკივა)) რას მოვაყოლე ყოველივე ეს, mp3–ის დაკარგვის გამო ჩემი ზემფირას ისტერიული სმენა ცოტახნით შევწყვიტე, ეხა ვნახე ფოტოზე ლინკი, არც ვიცოდი რისი იყო და რო ჩავრთე... აა როგორ მომნატრებია – Zero. Ах, в твоих же зрачочках страх, И в них же чужая боль, Девять-ноль... დღეს ჩემი გოგოები ვნახე, ერთ ადგილას ხო ვერ ვჩერდებით...)) დღეს 2 ადგილით შეოვიფარგლეთ, მოვრჩი წერას და დავწექი ეხა ჰა?! მემგონი არ უნდა იყოს ცუდი აზრი. შიგადაშიგ გამოვანათებ ხოლმე, რო არ ვწერ მერე ვბრაზდები, სულ მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ამადა ამ დღეს დაწვრილებით–მეთქი)) ოხხ მესიჯიც მოივიდა ეხაა)) ხოდა წავედი.
მოავალ წაკითვამდე.
კიწი

No comments:

Post a Comment