Monday 8 August 2011

I fell in love at the seaside...

ჩემი-ანი ვნახე, "ელვისში" ვისხედით, ხილის 'შეიკს' ვწრუპავდით, ვჭორაობდით, განვიხილავდით ზოგადსაკაცპბრიო თემებს ^^ ყოველთვის გვიყვარს ერთმანეთის ნახვა, სალაპარაკო თემა ყოველთვის გვაქვს, საიდანღაც)) საერთოდაც თბილი დღე იყო დღეს, საღამოს თიკო ვნახე და ჩვენც დავიწყეთ რაღაც-რაღაც საკითხებსა თუ კლიშეებზე მსჯელობა... სამწუხაროდ მე ბარგი მქონდა ჩასალაგებელი, თვითონ სახლში ეჩქარებოდა და ჩვენმა დიალოგმა 40 წუთზე მეტი ვერ გასტანა, კვამლისა და მზესუმზირის მიუხედავად. ხვალ ბათუმში მივდივარ, ნათუკასთან, ძალიან მიხარია მაგრამ გეგონება ნახევარი გული აქ მრჩება, არვიცი რატომ, იქნებ იმიტო რო ჩემი ბიჭია აქ, ან კიდევ რავიცი მე... ილიამ დაიწყო დღეს მკურნალობა. დილის 9ზე გადის მატარებელი, სადგურში დამხვდება, დედიც მაცილებს. დღეს რაღაც მინორულ განწყობაზე ვარ, ნაწერზეც მეტყობა, თან კარგ ხასიათზეც ვარ, რას გაიგებ ჩემსას :)
გუშინ მე და მამიც კარგახანს ვსაუბრობდით ტკბილად, როგორც გვჩვევია და მერე ლეპტოპთანერთად ჩამეძინა, დილამდე ერთად გვეძინა; მე, ლეპტოპს და 'სასოწარკვეთილ დიასახლისებს' :) არც გავნძრეულვარ, რა მდგომარეობაშიც დავიძინე ისეთშივე გავიღვიძე. ჰმ, ხვალ პირველად მივდივარ მატარებლით მარტო, წიგნს წავიღებ გზად და გავერთობი, თან აღმოჩნდა, რომ ჩემი ლანკა და ნანუკა მე-5 ვაგონით იმგზავრებენ - მე მესამეთი, ასე რომ მთლადაც ვერ მოვიწყენ. დიდი ბოდალის მერე ჩავალაგე ბარგი 15-20 წუთში, არაფერი მრჩება იმედი მაქვს, ხვალ რა ადგებაააა...!!
მაგრამ თან რო ვიცი რო ჩემს ბიჭს ვნახავ, არ ჩაეძინება იმედია ^^
ძალიან მომენატრება ვიციც, მენატრება ის 3 დღეც ერთად ზღვაზე ;;)
იმდღეს კურიერში აჩვენეს მაგათი გუნდი, ილიამ ინტერვიუ მისცა რაცხა)) ხოდა 5 სექტე,ბერს თამაში ექნებათ ბათუმში, როგორ მინდა მოვახერხო წასვლაა :( ძალიან მინდაა!! მაგრამ კიდევ თუ გამიშვებენ არვიცი, არამგონია...
ეხა მაიინც მხიარულ ნოტაზე დავდექი, არა რა! მიყვარს ჩემი დღიური...
თან შეგიძლია სიმღერებიც მიაბა...
   ესეც ასეე <3
 წავედი ახლა მე, ჩემები მიყვარხართ     ყველა, მართალია ამას ვერ ნახავთ, მაგრამ  მაინც.
 ალბათ ბათუმიდანაც დავწერ.
 კეთილი მგზავრობა თავო ჩემო ;))
  კიწი *

6 comments:

  1. კეთილი მგზავრობა კიწი <3

    ReplyDelete
  2. უსაყვარლესო კიწი,
    თან რომ შეგიძლია სიმღერებიც მიაბა ხო?:)))

    :**

    ReplyDelete
  3. კიწი, შენი ბლოგი ყველაზე საყვარელი ბლოგია რაც კი მინახია !!! წარამტებები და ყველაფერი!! არაჩვეულებირი მუსიკით და დადებითად დამუხტული პოსტით ვსიამოვნე!!!

    ReplyDelete
  4. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებოო:*
    რა საყვარლები ხართ, ჰო თიკ ეგრეა :">
    ბათუმში ვარ ეხა და ვერ შემოვდივარ ხშირად.
    გკოცნიიით :**

    ReplyDelete
  5. kiwi, rogori mowyenilic ar unda iyo, me mainc dadebiTad vimuxtebi da sul kudisqicinit vtoveb aqaurobas... <3

    ReplyDelete
  6. მაციიი რა საყვარელი ხარ :*:*
    მადლობა ^^

    ReplyDelete