Friday 11 February 2011

to my brother...

ჯერ პარატა ხარ, თუმცა არც ისე პატარა, უკვე 13 წლის ხარ. ხანდახან ვერც ვაცნობიერებ თუ ასე ძალიან გაიზარდე, ამას რომ ვფიქრობ მახსენდება ხოლმე რამხელა მეგონა 13 წლის ასაკში ჩემი თავი :) გაიზრდები და კიდევ უფრო ბევრ რამეს შეიგნებ :)) იმედია ამდენს აღარ ვიჩხუბებთ ხოლმე, კარგად ვიცი, რომ ჩემი აზრი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრჯერ გითქვამს, თიმცა თქმა რად გინდა, პირველ რიგში მე მეკითხები, აუ რა ვიყიდო? ეს მიხდება? და რაზეც გეტყვი რომ არ გიხდება ან  გამოიცვალე მეთქი იმას აღარც კი იცვამ. იცი რა გამახსენდა
ამასწინად? კარადის თავზე რო ვძვრებოდით და "კონცერტს" რომ ვმართავდით, მერე იიდან ჩამოსვლა როგორ გეშინოდახოლმე, გახსოვს?:) შესარიგებელ წერილებს რომ მწერ ყოველთვის რა საყვარელი ხარ, და მე მაინც რო არ გირიგდები ჯიუტად, მარა მაქსიმუმ 15 წუთი გრძელდება ხოლმე ჩემი "დაბღვერები" მერე მივლის. ბავშვობაში უფრო "ვრედნი" იყავი, მახსოვს თამაშს არ მაცდიდი და ყველაფერს მირევდი. ვერ ისვენებდი, მეთელი ცხოვრებაა შენს მაგიერ მე "მხვდება" აიი!! ახლაც შემოხდედი ოთახში და მორიგი ნერვების მოშლის მცდელობა გქონდაა, აჰჰ როგორ მღლი ხანდახან ხო არ იცი უბრალოდ!!! :)) მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ შენი სიდებილეებით, უბრალოდ 90%-ით აუტანელი ხარ ხოლმე. უხ! :))
მოკლედ, მინდა რომ ჭკვიანად იცხოვრო და ბედნიერი იყო, ვსო წავედი ეხა, მომიშალე ნერვებიი =)) გკოცნი მაგ დებილ თავზე, კიწი *

6 comments:

  1. მეცნო სიტუაცია :) მე და ჩემი ძმაც ცულ ვჩხუბობთ ...

    ReplyDelete
  2. ხო, იშვიათი გამონაკლისები არ ჩხუბობენ მხოლოდ :))

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი ხარ, კიწუნ, ძალიან. :*
    მე ვერ ავიტანდი შემაწუხებელ ბავშვს. ამიტომაა ჩემი ბიძაშვილები ჩემთან თითქმის რომ აღარ მოდიან. არ მიყვარს, სახლს რომ ურევენ; რომ ყვირიან; როდესაც მაბრაზებენ, თან სპეციალურად.
    მაინც ძალიან მიყვარს ორივე, გიოც და ანდრიაც. უკარგესები და უდებილესები და უსაყვარლესები არიან, მაგრამ ზღვარს ხშირად სცდებიან. : ს

    ReplyDelete
  4. მაციი რა საყვარელი ხარ :*:*
    ჰო, მეც სპეციალურად მაბრაზებს ხოლმე,
    ახლა ახალი ტაქტიკა შევიმუშავე და მაგაზე თავად ბრაზდება :))
    ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე )))

    ReplyDelete
  5. ნეტავ, რომ გაიზრდება მასაც ექნება ბლოგი?
    მშვენიერი იქნება კიდევ ერთი სასიამოვნო ბლოგი ბლოგოსფეროში.. ^^

    ReplyDelete
  6. ჰაჰა :)) მააც, წერა კი ეხერხება, მაგრამ არამგონიაა :))

    ReplyDelete