Thursday 3 February 2011

• • to my Best friend • •

ვაიH... 
მგონი იმაზე ძნელია შენთვის მოწერა, ვიდრე მეგონა :)
... პირველად ჩემს მახსოვრობაში ის დღე ჩნდება როცა შენ 3 წლის იყავი, მე 2ის და დედაშენს ბაღიდან მოყავდი, ეზოში შეგხვდით მე და დედი. მერე მეც შენს ბაღში მომიყვანეს, ძალიან კარგად მახსენდება, რუსულ ჯგუფში ვიყავით, ცეკვაზე დავდიოდით და ყველას შავი ჩუსტები გვეცვა თეთრჩუსტებიანი ნინიკოს გარდა, გახსოვს?
ვიცი რომ გახსოვს :-) მერე შენ გაიზარდე და აღარ დადიოდი ბაღში, მე სხვა ჯგუფში გადამიყვანეს, მახსოვს როგორ არ მინდოდა სხვა ბავშვებთან, კიდევ მაქსი (თუ რა ერქვა) გახსოვს?! ჩემსა და შენს გარდა ყველა გოგოს რომ სცემდა?:) რა სასაცილოები ვიყავით, ვერც აღვიქვამ თუ ამდენი წელი გავიდა უკვე ...
... შენ რომ ჩვენი ეზოდან დროებით გადახვედი ეგ მახსოვს ძალიან კარგად, მაგრამ მაინც ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ხან შენ მოდიოდი, ხან მე. უფრო ხშირად მე, აბა მამი არსად გტოვებდა. გახსოვს შენ და თიკო როგორ ვერ იტანდით თავიდან ერთმანეთს?! მე კარგად მახსოვს. მერე ისევ დაბრუნდი... დაიწყო ეზოში გვიანობამდე გასვლები, ფეხბურთის და დაჭერობანას თამაშები, თანაც უკვე შედარებით დიდები ვიყავით :)
ეჰჰ, "პამპერსებით" სრიალი და piczo-ს საიტი რა დროში იყოო :-)) ;))  ძალიან მეცინება ახლა რო მახსენდება...
ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ, გახსოვს?! შეიძლება სკოლაში არც დავდიოდით მაშინ, ან ძალიან პატარები ვიყავით. მე ბრელოკივით გული დავკარგე, შენ შემთხვევით იპოვე, არ იცოდი ჩემი თუ იყო, რო დავინახე შენ გქონდა ჩემია მეთქი, შენ არ დაიჯერე და მაგაზე ვიჩხუბეთ, დღემდე მახსოვს შენი აცრემლებული თვალები, მერიმ როგორ აგვიყვანა თავისთან აივანზე და გვეუბნებოდა ნახავთ რო გაიზრდებით როგორ იმეგობრებთ, ამის გამო ნუ ჩხუბობთ, შერიგდებით მალეო :) იმწამს ვფიქრობდი აღარასოდეს შევურიგდები მეთქი, რა სულელები ვიყავით, მაგის მერე არ გვიჩხუბია არასოდეს...
ჩემთვის ის ხარ ვისთანაც ყოველთვის შემიძლია მივიდე, როცა რაღაც ისე ვერ არის ჩემში როგორც საჭიროა, ვიცი არც დამჭირდება რამე გითხრა, სულ რომ არაფერი არ გითხრა ყოველთვის იცი ისედაც როგორ უნდა მოიქცე მაგ დროს, ვიცი რომ მეც ანალოგიურად ვარ შენთვის, შენი კბილის ტკივილის დროსაც ხომ გიგებდი უსიტყვოდ :-)) საყვარლად ჩათბუნებული რო იყავი ;)) შენ ჩემთვის ის ხარ ვისაც ყოველთვის პირველად ვუზიარებ ჩემში დაგროვილ ემოციებს, ვინც ყოველთვის მისმენს და მიგებს, თუ არ მიგებს ცდილობს მაინც რომ გამიგოს და რჩევებს მაძლევს, არა, ისეთ რჩევებს არა რომ ზუსტად მითხრას რა როგორ უნდა გავაკეთო, ჩემი საუბრიდან გამომდინარე მეუბნება ყველაფერს * რომელსაც ყოველთვის აქვს ჩემთვის ცხელი ჩაი, მართალია გაკეთება გეზარებახოლმე მაგრამ ... :-) მაინც ხომ გაქვს... *
მოკლედ ის ხარ ჩემთვის ვინც ძალიან მიყვარს :*
და ვისაც ვაფასებ ...

ვთვლი რომ მეტის დაწერა არცაა საჭირო, დანარჩენი ისედაც იცი :*
კიწი 

10 comments:

  1. აი, ადამიანობა და მეგობრობა ესაა.
    ძალიან კარგი და საყვარელი ხარ, კიწ.

    ReplyDelete
  2. ეს მეგობრობაა ! მართალი ხარ :*
    მადლობ მაციი <3

    ReplyDelete
  3. ყველანაირი აფერისტობის გარეშე ვიტყვი, შენს მეგობარს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი ადამინი ჰყავს შენი სახით :)

    ReplyDelete
  4. ძალიან დიდი მადლობა, ფრ.ან :"> *

    ReplyDelete
  5. sayvarlebooooooooooo (inlove) <3 :**

    ReplyDelete
  6. ;;) თვითონ საყვარელოო :**

    ReplyDelete
  7. <3 რა ლამაზად წარმოვიდგინე..

    ReplyDelete
  8. VAIME ROGOR MIYVARXAR!!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  9. sul mindaa mec dagiwero eseti magram nichi ar myopnis:( ertxel davwer vici!

    ReplyDelete
  10. მეეეც!! ძალიან ძალიან
    პ.ს მე მჯერა შენი ;;)

    ReplyDelete