Saturday 26 February 2011

... hM

დღეს მივხვდი რომ ტყუილზე ცუდად ვრეაგირებ, თანაც ძალიან :) არა, არც ბოლო ხმაზე ვყვირი და არც ისტერიკაში ვვარდები, მაგრამ ისე მწყინს რო ვტირი სამაგიეროდ, მაგრამ გააჩნია ტყუილს ვინ გეუბნება, ძირითადად როცა ვინმე ისეთი(ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი, ან იშვიათად მნიშვნელოვანიც), მეუბნება ტყუილს,
ვატარებ და იმას ვანახებ რო დავიჯერე, ნებისმიერ ტყუილზეა საუბარი, როცა შენი საყვარელი ადამიანი გეუბნება რამეს ისეთს რაც ეგრე არ არის, თუნდაც ძალიან სისულელეს და თუნდაც ძალიან უმნიშვნელოს მაინც ძალიან საწყენია, თან ბოლომდე რო გიმტკიცებს ეგრე არ არისო... :)
... მერე იყო:
- ნუ მეუბნები ტყუილს! დებილი არ ვარ! და ცრემლები რომელიც წვიმაში ირეოდა. (არ მომწონს მაგისი გახსენება, მარა აქ რო გადმოვიტან დამავიწყდება უფრო)
- ჰო, კარგი... შენ რო დამირეკე ჯერ გზაში არ ვიყავი. მერე ისევ ჩუმად სიარული და კაი წავედი,  - მოიცა 2 წუთით, მერე ისევ - არ მინდა რო შენი არ მჯეროდეს რაღაც სისულელის გამო!! და ისევ ცრემლები(ვერ ვიტან მაგ დროს როცა ვინმე მხედავს! თან გახელილი თვალებიდან ისე მომდის რო არც ვიმჩნევ, არც ხმას ვიღებ) და მერე შენი პირობა რო აღარასოდეს, აღარასოდეს(!) აღარ მეტყვი ტყუილს. - კარგი ახლა დავიჯერებ, მაგრამ სხვა დროს...
მოკლედ, დავზავდით თავისთავად :))) საბოლოო ჯამში მაინც კარგი დღე იყო, იმიტომ რომ ხო გნახე! იმიტომ რომ ეპილაციას გავუძელი ხმის ამოუღებლად, მიუხედავად იმისა რომ მეტკინა, იმიტომ რომ 4 season-ში წავედით და დიეტა მაინც არ დავარღვიე, იმიტომ ომ იქ გოგოები შეგვხვდნენ, იმიტომ რომ მერე ლანკასთან  სახლში ვიყავი "ფართიზე"  და ჩემი გოგოეი ვნახე, იმიტო რომ მიყვარხარ!! და მორჩა :*
წავალ ახლა მე, რამეს მოვიფიქრებ, ან ფლმს ვნახავ, კიწი *

4 comments:

  1. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი ნაწყენიც არ უნდა იყო, მაინც მუდამ კარგ ხასიათზე ხარ და შენ უზოდო დადებით მუხტს უზიარებ სხვებსაც.
    კარგი ხარ, კიწუნ.. :*
    ასეთი უმნიშვნელო ტყუილებზე ადრე ვიტყოდი, რომ ყურადღების გამახვილება არ ღირს, თუმცა ახლა იგივეს გამეორება არ მგონია ლოგიკური. მთავარია გიყვარდეთ და ენდობოდეთ ერთმანეთს. თუ პატარა ბზარი გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში, არ მგონია, კარგი მომავალი უქადდეს თქვენს სიყვარულს.

    ReplyDelete
  2. ჰო მაც, მეც ვხვდები რო ხანდახან ძალიან წვრილმანებს
    ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ წვრილმანებია მერე რო მსხვილმანდება ;))
    მოკლედ რიაა :-)
    მთავარია რო გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ ნდობაა უმთავრესი, იმიტომ რომ მაგის გარეშე არანაირი სიყვარული არ იქნება , კი არადა ვერ, ან ისეთი იქნება რომელიც მუდმივად დისკომფორტს შეგიქმნის :)
    წამიერი სისულელე იყო ეგ <3 :))
    ხდება ხოლმე. უბრალოდ ვეღარ ვიტან რო აგვიანებენ დაა :)

    ReplyDelete
  3. :((( ტყუილი საშინელებაა გეთანხმებიი...თან ჩემი ამბებიდან გამომდინარეც იცი ჩემთვისაც რა არის... მაგრამ თქვენი ტყუილებიიი .... კარგი რააა მიყვარხართ იმიტომ რომ ერთანეთი გიყვართ და ისე არასდროს მოატყუებტ ერთმანეთს რომ დიდი ტკივილი მიაყენოოთ :*****

    ReplyDelete
  4. გოგო ხოო :)) ხო იცი ხანდახან რა ცეტები ვართ რაა))))
    მიყვარხარრ :***

    ReplyDelete