Monday 12 July 2010

mmm...



      მმმ   ძალიან  მინდა  რაღაც   დავწერო,  საერთოდ  დიდი  ხანია  არ  დამიწერია  და  ახლა  გამიჩნდა   სურვილი,  საერთოდ  ბევრი  სურვილი  მაქვს ;;)
დიდი   სიამოვნებით  წავიდოდი  სამოგზაუროდ   გაურკვეველი  მიმართულებით...
თბილისის  სიცხე  დამქანცველია  უკვე,  არადა  ჯერჯერობით  "ეროვნულები"  მოითხოვენ  ჩემს  აქ  ყოფნას,  ასე   რომ  მიწევს   გავუძლო... 
      თუმცა  რაღაც  მხიარულად  ვარ,  ძველ   "ჩაფოლდერებულ"  სიმღერებს  ვუსმენ  ახლა,  ჩვეული  დღე  იყო  +1  ნერვიულობით,  მარა  იწვის  გარშემო  ყველაფერი,     თან  ერთი  გაღიმება ,  ერთი  ნაცნობი  რიტმი,  ერთი  წარსულის   მოგონებაც  საკმარისია  ბედნიერებისთვის...


მენატრება   ხანდახან  ბევრი  რამე,  ვიცი, ეს  დროც   მომენატრება  როდესღაც   ( წერას  ისევ მესიჯის  ხმა  მაწყვეტინებს  როგორც  ყოველთვის,  მეც  ვწყვეტ   ბეჭდვას,   სმს-ესს  ვკითხულობ,  არც  თუ  ისე  მოკლე  პასუხს  ვუგზავნი  ჩემთვის  საყვარელ  ადამიანს

 და  ისევ  ვაგრძელებ  წერას,  უიი თუმცა  მორიგი  შეტყობინების  მოსვლას   მაჩვენებს  ამჟამად  "ხმაგამორთული"   მობილური)   ხოდა  რას  ვამბობდი?!  ვიცი  რომ  ეს  დროც  მომენატრება  ოდესღაც,  და  სწორედ  ამიტომ  ვცდილობ  რაც   მაქვს  დავაფასო  და  თქვენც  იმავეს  გირჩევდით... : )         
 <3   <3   <3   <3  <3  <3   <3   
    აი   ასეთ  ადგილზე  მინდა  ჩემს  საყვარელ  ადამიანებთან  ერთად,  ან   სულაც  საკუთარ   თავთან  მარტო,  დიდი  სიამოვნებით  ვიქნებოდი   ჭიქა  ყავით   და   სასუსნავებით... 
   მიყვარს   საკუთარი  თავის  "კამპანია"      ბევრ  რამეზე  შეიძლება  დაფიქრება,  ან  სულაც  პირიქით - არაფერზე   ფიქრი   +  შენი  მეორე  მე  არასოდეს  მოგიშლის  ნერვებს,   ვერ  გაწყენინებს,   არ  გაგიჩნდება  მისი  დახრჩობის  სურვილი  და    ა.შ   :> 


ფრიად  მსიამოვნებს  თქვენთან  ბაასი,  მაგრამ  დასაძინებლად  წასვლის  დროა  სამწუხაროდ  ;;)


                 აბა  თქვენ  იციიით  :*            მომავალ  წაკითხვამდე :  კიწი (!)  :))))

2 comments:

  1. უიი, ამ სიცხეში ნერვიულობას როგორ ახერხებ? :))))

    ReplyDelete
  2. გამოცდები მაქვს და შესაბამისად თავისით "მენერვიულება" :))) მარა ერთიც ერთიც და ვსოოოო :>:>
    არ მჯერაა :)))

    ReplyDelete