როგორც ჩემი თერაპევტი ამბობდა, მშობლები შვილებს ეუბნებიან, რომ მაგრები არიან დაყველაფერი გამოუვათ, ეგ კარგია, მაგრამ იმის თქმა ავიწყდებათ რომ დასახული მიზნისმისაღწევად შესაძლოა ზუსტად იმ გზის გავლა არ მოგიწიოს რაც შენ გინდა და იმ დროშიც ვერგანახორციელო, რომელშიც წარმოგიდგენიაო, ეუბნებიან, რომ ყველაფერი გამოუვათ და ეგმაგარია, თუმცა იმას თან არ აყოლებენ, რომ 1 წლის მაგივრად, მიზნის მისაღწევად, შესაძლოა5 წელი დასჭირდეთქო.
ჩემი მშობლები გადამეტებული მხარდაჭერით არასოდეს გამოირჩეოდნენ, მაგრამ, თავისდროზე რო მსგავსი რამ აეხსნათ ჩემთვის, ბევრად კარგად იქნებოდა რაღაცები.
ხო, იტყვი ადამიანი, რა მარტივია მშობლებს გადააბრალო ყველაფერიო, მე მართლაუკანასკნელი ადამიანი ვარ ვინც მაგას აკეთებს, პირიქით, სულ მაგათ “გამართლებაში” ვარ, საკუთარ თავთანაც კი. მაგრამ მერე იზრდები და ფენიქ ათაქების, დეპრესიის, უმადობის, ზედმეტი მადიანობის, ემოციების ჯერ დაკარგვის და შემდეგ მოზღვავების მერე გრძნობ რომ
თურმე აღზრდიდან მოდის ყველაფერი, სიტყვა ყველაფერი აქ გადაჭარბებული იქნებასავარაუდოდ, ყველაფერი არა, მაგრამ რაღაცები.
ჩემს მეორე თერაპევტთან როცა მივედი, იმიტომ არა რომ
პირველი ცუდი იყო, უბრალოდ ასტრალურ ფასს აარტყა და თან რაღაც ახლის ცდაც მინდოდაCBT თერაპიის გარდა, ზუსტად 1,5 წუთის მერე მითხრა, შენს ოჯახში ვინ იყო ეგ “ვაიმმეე, ვაიმეე, ვაიმეე” პიროვნებაო. და მაგ დროს მივხვდი, რომ მეც ერთი სტანდარტული, მორიგიშემთხვევა ვიყავი, რომელიც არ პირველია, ვისაც შფოთვითი აშლილობისგანგანთავისუფლება უნდა და არც უკანასკნელი.
დღეს ბერლინში ვარ, ჩემ ბიჭთან ერთად და მიყვებოდა ვიღაც კაცზე, რომელმაც ისეთიმენტალური ჯანმრთელობა გამოიმუშავა, რომ
გაყინულ წყალში 2 საათი, ტემპერატურის თითქმისდა შეუცვლელად გაძლო, ამ ადამიანს უნდარომ სამყაროს სიყვარული დაუბრუნოს, რადგან თვითონ დაკარგა. ჩემი ბიჭიც მაგ პიროვნებითშთაგონებულია და ბერლინში, -100 გრადუსში ტბაში ჩასვლა უნდა (რასაც სავარაუდოდ იზამს). ხოდა რატომ დავიწყე, ეს კაცი იმიტომ გაკაჟდა მენტალურად ეგრე, რომ
საკუთარმა ცოლმა, დეპრესიის გამო, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ხოდა გულში კივიფიქრე შენც ეგრე არ მოგიწიოს-მეთქი. ჩუმად ვუსმენდი და ეგონა რომ რასაც მიყვებოდა არმაინტერესებდა. არადა პირიქით, უბრალოდ სიტუაცია ისეთი აღწერილი იყო, და იმდენადახლოს მოვიდა ემოციურად, გამიჭირდა ტირილის დასაწყისი გადამეყლაპა, თუმცა გავქაჩე. :)
რა სულელები არიან ხანდახან ადამიანები, ან რა სულელები ვართ. აქ არ შემოვსულვარკარგახანია, ხოდა რომ შემოვედი მაინცდამაინც 2016 წლის პოსტი ჩავრთე, სადაც ოპერობიდანსახლში ვბრუნდებოდი და მეწერა “კიდევ კაი ფრენა მაინც მიყვარს და არ მეშინია”-მეთქი, მაგან ხო კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინა ჩემი უსუსურობა, სისუსტე და ის თუ ამ ყლეფენიქ ათაქებმა (არაბოდიში ცენზურისთვის) როგორ გამტეხა მენტალურად და როგორშეცვალა ჩემი ცხოვრება.
ყველაზე რთულია როცა საკუთარ თავზე ბრაზდები იმის გამო, რომ
საკუთარ თავს ვერ ერევი. საშინელებაა. საშინელება. არავის არ ვუსურვებ მაგას. აქამდე არცმე მესმოდა და ვისაც არ გამოგიცდიათ, ღმერთმა არ გაგაგებინოთ კიდევ, არასოდეს.
ახლაც ვზივარ ფრიდრიჰსჰაინში, ძველი ბერლინელების ჰიფსტერა უბანია, სადაც ყველასუნდა ცხოვრება, მაღალი ჭერი და ჭერში საწოლი მაქვს, ქირაში ცოტას ვიხდი, ყველაფერიკარგადაა იდეაში და წესით უნდა მიხაროდეს, მარა იმის გამო რო
უძლური ვარ საკუთარ თავთან “მკვდარზე ვენოკ” სერიალებს ვუყურებ და წერისას ცრემლებიმომდის.
ასეა ამჟამად ჩემი ცხოვრება ჩემო მეგობრებო. სიმსივნე ამოიღეს, საშვილოსნოშემინარჩუნეს, ღამის 12 საათია და ყველაფერი იდეალურადაა. Show must go on! :)
Alles gut და ვითომ ყველა ბედნიერია.
წავედი.
სიყვარულით •
K