Wednesday, 27 September 2017

შემდეგი 2 წელი :დ


ჩემი ძვირფასი გრაფიკი ორშაბათიდან

ორშაბათი - სამსახური, ვარჯიში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა

სამშაბათი - სამსახური, ელექტრონული PR

ოთხშაბათი - სამსახური, ვარჯიში, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ხუთშაბათი - სამსახური, სარეკლამო კომუნიკაციები და ტექნოლოგიები მედიაში

პარასკევი - სამსახური, ვარჯიში, ინტერნალ ბრენდინგი - შიდა კომუნიკაცია

ვნახოთ რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოვჩნდები :))))))

Friday, 22 September 2017

bad days ahead

ალზო, აბა ვნახოთ ახალი სამსახურიდან როგორ გამოდის პოსტების წერს :დ პირველადაა მემგონი, რომ ახალი სამსახური მაქვს და 3 თვის მერე არ ვწერ ბლოგს.

ესაა ჩემი სამუშაო მაგიდა, ათასი ყლეობის სტიკერები მივაკარი კომპიუტერს, რომელიც კანის ლომების შეჯიბრებიდან მქონდა (ანუ კანის კრეატიული ფესტივალის), რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი. ხოდა კიდე უკანაც ერთი ქართველი ფოტოგრაფის ქარდ-ები, გასაუბრებაზე რომ მოვედი ყველაზე მეტად ეს ადგილი მომეწონა, ფრიდას პოსტერის და კომიქსის გამო ^^

ხოდა საქმე არის 200, მსურველიც არის ))

Saturday, 9 September 2017

• • •


ვგრძნობ რომ ძალიან
ვიცვლები, უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ სადღაც შიგნით ვგრძნობ, მუცელში. 

არვიცი საითკენ, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. 

რაღაცნაირი სტრანნი შეგრძნებაა, ზუსტად ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია...

ვერც გაზრდას დავაბრალებ და ვერც ვერაფერს, ალბათ რაღაც ეტაპების გავლის ბრალია. 

ბოლო 1 თვეა ესე ვარ, ან ოდნავ ნაკლები. 

საინტერესოა, რა იქნება ვნახოთ, 

კიწი