სევდა შემომერევა ხოლმე, რაღაცნაირად.
ქართული შრიფტი კიდევ ვერ დავაყენე ამ ჯაბახანა ლეპტოპზე და ისევ გუგლ-თრანსლეითში მიწევს წერა.
ხოდა ესე რაღაცნაირად სევდა შემომეპარებახოლმე, შორს ყოფნის სევდა, ახლოს არყოფნის სევდა, მონატრების სევდა, უნახავი მეგობრების სევდა, თბილისის ქუჩებში არ სეირნობის სევდა. არადა თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, უფროსწორად ვიტყოდი რომ ჩვეულებრივად. ყველაზე მეტად ეგ "ჩვეულებრივად" არ მიყვარს, არც იქითაა არც აქეთ, აი არის თავისთვის ჩვეულებრივად, ეგეც რაღაცნაირი სიტყვაა...
აქ გაზაფხულია, ანდაც ზამთარი. გააჩნია ცივ გაზაფხულს მოვიაზრებთ თუ თბილ ზამთარს. დღეს 14 ივლისია, 14 ივლისი, ზუსტად შუა ზაფხული და ჩემთან 13 გრადუსია, მოსაწყენია ეს ყველაფერიც, აუზზე ვერ წასულა ადამიანი, ზაგარი ვერ მიუღია, რა წესია?! :)
იმედია ოდესმე მომატებულ 750 კილოსაც დავიკლებ, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ცოტას ჭამდე და მაინც არ იკლებდე. აქ ცუდი წყალია და ძალიან კარგი ჰაერი. ჩვენთან პირიქითაა ძალიან კარგი წყალია და ძალიან ცუდი ჰაერი, მაგრამ ყველაფერი კარგი ერთად ალბათ ძნელია.
წეღან ჩემი ფბ მეგობარი, თავის მეგობარს დაბადების დღეს ულოცავდა დიდი ტექსტით და ბოლოს მიაწერა "გილოცავ , ვერაფერს გისურვებ, არ გეწყინოს, უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა მიხვდე, რომ სხვისი სურვილი უძლურია შენი მონდომების გარეშე, ჰოდა მონდომებას გისურვებ მარტო "
ხოდა მეც მონდომებას ვისურვებ, ძალიან კარგი სურვილია ალბათ, ძალიან ძალიან, მონდომებას ვუსურვებ ყველა იმ ხალხს ვინც მე ძალიან მიყვარს!
სადღაც გულის სიღრმეში, აი სადღაც სადღაც, მაინც ძალიან მჯერა, რომ თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად ახდება!!