Monday, 29 August 2011

For me ♥

დღევანდელმა დღემ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე, გამოაცალა მთელი ენერგია რაც კი გამაჩნდა, ჩემს ანის უნდა დავხვდე აეროპორტში წესით, თუ გავქაჩე და არ დავიძინე, მენატრება ძალიან და ისე მიხარია რმ\ომ ჩამოდიისს!! ♥  ეს პოსტი კიდე ჩემს გასახალისებლადაა ♥ 
აი ასე... 
♥  Home  sweet HoMe  
(ძალიან სადა, ძალიან თბილი)


♥ მექნება ასეთი მანსარდი!!!

Monday, 8 August 2011

I fell in love at the seaside...

ჩემი-ანი ვნახე, "ელვისში" ვისხედით, ხილის 'შეიკს' ვწრუპავდით, ვჭორაობდით, განვიხილავდით ზოგადსაკაცპბრიო თემებს ^^ ყოველთვის გვიყვარს ერთმანეთის ნახვა, სალაპარაკო თემა ყოველთვის გვაქვს, საიდანღაც)) საერთოდაც თბილი დღე იყო დღეს, საღამოს თიკო ვნახე და ჩვენც დავიწყეთ რაღაც-რაღაც საკითხებსა თუ კლიშეებზე მსჯელობა... სამწუხაროდ მე ბარგი მქონდა ჩასალაგებელი, თვითონ სახლში ეჩქარებოდა და ჩვენმა დიალოგმა 40 წუთზე მეტი ვერ გასტანა, კვამლისა და მზესუმზირის მიუხედავად. ხვალ ბათუმში მივდივარ, ნათუკასთან, ძალიან მიხარია მაგრამ გეგონება ნახევარი გული აქ მრჩება, არვიცი რატომ, იქნებ იმიტო რო ჩემი ბიჭია აქ, ან კიდევ რავიცი მე... ილიამ დაიწყო დღეს მკურნალობა. დილის 9ზე გადის მატარებელი, სადგურში დამხვდება, დედიც მაცილებს. დღეს რაღაც მინორულ განწყობაზე ვარ, ნაწერზეც მეტყობა, თან კარგ ხასიათზეც ვარ, რას გაიგებ ჩემსას :)

Thursday, 4 August 2011

უბრალოდ

უბრალოდ მომენატრა აქ წერა, უბრალოდ მომენატრა ზღვა, მომენატრა უბრალოდ სეირნობა, უბრალოდ მე, უბრალოდ შენ, უბრალოდ ჩვენ, უბრალოდ ბევრი რამე მენატრება ხოლმე; თუნდაც თბილისის ხედების ცქერა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. უბრალოდ სიჩუმეც გვიყვარს რომელიც ჩვენს შორისაა ხანდახან, შიგადაშიგ, საჭირო დროს და სიყვარულითაა გაჟღენთილი, მიყვარს ერთად ყოფნა, ბედნიერად, ღიმილიანად, ესეც ისე, უბრალოდ... მიყვარს შენს თვალებში      ჩახედვა და იმის ფიქრი რო უბრალოდ ძალიან მიყვარხარ, არა, უბრალოდ არა! უზომოდ... უბრალოდ მიხარია რომ ასე გამიმართლა და შენნაირი საყვარელი ადამინი მყავს გვერდით, რომელსაც შეგიძლია ყველანაირად ენდო,  იცოდე რო გაგიგებს, მოუყვე ყველაფერი რაც მოგინდება რომ მოყვე, თქვა, გამოხატო... უბრალოდ იყო ის