Saturday 17 December 2011

/\/\*/\/\

ახალი წელი მოვა მალე ♥ რაღაც წელს მიხარია მგონი, შარშან უფრო ვერ ვგრძნობდი და საერთოდ ბოლო წლებში ძალიან მშვიდად ვხვდებოდი იმ ფაქტს რომ ახალი წელი უნდა მოსულიყო, არადა ბავშვობაში მართლა მინიმუმ 1 თვით ადრე ვიწყებდი ფიქრს - როდის მოვა ახალი წელი-მეთქი... ამ წელს ალბათ თბილისში არ შევხვდები, სავარაუდოდ ვიქნები ბათუმში. კი ძალიან მიხარია, მთელი წელია ვამბობ ნეტა ზამთარში მანახა ბათუმი(ზღვა)-მეთქი  ეგ კი

Tuesday 6 December 2011

eu falu um poku ji portugeis ♥

პირველ რიგში დიდი მადლობა ლევანს, ჩამოვტვირთე პორტუგალიურის აუდიო გაკვეთილები და პირველი unit-ი გავიარე, ძალიან მიხარია! სულ რას ვამბობდი იცით? აუუ პორტუგალიურის სწავლა როგორ მინდა, მაგრამ ალბატ ვერასოდეს ვისწავლი-მეთქი. საერთოდ ძალიან მიყვარს ენების სწავლა, გეგმაში მაქვს რო ფრანგული მივამატო ჩემს არც თუ ისე გრძელ სიას, მაგრამ ჯერ ვეცდები ეს საქმე მივიყვანო ბოლომდე! ძალიან მინდა რო არ დამეზაროს, ძალიან მინდა რო ბოლომდე შემართებით ვიყო, მინდა, მინდა, მინდა!! რაც შეეხება შუალედურებს ჩავამთავრე, მერე ფინალურები დამეწყება და ესე რაა.. ერთფეროვნად ვარ უნივერსიტეტში.     კიდევ რა ხედება?

Tuesday 22 November 2011

I Me Mine . . .

ახლა მივხვდი რომ მართლა ძალიან იშვიათად ვწერ ამ ბოლო დროს ბლოგზე... ალბათ არის რაღაც პერიოდი როცა ადამიანს სათქმელი ძალიან ბევრი აქვს, არის პერიოდი როცა ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ვერ იცლის, არის პერიოდი როცა ყველაფერი იმდენად იდეალურადაა რომ სიტყვებს მარტო რაფაელო ცვლის... )) მე ალბათ მეორე პერიოდი მაქვს, თითქოს იმდენი მაქვს ხოლმე დასაწერი, იმდენი მინდა დამამახსოვრდეს! გზაში ვფიქრობ - აი, მივალ ეხა

Saturday 12 November 2011

/\

ჰმ, ღამის 3 საათია თითქმის, ამ დროს წესით შუა ძილში ვარ ხოლმე-ხოლმე )) უახლოესი 4 დგე მივაბი საგამოს გუ'ლ'აობა და ცოტ-ცოტა სმაც )) დღეს სახლში ვიყავი სამაგიეროდ მთელი დღე და მოთმინებით ვალაგებდი )) ხვალ მივდივარ პიარ რაღაც0რუღაცებზეე, პ.ს დღეს დეფისების ხასიათზე ვარ )) 11.11.11-ზე ვიტყვი შემდეგს: :))) მე და ჩემმა ბიჭმა, როგორც 1 წლის წინ დავთქვით, ავიღეთ ავტობუსის ბილეთი 11.11.11 11:11<< (აქ ერთიანები წერია :/) <3
მაგის გამო გავაცდინე შუალედური, უნიში რო მივედი გავიგე 20 ქულიანი ყოფილა და ლამის გულმა მხია )) მერე შევედი ლექციაზე და

Monday 31 October 2011

AFW ...

კიდევ ერთი fashion week, ამჯერად ანაკლიაში ვიყავით, კარგი იყო, ძალიან კარგი, ოღონდ ანაკლია იყო ძალიან კარგი, დამიჯერეთ ბევრად განსხვავდებოდა ჩვენი სამოსი ამ ფოტოზე რასაც ხედავთ იმისგან... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიზაინერები, უცხოელი დიზაინერები, პარიზის და ლონდონის fashion week-ში მონაწილეობდნენ. თუმცა პირველ კოლექციას არუშავდა, კარგიც კი შეიძლება ითქვას, 3 ჯერ მომიწია 1-ზე გამოცვლა. დიზაინერებმა ცოტა დაგვცოფეს და კიდე ერთმა ზედმეტად აქტიურმა ქალმა, არ ვთვლი საჭიროდ დავასახელო თუ ვინ იყო )) საბოლოოდ ყველაფერმა ჩაიარა კარგად. უკუღმა რატო დავიწყე მოყოლა?! 6 საათზე მეტი ვიყავი გზაში, ბოლოს ჩემი და სკამის გარჩევა შეუძლებელი იყო ერთმანეთისგან, მივესკამე )) სასტუმროს მაგივრად "გესთ ჰაუსში" დაგვაბინავეს ღამის 3 საათზე,

Thursday 20 October 2011

meagainmemeagainmemeagainmemeagainme

axla mivxvdi ro karga xania araferi damiweria, raRac aranormaluri, kiarad mobrecil-mibrecili ritmiT vცხოვრობ ამ ბოლო დროს, თითქოს გავს დღეები ერთმანეთს, თითქოს არც გავს. დილას უნივერსიტეტით ვიწყებ, მოდი იმასაც გეტყვით რო თეატრალურში გადავედი, კმაყოფილი ვარ, არც ისე დატვირთული და ცოტა არეული, დღის უმეტეს ნაწლს იქ ვატარებ, მერე ან სააგენტოში ვარ ან სტაჟირებაზე, ხო მართლა Fashion weekze-ც ვიყავი გამოსული,

Monday 3 October 2011

დილამშვიდობისა ♡

დღეს დლით ჯერ თვალი არ მქონდა გახლილი რო უკვე საბანაოდ შევედი, გუშინ არ იყო წყალი და კიდე რო დამწყდარიყო ვერ გადავიტანდი ამდვილად, შედეგად კი ის მივიღე რო ჯერ დილის 10 საათია მე კიდევ ენერგია მაქვს საოცარიი :> თან გუშინ უნის მერე თითქმის მთელი დღს სახლში ვიყავი (ეგეთები არ ხდება ხოლმე თითქმის) და იმდენი ენერგია დამიგროვდა რო რავიციი ^^  მარა სახლში ტინი მიაქვთ მაინც ცალკე ჩემი ძმა მილის ნერვებს, ცალკე ჩემები სვამენ წამში განუსაზღვრელი რაოდენობის კითხვას და ეგრე რა. აუ ტელეფონი მიჯდება, მეზარება დატნვა, კიდე უნდა ვჭამო ეხაა, რაღაცნაირად ვარ, გზაც მეარება უნიმდე, ბებიაჩემთან ვარ ეხა... ხოდა რიავიც, ერგრე რაა, მეზარებახოლმე დაწერაა, ვიღლები დღსით და მაგიტომ. ხოდა წავედი ახლა, ცხელ ყავას დავლევ ტოსტებთად ერთად <3 და სანამ დრო მაქვს ჩემს "სასოწარკვეთილ დიასახლისებს" ჩავრთაავ :>
კიწი

Monday 26 September 2011

Fact : we are what we believe ourselves to be

ზოგი ადამიანი რა ძლიერია მიკვირს, მაგალითად ჩემი დეაკო, შვილი ცუდად ყავს, იცის რომ შეიძლება ვერასდროს დაინახოს, თვითანოც ცუდად არის ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ მაინც სულ იღიმის, ერთს არ დაიწუწუნებს, არც კი გაგრძობინებს... თუ არ იცი ვერც მიხვდები რო რამე პრობლემა აქვს. როგორ მეცოდება, მეტირება ხოლმე რო ვუურებ, ყველაზე გასაკვირი რა არის იცი? მისი შვილი, ბავშვი რომელიც ჯერ წესიერად ვერ აღიქვამს სამყაროს, რამდენჯერაც არ მოვეფერე იცინის, სულ მიცინის, ისეთი საყვარელია და უმწეო.

Monday 12 September 2011

Bazaletii ♥

2 მანქანით წავედით, ერთით დავიკარგეთ, ავტობანიდან სხვა გადასახვევში გადავუხვიეთ, მერე წრე დავარტყით და მთვარე ანათებდა, როცა სახლს მივადექით. ცაზე იმდენი ვარსკვლავი ენთო, ისეთი სუფთა ჰაერი იყო... კიდევ სიამოვნებით დავრჩებიდი 10 დღით მაინც. ცოტათი ციოდა, მაგრამ როცა გარშემო საყვარელი ხალხი გყავს და თან არაყი გათბობს რაგენაღვლება )) თუმცა იმათ რა ენაღვლებოდათ,

Sunday 4 September 2011

autumn in Tbilisi )

YeaP
შემოდგომა დადგა, თეატრალურში გადავედი(yes!), ჩემი ბავშვები ვნახე დღეს ყველანი, გოგოები, მარიამმა ტატუ გაიკეთა, საღამოს მარიამმა და ლევანიმ გამომიარეს, ბრაუნის საჭმელად წავედით. ჩემი ბიჭი ვერ ვნახე :შ წელი ტკივა. მენატრება ძალიან, სწავლა როდის დამეწყება ერთი სული

Monday 29 August 2011

For me ♥

დღევანდელმა დღემ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე, გამოაცალა მთელი ენერგია რაც კი გამაჩნდა, ჩემს ანის უნდა დავხვდე აეროპორტში წესით, თუ გავქაჩე და არ დავიძინე, მენატრება ძალიან და ისე მიხარია რმ\ომ ჩამოდიისს!! ♥  ეს პოსტი კიდე ჩემს გასახალისებლადაა ♥ 
აი ასე... 
♥  Home  sweet HoMe  
(ძალიან სადა, ძალიან თბილი)


♥ მექნება ასეთი მანსარდი!!!

Monday 8 August 2011

I fell in love at the seaside...

ჩემი-ანი ვნახე, "ელვისში" ვისხედით, ხილის 'შეიკს' ვწრუპავდით, ვჭორაობდით, განვიხილავდით ზოგადსაკაცპბრიო თემებს ^^ ყოველთვის გვიყვარს ერთმანეთის ნახვა, სალაპარაკო თემა ყოველთვის გვაქვს, საიდანღაც)) საერთოდაც თბილი დღე იყო დღეს, საღამოს თიკო ვნახე და ჩვენც დავიწყეთ რაღაც-რაღაც საკითხებსა თუ კლიშეებზე მსჯელობა... სამწუხაროდ მე ბარგი მქონდა ჩასალაგებელი, თვითონ სახლში ეჩქარებოდა და ჩვენმა დიალოგმა 40 წუთზე მეტი ვერ გასტანა, კვამლისა და მზესუმზირის მიუხედავად. ხვალ ბათუმში მივდივარ, ნათუკასთან, ძალიან მიხარია მაგრამ გეგონება ნახევარი გული აქ მრჩება, არვიცი რატომ, იქნებ იმიტო რო ჩემი ბიჭია აქ, ან კიდევ რავიცი მე... ილიამ დაიწყო დღეს მკურნალობა. დილის 9ზე გადის მატარებელი, სადგურში დამხვდება, დედიც მაცილებს. დღეს რაღაც მინორულ განწყობაზე ვარ, ნაწერზეც მეტყობა, თან კარგ ხასიათზეც ვარ, რას გაიგებ ჩემსას :)

Thursday 4 August 2011

უბრალოდ

უბრალოდ მომენატრა აქ წერა, უბრალოდ მომენატრა ზღვა, მომენატრა უბრალოდ სეირნობა, უბრალოდ მე, უბრალოდ შენ, უბრალოდ ჩვენ, უბრალოდ ბევრი რამე მენატრება ხოლმე; თუნდაც თბილისის ხედების ცქერა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. უბრალოდ სიჩუმეც გვიყვარს რომელიც ჩვენს შორისაა ხანდახან, შიგადაშიგ, საჭირო დროს და სიყვარულითაა გაჟღენთილი, მიყვარს ერთად ყოფნა, ბედნიერად, ღიმილიანად, ესეც ისე, უბრალოდ... მიყვარს შენს თვალებში      ჩახედვა და იმის ფიქრი რო უბრალოდ ძალიან მიყვარხარ, არა, უბრალოდ არა! უზომოდ... უბრალოდ მიხარია რომ ასე გამიმართლა და შენნაირი საყვარელი ადამინი მყავს გვერდით, რომელსაც შეგიძლია ყველანაირად ენდო,  იცოდე რო გაგიგებს, მოუყვე ყველაფერი რაც მოგინდება რომ მოყვე, თქვა, გამოხატო... უბრალოდ იყო ის

Saturday 23 July 2011

happy birthday 2 me oOoOoOo - 19

მთელი 19 წელი :O )) კარგია, კარგი... მაგრამ რაღაც რო ვიზრდები ცოტათი მწყდება გულიი :შ ანის ვერანდაზე შევხვდით ჩემს დაბ.დღეს ტორტი მაჩუქეს ბავშვებმა, მგონი პირველი შემთხვევა იყო რო ანის ვერანდაზე არ დაგვილევიაა )) ჩემი ბიჭიც იყო, თავისთავად. ხოდა იისეთი კარგი იყო, იმდენი იმდენი ვიცინეთ რო რავიციი <3 ძაალიან ბევრი, სისულელეებზე როგორც ყოველთვის^^ ხოოდა ახლა ძალიან მეზარება დაძინება, მარა ხვალ ალბათ კარაოკეში წავალთ სადმე და დავაყრუებთ ხალხს))

Wednesday 20 July 2011

batumi - tbilisi ♡

ყველანი ერთად წავედით, გოგოები, პირველ დღეს ცუდი ამინდი დაგვხვდა... მატარებლიდან ერთად ჩამოსულ დაახლოებით 40 ადამიანს ეგრევე გვეცნენე, ---სახლი გინდათ? ტაქსი?!
2 სამარშუტო დაგვჭირდა სასტუმრომდე მისაღწევად, პირველი რაც სასტუმროში შესვლისას გავაკეთე; ზენიტი ავიღე, ეზოში გავედი და ფოტოები გადავიღე ზღვას, ჩასვლის წუთები რომ დამმახსოვრებოდა. პირდაპირ სანაპიროზე იდგა ჩვენი სასტუმრო. ზღვა საოცრად ბინძური იყო. სარფში ვყავდით ერთხელ წაყვანილები. ძალიან მაგრად ვერთობოდით, ვისვენებდით, ყოველ ღამე მივყავდით გასართობად, მაგრამ დილით ადრე ადგომა გვიწევდა სამწუხაროდ, შესაბამისად ისეთი უძილო დავბრუნდი... მაგრამ დაბრუნებაზე მერე, ჯერ ბათუმშჲ ვართ ისევ )) შიდა აუზი გვქონდა, როცა არ გეზარებოდა იქ ვცურავდით, roommate

Sunday 10 July 2011

roomalone )))

mogesalmebit batumidan =)) aq qartuli shrifti araa samwuxarod, magram leptopi davimartoxele da davwer rames barem )) exa shemovedi verandidan, 2 dgea cudi amindia ukve, magram mainc vertobit dzaan kargad, shida auzi gvaq da vcuravt iq, party-zec davyavart, me ise ar var didad "kLuburi cxovrebis" moyvaruli mara asworebs xandaxan. bavshvebic kargebi arian, ubralod ragas daschemdat ro yvelas pastaven dges da urchevniat chveni otaxis mkvidrni ar gagvpaston :))) tore shurisdzieba iqneba usastikesii :D amindebs velodebiii. 15shi chamovlen chemi bavshvebi <3 da dzalian mixaria martla. lanka gagijda, shen am dros rogor moxda ro ggvidzavso?! martla tavi migugunebs ukve :P batumshi chvens garda aravin ar iko dges mgoni, 2gan viyavit da marto chven :)) ar mogvewona, wamovedit saxlshi(sastumroshi). svamen bavshvebi da me ar mindoda ratomgac, ludi davlie 1 bakali da. wavedi exa movidnen
kiwi :*

Thursday 7 July 2011

Batumi ♥ coming sOoN ♥

იმის მაგივრად რო ჩემოდანს ვალაგებდე, აქ ვზივარ, რაღაცებს ვმაიმუნობ ნეტში და ვწერ )) ნუ რა ვქნა, ისე ვერ წავიდოდი ბათუმში აქ რო არ დამეპოსტა)) მიყვარს ჩემი დღიური და რა ვქნა?! ბარემ იმასაც ვიტყვი რო გადავიღალე ძალიან ყველაფრით ზოგადადა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, სამსახურს მოვრჩი. 15ში ფინალია ჩვენი კონკურსის. მამანდე კარგად დავიზაგრებიი. გუშინ "შენგენში" ვყავდით გოგოები წაყვანილი, კარაოკეში

Friday 1 July 2011

do you?.. ))

ვაგრძელებ თეგ თამაშს, მაციმ დამთაგა, ვისაც მოგეწონებათ დაწერეთ :) 
ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?– გააჩნია, ძირითადად პენუარით/პიჟამოთი, თუმცა ძალიან დაღლილს გამოუცვლელადაც ჩამძჲნებია)))
შავი თუ ლურჯი კალამი?– შავი
მოგწონს მოგზაურობა?– თავისთავად, ერთ ადგილას გაჩერება ისედაც მიჭირს დღის მანძჲლზე)))
მოგწონს ვინმე?– მომწონს, მიყვარს და ა.შ
იცის?– :"> უხერხულ კითხვებს ნუ მისვამ რა ))))) კიიიიი !!! <3
ვის ძინავს შენთან ერთად ყოველ ღამე?– მარტო მძჲნავს ;;)
ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ?– რატომაც არა?!
გინდა დაქორწილდე?– ამ ეტაპზე არა დაზოგადად კი))
ვისზე?– ჩემს საყვარელ ადამიანზე, ვისთანაც ახლა ვარ
კარგი სტუდენტი ხარ?– ნუ შეიძლება მასეც ითქვას ))

Monday 27 June 2011

ოხ ეს ლოდინი!!! ^^

ესეიგი, თითქმია 10 საათია უკვე, მე კიდევ ვზივარ და ვუცდი ფაღავას, როდის გაემზადება და დამირეკავს რო ავიდეთ კუს ტბაზე "სტუდენტური სახის" ფართიზე
)) მერე ისევ მისონიში გვაქვს "აჶთერფართი" ნუ რიიიააა, არ შემიძლია. დღეს გადამიღეს რაღაც გადაცემაში, კაკრას ეხა დამირეკა მარიამმა - მალე ჩავიცვამ ძაან პირობას გაძლევო)) , music box-ზე იქნება, ტანსაცმელებს რო იზომავ, წამყვანის მაგივრად მე ჩამაცვეს, გუდვილიდან წავედი... სააგენტოშიც ვიყავი დღეს ჩემთან, აუუუ ხვალ რატო უნდა ავდგე ადრეე?!! ძილი მართლა ძალიან მაკლდება უკვე. მეზინება! დღეს ილია რო ვნახე ვიფიქრე მერე, სახლში მივალ, დავიძინებ-მეთქი, მაარა რიავიცც )) ძილი რო დაგეზარება კაცს :პ ძალიან დავშტერდებოდი მერე და მაგიტომ აღარ გავრისკეეე)) დანარჩენი მშვიდობაა ვგონებ, ეხა ცოტა დრო გამომიჩნდა და შემოვირბინე დასაწერად, აუ დღეს დახურული ფართია და ვერავინ მიმყაავვსსს. რა ცუდია :შ
მოკლედ, წავედი ეხა, კიწიკა )) :*

Sunday 26 June 2011

mmmm ;))

ნუთუ მე პოსტს ვწერ?! ვიცი რო უნამუსო ვარ ჩემო დღიურო, საუკუნეა არ მომიწერია შენთვის, მაგრამ რა ვქნა რო ვიღლები, სახლში მოსულს არაფრის თავი რო არ მაქვს და უაზროდ რო ვზივარ კომპთან, ისიც ზრილობისა თუ ჩვევის ამბავში... ძალიან ვიღლები, აქეთ სამსახური, იქით "სტუდენტური სახე" თავისი ივენთებით. და მაინც, რატომაა ხალხი ესეთი შურიანი რო ჩვენი, გოგოების ფოტოებზე რაღაც უაზრო კომენტარებს წერენ?!

Saturday 18 June 2011

Live every day as if it were your first ^^

ნეტა მართლა ეგრე შეგვეძლოს ცხოვრება, ალბათ სულ კარგ ხასიათზე, სულ დინამიკაში, სულ ბედნიერები ვიქნებოდით :) ხანდახან ახლაც ვცდილობ ასე იყოს და ხანდახან გამომდის კიდეც, ადრე უფრო "ლაღი" ვიყავი ))) ჰაჰ, რაღაც ვიდეოს შემდეგ მეცინება ამ სიტყვაზე, თან ახლა უკვე ისე ისე ისე მეძინება, რამდენი ხანია წესიერად არ მძინებია? გადაბმულად და ადამიანურად?! ააა, სექტემბრის მერე ხო არა შემთხვევით?! ჰო, ჰო. თუმცა ამ ეტაპზე აღარ ვწუწუნებ, დავდივარ "გუდვილში" და

Saturday 11 June 2011

Challenge accepted . . .

დღეს მშვენიერი დღე მქონდა ჯამში, ჯერ რაღაც "გასაუბრებაზე" ვიყავი, სააგენტოდან, მერე ნინისთან და საბასთან ავედით ბავშვები, გავერთეთ, ჩილიმიც მოვწიეთ, ცოტა ფოტოც დადავიღეთ და 11ზე სახლებში წამოვედით, უი კიდევ მე და ნათია ვეჯიბრებოდით წეროს და ილიას სიმღერაში :)) 1-1 დასრულდა, ანუ ფრე, გაგრძელება იქნებაო და ველი რავიცი:)) აუ ხვალ აი მართლა საგიჟეთი მაქვს,

Monday 6 June 2011

ch ch changes . . . : )

დილიდან იმ აზრით გავიღვიძე, რომ Goodwillში უნდა წავსულიყავი პრაქტიკებზე, ჩავიცვი-გავიხადე-ისევ ჩავიცვი-ისევ გამოვიცვალე, პირველად მივდიოდი ე.წ ოფიციალურ 'სამსახურში' და არ ვიცოდი რა ჩამეცვა, თორე არ მჩვევია საერთოდ... თეად გმირთა მოედანთან შევხვდი და მანქანით წავედით goodwill-ში. რომ შევედით იმდენიი განყოფილება იყო რო ცოტა დამაბნია, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (თუმცა მხოლოდ კაბინეტით შემოიფარგლება) მე-3 სართულზეა, თანამშრომლები გავიცანი, რომელთა გვერდითაც 1 თვის გატარება მომიწევს, თუმცა

Thursday 2 June 2011

●̮

ჰმ, რამდენი ხანია რაც ამ დრომდე კომპიუტერთან არ ვმჯდარვარ?! მინიმუმ 1 წელი მაინც გავიდოდა, სწავლა, დაღლილობა და ასე შემდეგ...  ისე არც მიყვარს დიდხანს როცა ვატარებ ასე დროს:) უბრალოდ დღეს რაღაც შემოვრჩი და თან მშვენიერ ხასიათზე ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი ნამდვილად... თუმცა მოსაწყენად არ მაქვს საქმე, ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც მთავარია ეკონომიკა არ "ჩამრჩა", დავამთავრე

Monday 30 May 2011

* * *

რამდენი ხანია არ დამიწერია, გგონია არ მინდოდა დაწერა?! კი მინდოდა, მარა აი რაღაც თან რო გეზარება ხო იცი და თან რო ძალიან გადაღლილი ხარ ეგეთ პონტში ვიყავი რა:) კიარად აეხაც რაღაცნაირად ვარ, 3ი საათი დაიწყო უკვე ღამის, ვიცი... უბრალოდ დღეს ჩემი-ანის დაბადების დღე დგებოდა ღამე <3 20ის გახდა... მე მომაფიქრდი რომ სულპრიზი შეიძლბებიდა გაგვეკეთებინა და მე და ჩემმა დაქალმა შევკარით კოალიცია )))

Saturday 21 May 2011

ესეიგი, დღეს რაღაც არეულობები ხდებოდა ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, მე რუსთაველზეც მომიწია გავლა, სააგენტოში ვიყავი, თავისუფლებაზეც, მაგრამ დიდად ვერაფერი ვიგრძენი, ანუ მხოლოდ ერთხელ ვნახე ხალხის ნაკადი... ძალიან გული მწყდება კიდევ რომ მართავენ მიტინგებს, ანუ ჩვენს ქვეყანაში კიდევ როა საჭირო ასეთი დემონსტრაციების მოწყობა, საერთოდ შორწს ვარ პოლიტიკისგან, ძირითადად...  უბრალოდ ტელევიზორი რო ჩავრთე უფრო კარგად მივხვდი რა ხდებოდა... არადა გამოცები მეწყება, რა დროს მიტინგებია :)) დღეს რაღაც გაურკვეველ კასტინგზე ვიყავი, კიარადა

Thursday 19 May 2011

:შ

მეზარება ეხა დაწერა, წეღან მინდოდა და მერე გადამინდა, იმიტო რო ხვალ "კბილის ოპერაციას" მიკეთებენ, სიბრძნის კბილი უნდა ამომიღონ, ოღონდ უნდა გამიჭრან, არ მეშინია საერთოდ სტომატოლოგების, მაგრამ გასაჭრელად არასოდეს მქონია საქმე :შ კიდევ ჩემი ბიჭი მომენატრა:< ვნახე დღეს, მაგრამ ეხა განსაკუთრებით, თან მემგონი ახლა მთლად

Sunday 15 May 2011

good morning ...

 დილამშვიდობისა! ვიცი დიდი ხანია არ დამიწერია, მაგრამ სულ მინდახოლმე რომ დავწერო რაღაც, უბრალოდ ამ უნივერსიტეტის გადამკიდე... 2 კვირაში სწავლას ვამთავრებ, ალბათ მერე გადავალ!! დავიღალე უკვე აქ, მაგრამ მაინც  გაორებულივით ვარ, თან მინდა გადასვლა,    იმიტო რო დავიღალე , იმიტო რო უნივერსიტეტი სამსახურივით მაქვს და სექტემბრის მერე ჯამში ალბათ 7-8 დღე დაგვასვენეს, იმიტო რო ახალ ახალ უაზრო წესებს იგონებენ, იმიტო რო სწავლას აგვისტოს ბოლოს ვიწყებთ, მაგ დროს კი ყოველთვის ზღვაზე ვარ და ვისვენებ, ძალიან მიყვარს ზღვა, ჩემი სტიქიაა.. :) უზომოდ მიყვარს. თითქმის ყველა მეუბნება

Monday 9 May 2011

mmm ...

 დღეს ისეთი მაგარი დღე იყოო!! ძალიან ძალიან ძალიან თბილი, მე და ჩემი ბიჭი პიკნიკზე ვიყავიით :> გარშემო ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო და მშვიდი, ჩიტების ჭიკჭიკი, აყვავებული ყვავილები, სუფთა ჰაერი, თან სიწყნარე, ჩემთვის არც თუ ისე საყვარელი 'კოლა', თქვენ წარმოიდგინეთ

Tuesday 3 May 2011

8 რამ, რაც ტკივილს (მო)მაყენებს

ვაგრძელებ თეგ თამაშს <3 ძლივს! უბრალოდ სახლში ისეთი დაღლილი მოვივარ ამ ბოლო დროს მაქსიმუმ კითხვის და კომენტარის წერის თავი მაქვს, მაგრამ არაუშვავს, 'ინაგდა ბივაეტ' )) ზოგადად ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა და ძველებურად, დღეს კინოში ვიყავით ბავშვები "რიოზე" უუსაყვარლესი მულტფილმია, ყველას გირჩევთ ნახვას. კიდევ მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ (მე მოვიფიქრე):"> რომ ერთი დიიიდი დღიური ვიყიდოთ და იქ ჩავაკრათ რაღაცები და პატარა ჩანაწერებსაც გავუკეთებთ აბლბათ, შეიძლება სხვისთვის სასაცილოც იყოს მარა ყველაფერი მოხვდება შიგნით: კინოს ბილეთები, ფოტოები, ჩემთვის მოწყვეტილი პატარა ყვავილები და საბილიარდოს ჩეკიც კი! დიახაც ;)) 
ახლა კი დავიწყოთ, 8 რამ რაც ტკივილს (მო)მაყენებს...

Friday 29 April 2011

Exams almost over...

აუ გარეთ ისეთი ამინდია, გასვლა კი არა გახედვაც არ მოგინდება, გუშინ უკვე ნათელი ცა იყო და ვიფიქრე, აი დადგა კარგი ამინდები-მეთქი, მაგრამ რად გინდა, დღეს წვიმს.. ბოლო 10 დღის მანძილზე დღეს გამოვიძინე შედარებით, ძალიან რო მეძინება ვერ ვიტან, ყველაფერი მერევა, ხასიათი ან მიფუჭდება, ან პირიქით ყველაფერზე მეცინება, სიტყვები მეშლებახოლმე ერთმანეთში, გამოთქმისას, მაგალითად

Sunday 24 April 2011

Luca Polare ♥

გუშინ რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ბიჭი დილით ვნახე და ფაქტობრივად გამოდის, რომ Luca Polare-ში მოგვიწია 'საუზმობა', რატომღაც კი არა, თაკო გამოდიოდა ჩემთან, უნდა გვემეცედინა ეკონომიკა, მარა ისეთი ცეტია რო 1 საათში გაიქცა უკან(კეთილი გულით რათქმაუნდა). პოლარეში რაღაც ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, სახლივით ვარ, ამჯერად ნაყინები არ გვიჭამია, რასაც ფოტოზე ხედავთ ამითი შემოვიფარგლეთ, რაღაც ახალი ჩაი დავლიეთ, ჩაიც ძალიან გემრიელი ქონიათ, დაფა აქვთ ძალიან საყვარელი ;)) რამდენიც გინდა წერე და ხატე, მითუმეტეს თუ არავინ არაა უფრო კარგად გაერთობი )) არა, ხალხთან ერთადაც :> ესეც ჩვენი შედევ'ღ'ი)) უფროსწორედ ამჯერად ჩემი )) როცა ჩაიც დავლიეთ ილიამ ჭიქებისგან გააკეთა "რაღაც" და მეკითხება, პასტა არ გაქვსო?! მე რატომღაც მხოლოდ თვალის ფანქარი მედო ჩანთაში, არადა დამიჯერე ბევრად ადვილია იპოვო ჩემს ჩანთაში პასტა, ვიდრე თვალის ფანქარი )) ამჯერად რა მოხდა არ ვიცი :პ

Friday 22 April 2011

... and it's okay?!


                                            and it's okay?!


                i don't think so...
ხო ეგრეა, თან რაღაცების დაწერა მინდა, თან არა...
უბრალოდ ძალიან მღლის ეს "სისულელეებზე" ნერვების მოშლა, თუმცა სულაც არაა სისულელეები და რა ვქნა?!
არ მიყვარს როცა ახალი რაღაც ძველს ემსგავსება, იმედია რომ არ დამჭირდება ფაქტების უფრო დაკონკრეტება, ისიც ჩემთვის, იმიტო რო წერა ყოველთვის მშველია და "გამოვყავარ" :)   არ მიყვარს როცა ადამიანი საერთო პრობლემას მარტო საკუთარი ჭრილიდან უყურებს. მე თუ ვარ ასეთი რო რაც

Thursday 21 April 2011

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

რაღაც ძლიან გავზარმაცდი ამ ბოლო დროოს ))) მინდა ხოლმე აქ წერა მარა სულ დინამიკაში ვარ ეს კვირა, ხან ლენესთან ვიყავი, ხან უძინარი, ხან ვმეცადინეობდი, ხან ჩემი ბიჭის დაბ-დღე იყო, ხან კინოში ვიყავით, ხან ნაყინის საჭმელად, ხანაც უბრალოდ სასეირნოდ, ხან ფოტოების გადასაღებად, ხან "მაკდონალდში", ხან "შოფინგზე"... მოკლედ რაა, ხანაც უნივერსიტეტში, ეგ რამ გამომატოვებინა ))
აქეთ სახლში

Saturday 16 April 2011

Boring...

აუ ეხა უნდა ვიწუწუნო:)) იმიტო რო საოცრად მეზარება ისტორიის სწავლა. მაგრამ 2შაბათს რომ გამოცდა მაქვს? თან საკითხებს კი არ გვაძლევენ, საზიზღრები. მაგრამ უნდა ვიმეცადინო კარგად, ჩემთვის უკვე მე2 სემესტრის მე2 შუალედურია, სხვა უნივერსიტეტებში პირველს წერენ ჯერ. თან ყველაზე ძალიან არ მიყვარს ისტორია, ბავშვობიდან საშინლი მასწავლებელი მყავდა და რაღაცაზე რომ ჩაგყვება ერთხელ "არა"!

Friday 15 April 2011

...

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, ჰო?! მემგონი კი, არადა სულ შემოვდივარხოლმე, მარამ მეზარება წერა :) :პ დღეს მშვენიერი ამინდია:> მიხარია - Lucyს და Lankaს ვუღებ ფოტოებს...Lucy ჩამოვიდა, ძმისშვილი გაჩნდა, პატარა, საყვარელი და კვირას ისევ მიდის, მანამდე გვინდა მოვასწროთ დ... ვაიჰ ეხა ლანკამ მომწერა რო გამოვედი უვეო, 2 წუთში მეც გავიქცევიიი...

Monday 11 April 2011

8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცი ...

მაციმ მოიფიქრა რაღაც თეგ თამაში, მეც დავწერრრ, მერე კიდევ სპაწ (●̮̮̃•̃)(●̮̮̃•̃)
                                                           /\♥/█\

ცოტა ძნელი დასაწერია, არ მეფიქრება, მაგრამ ვიზამ რამეს რაა))
1. ქეთა მქვია :-) და კიწის მაგივრად კივის კითხულობენ ბლოგებზე))
2. ვსწავლობ პიარზე.
3. ძალიან მიყვარს კარაოკეები მღერა ონლაინში :)
4. 4 წელი ვსწავლობდი იაპონურს :) 
5. ბლოგზე როცა ვრეგისტრირდებოდი არც ვიცოდი აქ ქართველებიც თუ იყვნენ.
6. 12 წლის მერე ე.წ მოდელი ვარ :)
7. 2 წელი ვგალობდი.
8. ბავშვობაში ძალით მატარებდნენ ფორტეპიანოზე და იმდენი ვქენი რო გამომიყვანეს მაინც :)) 
წავედი ეხა ძილში, კიწი )*


Hey, Soul Sister \m/

ჰმ, ზუსტად 10 წუთი პოსტის დასაწერად... :) მერე კი უნდა ჩავიცვა და გავიქცე, ჰო, 2 დღე არ ვჩანდი, მართალია.
კახეთში ვიყავით მე და ჩემი ბიჭიჩვენს მეგობრებთან ერთად, ჯერ დედოფლისწყაროში ჩავედით, სადაც ჯიპებით დაგვხვდნენ, თორე იქამდე ვერ მიხვალ ჩვეულებრივი მანქანით და მერე წავედით ვაშლოვანის ნაკრძალში, აზერბაიჯანის საზღვართანაა, აი ულამაზესი იყო. თავიდან ვაპირებდით იქვე დავრჩენილიყავით კოტეჯებში, მაგრამ მერე გველებიაო და წავედით ისევ ჩვენს მეგობართნ დედოფლისწყაროში, სახლში. ნაკლრძალშიც ძალიან მაგარი იყო, მდინარე ალაზნის წინ გავშალეთ სუფრა, მწვადები და ა.შ. ჰო, დავარღვიე დიეტა, აბა როგორ გინდა კახეთში იყო და მწვადი არ ჭამო?! მართლა ვერ უნდა იყო მწყობრში :)))) ვაშლოვანი საკმაოდ შორია და უკანა გზაზე ისე წავითიშეთ ბავშვები ხმის ამოღების თავი აღარ გვქონდა :)) მერე

Thursday 7 April 2011

მე-ემოციება

არ შეიძლება ხანდახან მეც ვიყო ცუდად ჩემს თავთან მაინც?!
ვერ ვარ კარგად შინაგანად...
მტკივა...
მაგრამ ვიცი რო არაფერია ისეთი ალბათ ვინმესთვის
მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვერ ვიტან დეპრესიული რაღაცების წერას და ასეთ საუბრებს, მაგრმ ხანდახან მეც ხო შეიძლება ვიგრძნო რო ეგეთი რკინის არ ვარ?! ალბათ უფრო "ძლიერად" აღმიქვამენ, მაგრამ ბევრი რაღაცაა რაც ძალიან მტკენს გულს შინაგანად...

Wednesday 6 April 2011



ოო რაა! მეძინება და კიდევ მცხელა და კიდე  ილია მაშლევინებს წერას და არ მეუბნება რო შემეშალა რაღაც და კიდევ გოგოები თამაშობენ კარტს თითებში ჩარტყმაზე და კიდევ ელენესთან უნდა გავიდე დღეს, ვრჩები იქ, უნდა დავლიოთო და მეზარება ძალიან. მარიამი იგინება კაკ ვსეგდა :))) თავის სტიქიაშია. ხოოდა გუშინ ვიყავით კინოში "ჭამა და სექსზე" მე კარგად ვიცინე და ბიჭებს კიდევ არ მოეწონათ დიდად, მაგრამ ამათაც იცინეს ცოტა ვითომ რო კითხო რაა!:))ოო დამცხა კიდევ, საქმე არ მაქ ეხა თან ელენეს ველოდებით რო დაგვირეკოს და ავიდეთ. თან

Monday 4 April 2011

on the special mood...

ახლა ნახევრად მძინავს... იცი როგორ ვიყავი?! დავწერო, არ დავწერო, დავწერო?! კაი დავწერ, მაინც მიყვარს ჩემი ბლოგი-მეთქი... იცი რატომ მიყვარს?! იმიტომ! რომ ჩემი მახსოვრობის ნაწილია, ვგიჟდები ძველი ჩანაწერების წაკითხვაზე, ძალიან მიყვარს... საკუთარ სისულელეებზე რომ იცინი უამრავს...:) მიყვარს ეგ გრძნობაც.
ჩემ ბიჭს 2 წუთის წინ ჩაეძინა, რა ვქნათ, ხვალ ადრე ვდგებით ორივე... :) მეც ხო ვდგები ადრე?! ჰა, მძიარა შენ!

Sunday 3 April 2011

it's Sunday...

სასწავლად გადავწყვიტე დაჯდომა, მაგრამ როგორც ყოველთვის არც დღეს დავარღვევ ტრადიციას და რადგანაც კვირაა დღიურში ჩავწერ :) თუ დავპოსტვ, როგორც გამოდის. გუშინაც საშინელი ამინდი იყო და დღესაც, ლანკას ვერ გადავუღე, მაგრამ სანამ ფირს გასამჟღავნებლად მივიტანდი რამდენიმე კადრის გადაღება კი მოვახერხე. მაგალითად
ამ კადრის(ჩიტებიანი შუქნიშნის))), კიდევ არის რამდენიმე... გუშინ წინ მე და ილიამ გადავიღეთ რაღაცები, მარა ზენიტს ფოკუსი უჭედავს და რო გგონია რო ძალიან კარგი კადრია ურევს მერე :< არაუშავს, საერთო ჯამში მაინც კკარგები გამოვიდა <3 ახლა საოცრად მეზარება სწავლა, მაგრამ ვიცი რომ ჩემი გასაკეთებელია მაინც, ბევრი იდეა მიტრიალებს თავში... ანუ

Friday 1 April 2011

you can follow her...

გამარჯობათ!:)) ჰიჰ რაღაც ასე არასოდეს მომფიქრებია პოსტვის დაწყება, ხოდა დღეს აპრილის პირველი დღეა ხო იცით და ბევრისთვის ტყუილებს უკავშირდება, მაგრამ მე მენანება ეგეთ სისულელეებზე ენერგიის ხარჯვა :) მინდა ჩემი ძალიან ახლო ადამიანის ბლოგი გაგიზიაროთ. lucy შეგიძლია შეუერთდეთ, ძალიან საყვარელია, ახლა არაა საქართველოში, ბრაიტონშია, სწავლობს და აგიჟებს ინგლისელებს, მაგრამ რა ქნას რომ უჩვენოდ არ შეუძლია?! თან რაღაც-რაღაცებზე ეშლბეა ნერვები და მე თუ მკითხავთ სამართლიანად. უზომოდ თბილი ადამიანია და მინდა ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს, გუშინ ველაპარაკებოდი დიდხანს, ხანდახან უფრო ვხვდები

Thursday 31 March 2011

Sun is up * yoOoO ^_^

რაღაც გაზაფხული დადა არა?! დღეს წვიმაა გამოცხადებული და ძალიან არ მინდა, მაგრამ რას ვიზამთ... ლექციები მაქვს, მაგრამ მოგვიანებით, ჯერ ისევ პიჯამოში ვარ, ვე მოვიშორე ეს დებილი ჩვევა, რომ ადგომისთანავე არ მიყვარს ჩაცმა, თან ყავას მივირთმევ, გარეთაც მზეა... :)
მოკლედ მე თუ მკითჴავ გაზაფხულზე ყველაზე ადვილია ბედნიერი იყო, მზეს შეხედო და გაიღიმო ბევრი, ყველაფერი დაივიწყო, ცოტახნით მაინც,

Tuesday 29 March 2011

What's Up?! ;))

დღეს საწოლიდან როგორ ავდექი მართლა არ მახსოვს მგონი, გუშინ გვიანობამდე ვმეადინეობდი და გავითიშე აშკარად, მაგრამ მერე არა "ნებითა ჩემითა" წამომაყენეს საწოლიდან, ცოტა დამაგვიანდა ლექციაზე მაგრამ ანოს ვთხოვე ლექტორი გაეფრთხილებინა, დამაწერინეს ეს შენი "ქუიზი", ყოველ დღე შეიძლება კაცო?! :) ჰოდა მერე ჩემს ბიჭს ვაღვიძებდი მთელი მონდომებით, უნივერსიტეტში რო არ დაგვიანებოდა და თურმე ეღვიძა :-) 2-ზე მქონდა კასტინგი, მანამდე ილია უნდა მენახა, ვნახე და გავუყევით რუსთაველისკენ ფეხით(იქ მქონდა კასტინგი), მ კიდევ რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი, თან ძალიან კარგზე, თან

Sunday 27 March 2011

დღეს კვირაა :შ

დღეს კვირაა...  ბევრისთვის დასვენების დღეა, მაგრამ ჩემთვის სწავლის :)
იმიტომ რომ შაბათს დავისვენეე ;))
გუშინ ლანკასთან ვიყავით გოგოები ფილმის სანახავად, მერე გავისეირნეთ და ფოტოებიც გადავიღეთ... :>
ასე რომ საწუწუნო არაფერი მაქვს, უბრალოდ ბეეეევრია ეს ეკონომიკა და რა ვქნაა?! ჩემს ფაკულტეტთან რა შუაშია არ ვიცი მე ;)) მაგრამ "იქ" იციან ალბათ :)))

Thursday 24 March 2011

i'm full of emotions...

რაღაცების თქმა მინდოდა, მაგრამ ამ ბარი ვაითის სმენაში სულ გამომიფრიდა თავიდან... ხანდახან ვგრძნობ ხოლმე რო რაღაც ემოციებით ვარ სავსე, ვხვდები რომ ჭარბადაა უბრალოდ თორე იმასაც ვერ ვარკვევ დადებითი იწვევს ამას თუ უარყოფითი, უბრალოდ გადაღლას ვაბრალებ და ვატარებსავით ჩემს თავში, მაგრამ რავიცი, მოკლედ ხო ვთქვი რაც მინდოდა დამეწერა გამიფრინდამეთქი :) არ მინდა რაღაც დღევანდელი ამბების მოყოლა, თუმცა გუშინდელ დღეზეც შეიძლება ითქვას 1-2 სიტყვა,

Tuesday 22 March 2011

ჰოოდა გოგო მივდიოდითო... თუ როგორ იყო ეგ?! ჰო, ეგრე იყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ხვალ დილით ვარ ასადგომი, ისტორია მაქვს თანაც და როგორ "მიხარიაა" )) თან ჩემ ბიჭს ველაპარაკები "იაჰუში"   მიყვარს მანდ საუბარი, უფრო თბილია, ვერ ვიტან "სკაიპის" დებილ სმაილებს და რა ვქნა :) ოხ მოკლედ!! როგორ ვერ ვიტან ნელა რო მწერს ხოლმე რა! ნერვები მეშლება, მაგრამ კაი ეხა დავიკიდებ. ამ "კრიტიკულმა დღეებმა" ხო დამტანჯა და ბოლო მომიღო =))

Saturday 19 March 2011

რაღაც...

სათაურებს ვეღარ ვარქმევ "პოსტებს" და ვეღარც ვწერ მემგონი, როცაა წერა მინდება არ ვზივარ კომპიუტერთნ, როცა კომპიუტრთან ვზივარ კიდევ ან არ მეწერინება და ან არ ვიცი რაზე დავწერო, ან ვიცი და სხვა რაღაცებზე გადამდის ყურადღება :) ხოდა მოკლედ დღეს ანის გადავუღე ფოტოები ზენიტით, ჩავედით პლეხანოვზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენს "კოდაკში" სკანერი ქონდათ გაფუჭებული, გაგვაგზავნეს რუსთაველზე, თან უუუზომოდ დაღლილები