Thursday, 7 April 2011

მე-ემოციება

არ შეიძლება ხანდახან მეც ვიყო ცუდად ჩემს თავთან მაინც?!
ვერ ვარ კარგად შინაგანად...
მტკივა...
მაგრამ ვიცი რო არაფერია ისეთი ალბათ ვინმესთვის
მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვერ ვიტან დეპრესიული რაღაცების წერას და ასეთ საუბრებს, მაგრმ ხანდახან მეც ხო შეიძლება ვიგრძნო რო ეგეთი რკინის არ ვარ?! ალბათ უფრო "ძლიერად" აღმიქვამენ, მაგრამ ბევრი რაღაცაა რაც ძალიან მტკენს გულს შინაგანად...

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, უბრალოდ ახლა ცოტა მაინც რომ არ გამომეჩვა ეს ემოციები... არ ვიცი. იმასაც შეგუებული ვარ რომ ბევრი რამე ისე ვერ მოხდება როგორც  მინდა, ცოტა სიცხემაც ამიწია მგონი. მაგრამ ისე ვარ ახლა ვარაუდით ვწერ და ვერაფერს ვგრძნობ, უბრალოდ ერთადერთი იმას ვგრძნობ რო ყელში ძალიან დიდი ბურთი მეჩხირება, მაგრამ ჩემი თავი არ აცდის ცრემლებს წამოსვლას და ეგ კიდევ უფრო ცუდად მხდის. აუ როგორ ვერ ვიტან ასეთ უარყოფით სიტყვებს, ჩემს თავზე მეშლება ამ დროს ნერვები.
მაგრამ ხანდახან მეც მინდა ვთქვა, გაიგეთ რა!
და თუ ვერც გაიგებენ, რა ვქნა... 

12 comments:

  1. კიწუნია ცუდ ხასიათზეა..
    მართალია, ძალიან არ მომწონს ეს, მაგრამ ყოველთვის "გაკრეჭილები" ვერ ვიქნებით.. კარგად მესმის შენი, ძალიან კარგად.. ძალიან კარაგადაც მოიქეცი, რომ სადმე დაწერე, ნუ აქ.. აი, მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე, ოღონდ არა ბლოგზე, არამედ ბლოგკნოტში.. რადგან, მაგ დროს ყველაზე გულწრფელი ვხდები ხოლმე.. <3

    ReplyDelete
  2. ბლოკნოტებში აღარ ვწერ, თუმცა უკეთესი იქნებოდა იქ ვწერდე ალბათ.
    ჰო, სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები ადამიანი, გამორიცხულია,
    ან იქნებ არცაა გამორიცხული, რიავიც :)):*

    ReplyDelete
  3. მე არ მგონია.. აი, მეკითხებიან ხოლმე, ცუდ ხაიათზე რატომ არასდროს არ ხარო. არადა ყველაზე ხშირად ცხვირ-პირი ჩამომტირის.. უბრალოდ, სხვის დასანახვადად ვიცინით ხშირად.. : ((

    ReplyDelete
  4. შენ არ იცი როგორ მესმის შენი...

    ReplyDelete
  5. :) თავისუფლად გამოხატე შენი ემოციები, ყველა გაგიგებს. ასე ბევრად უკეთ იგრძნობ თავს. არ ჩანხარ ისეთი ადამიანი საკუთარ ნაჭუჭში რომ იკეტებოდეს, ასე რომ Feel Free.. :)) სისუსტეები ყველას აქვს.

    წარმატებები :)

    ReplyDelete
  6. მააც მეც ეგრე მეუბნებიან ხოლმე :) მართლა, აბა ყველას დასანახად ხო არ დაიწყებ წუწუნს, არ მიყვარს :)*

    wantfun სამწუხაროა ..:)

    ჭიამაია მეც მაგას ვფიქრობ რომ გამოხატვა უკეთესია, მაგრამ ეგ არ შემიძლია ყოველთვის,
    უფროსწორად მშვენივრადაც შემიძლია, მაგრამ არ მიყვარს :):* შენც წარმატებებს გისურვებ :>

    ReplyDelete
  7. ხანდახან მეც ეგეთი აზრები მებადება და ცუდად ვხდები. :(( კიწუნია რა კარგი ხარ სუუ ვკითხულობ შენნ ბლოგს მადლობა რო არსებობ.. კარგი ხარ!!

    ReplyDelete
  8. თაკუშას ასითავით ვეთანხმები.. აიაი, ისე მიყვარს აქაურობა.. ახალი პოსტი ძალიან მახარებს ხოლმე.. ))

    ReplyDelete
  9. takusha და მააც :*:*
    როგორი სასიამოვნო მოსასმენია, იმდენი დადებითი ემოცია მოდის თქვენგან, ვერც კი წარმოიდგენთ !!:****
    takusha კარგია რომ მითხარი, არასოდეს არაფერი დაგიწერია, ამიტომ არც კი ვიცოდი თუ კითხულობდი ჩემს ბლოგს, მადლობ :***

    ReplyDelete
  10. გადავლადია ხოლმე ასეთი ემოციები,
    თან დარწმუნებული ვარ, რომ ახლა, როცა ჩემს კომენტარს კითხულობ, უკვე გეღიმება ამ პოსტზე:)):**

    პ.ს. რაღაცნაირად ვერ მოვხვდით ჯერ იქ ნაყინის საჭმელად მე და ჩემი ბიჭი, მაგრამ აუცილებლად იქნება <3

    ReplyDelete
  11. ჰოო, ვიცი რომ გადავლადია :> ახლა მეღიმება უკვ, მართალი ხარ:*
    მაა როცა გრძნობ , უნდა გამოუშვა უცილებაად,
    დღეს ექსკურსიაზე მივდივართ ჩემი ბიჭი და ჩვენი მეგობრებიი:>
    რა კაია, კარგი ამინდი იყოს ნეტაა :)):**

    ReplyDelete
  12. კიწი, კიიწი, კიიწი..
    შენგან მოდის დიდზე უფრო დიდი პროტონებით გაჟღენთილი ემოცია.. <3

    ReplyDelete