Wednesday 28 April 2010

helpless :)

რაღაც მინდა დავწერო, მაგრამ ვერ ვწერ
თითქოს გამეყონაო ტვინი და ვეღარ ვვაზროვნებ...
ადრე ვარ ხვალ ასადგომი მაგრამ არ მეძინება,
ვფიქრობ რამე ისეთს მოვუსმინო რომ გამახალისოს?!
თუ პირიქით, რომელიც ჩემს მინორულ გამწყობას გაამყარებს...
ალბათ მეორეს ავირჩევ, თუმცა არ ვიცი რატომ :)

ნუ დღეს თითქმის ჩვეულებრივი დღე იყო,

Monday 26 April 2010

all together now ... say that

ასვენება მინდააა!!! :))


ძლიავს მოვიცალე აქ დასაწერად, შემოვდიოდი და ვკითხულობდი შიგადაშიგ რა ხდებოდა მაგრამ დაწერის თავი აღარ მქონდა.

და რა ხდება? არც არფერი.
ბანკეტისთვის ვემზადები,
კაბას ვარჩევ, ლამაზი მინდა და სადა ;;)

კიდევ ვსწავლობ(თავისთავადია)
სისხლი ამიღეს ვენიდან დღეს, ალერგიის გამო :|
ძალიან მეშინოდა :| არფერი ყოფილა საშიში.


Tuesday 20 April 2010

Headache... (საოცრად გაბრაზებული პოსტი)





მ წამს ყველაფერზე ნერვები მეშლება, მეტი არაფრის დაწერა არ მინდა!!!

საოცრად მიშლიან სახლში ნერვებს, ყველაფრით უკმაყოფილო შეიძლება იყოს ადამიანი?? გამაგებინეთ რაა, ხოდა გადავწყვიტე აქ დამეწერა? რატომ? იმიტომ რომ ბლოგმა ლაპარაკი არ იცის და კიდევ , მოშლილ ნერვებს უარესად ვეღარ მომიშლის (იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში) და რაღაც ძალიან დეგენერატული დღეა... :|


Thursday 15 April 2010

mmm day of Love?! :>

პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ ალბათ :) ხოდა მეც გილოცავთ სიყვარულის დღეს, სიყვარულის დღე ეძახე შენ და ყველა მასწავლებელს დღეს მოუნდა გაკვეთილის დანიშვნა, თანაც დღის მეორე ნახევარში, სტომატოლოგთან ვიზიტის და 2ი 3 საათიანი გაკვეთილის მერე ეჭვი მაქვს კიდევ მქონდეს სადმე წასვლის თავი, ასე რომ... არ ვიცი რა იქნება. 4,5 წელი მარტო არ შევხვედრილვარ არც ვალენტინობას, არც სიყვარულის დღეს, მაგრამ წელს ვალენტინობას ვიყავი მარტო... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ კიდევ ცალკე საკითხია, ორივე შეიძლება დაერქვას ალბათ, არ ვიცი. ყველაფრისდამიუხედავად ჯერ მაინც არ მსიამოვნებს მაგ თემაზე ხმამაღლა საუბარი, მარა დრო უშველის ყველაფერს ვიცი.

Monday 12 April 2010

. . . it's good

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ვერაფერმა შეძლო ჩემი განწყობის გაფუჭება:
ვერც წვიმამ,
ვერც ნაცრისფერმა ცამ,
ვერც საცობებმა,
ვერც სახლში არსახვედრილმა მასწავლებელმა (ტყუილად რომ მივედი მასთან),
ვერც უჟმური სახით მომსახურე პერსონალმა კაფეში,
ვერც თავის ტკივილმა,
ვერც ჩემმა ძმამ (მიღწევაა),
ვერც თავხედმა მანქანის მძღოლმა (რომელმაც გამწუწა),
ვერც "გაჭედილმა" ინტერნეტმა,
ვერც არმოწერილმა მესიჯმა,
ვერც ჩემმა დაქალმა რომელმაც "გადამაგდო" და გაკვეთილზე არ მოვიდა...

უბრალოდ გადავწყვიტე ერთი დღე მაინც არაფრისთვის მიმეცა უფლება აეშალა ჩემი ნერვები და მგონი გამომივიდა კიდეც :>

დამეწყო ისევ მასწებიიიი....

გავიქეცი ახლა , მომავალ წაკითხვამდე : კიწი :*

Wednesday 7 April 2010

one ...


თითქოს კარგი დღე იყო... :)


თითქოს იმიტომ რომ კარგად დაიწყო?! ნუ ჩვეულებრივად, ისევ მაღვიძარას ზარს მოუხდა ჩემი გაღვიძება, მასწავლებელთან რომ არ დამგვიანებოდა, ამ აბიტურიენტობაში არც აღდგომა იციან, არც ხარება ... :)

მერე ისიც ვნახე, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ჩემს არც ისე დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ დაქალსაც გავუარე, ცოტა ვიჭორავეთ, კაფეშიც ვიყავით, მერე ვიღაც ბიჭს სიგარეტი მოუნდა "მოკიდებითურთ" :))