Tuesday 13 October 2015

and who i am (2) ?

What is coming is better than what is gone.
მე ვარ – ქეთა.
მოვიაზრები - გოგოდ, რომელიც თითქმის უკვე ერთი თვეა გერმანიაში წავიდა.
ბავშვობაში ვიყავი – უცელქესი და უამრავ კითხვას ვსვამდი. 
ახლა ვარ – პრინციპში დაბნეული :)
ადრე მეგონა რომ – ყველაფერი ბევრად მარტივი იყო...
ახლა ვფიქრობ რომ – რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და დროს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე.
არასდროს – არის გვიან რაღაც შეცვალო საკუთარ ცხოვრებაშI, თუნდაც ის რაც 5 წუთის წინ იყავი.
ყოველთვის - ვცდილობ დავეხმარო ხალხს და დავაფასო ის რაც მაქვს და მილიარდი მადლობა გადავიხადო ჩემთვის ამისგამო.
ჩემთვის სულ ერთია – სხვების პირადი ცხოვრება, მთავარია ვინს გიყვარს ყველა ბედნიერი იყოს, ვის გვერდით რამნიშვნელობააქვს.
ჩემი დილა იწყება - საბნის თავზე გადაფარებით და ტელეფონის ხელში აღებით (სამხუხაროდ))
ძალიან მიჭირს – საყვარელ ხალხთან განშორება.
ვნანობ – ბევრს არაფერს, მაგრამ რასაც ვნანობ ალბათ მთელი გულით.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან ბევრს ვპატიობ ადამიანებს, ძალიან ბევრს. ერთ დღესაც აღმოჩნდებახოლმე რომ დაგროვდა ერთად ეს ბევრი - და მერე ვერაფერს ვეღარ ვპატიობ... 
მენატრება – წარმოიდგინეთ და თბილისი, თავისი ყველაფრით.
ყველაზე დიდი დანაკარგი – არვიცი, იმედია ამ კითხვაზე პასუხი დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მექნება... 
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეგობრები.
არ მინდა მახსოვდეს – ხანდახან ვფიქრობ რო აი ეს ან აი ის რო არ მახსოვდეს უფრო მარტივი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ყველაფერი მინდა მახსოვდეს!!

Sunday 4 October 2015

23:52

ეგრეა რა! სულ ვამბობდი და ვამბობ, ვინც მიდის იმისთვის ბევრად ძნელია-მეთქი!!! 

ფორთოხლის გოგონას!

საერთოდ ერთი ძალიან სულელური ჩვევა მაქვს, ადამიანებს გაცნობისას ფეხსაცმელბზე და კბილებზე ვაკვირდები, წარმოიდგინე როგორია, ელაპარაკები 2 წუთის წინ გაცნობილ ადამიანს და ის ამ დროს პირში მოშტერებული გიყურებს...))) 
თამუნას დაბადების დღე იყო, ეს გოგო 'ბატიკებით' და ზედ ჩამოცმული გამაშებით დამამახსოვრდა, კიდე საყვარელი ღიმილით, ისე ბატინკები ჩემი სისუსტეა... ამ კონკრეტული დღიდან მასთან მეტი მოგონება არ მაკავშირებს, მგონი თავიდან გვერდით მეჯდა, მერე აღარ ვიცი.
ცოტახნის მერე წავიდა, შორს, თბილისიდან შორს, როგორც თვითონ ამბობს ოკეანის იქეთ, მესმოდახოლმე ჩემს მეგობრებს როგორ ენატრებოდათ... 
ჩვენთვის ყველაფერი მაუსზე თითის დაწკაპუნებით დაიწყო, რაც ჩვენს საუკუნეში სავარაუდოდ ხშირად ხდება. მოკლედ მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ვთქვა "ფეისბუქზე დავმეგობრდით". ვგიჟდები "ქოვერებზე" ყოველთვის ძალიან საინტერესო "ქოვერები" ჰქონდა და თან რაც ჩემთვის მთავარი იყო წერდა, წერდა თავისთვის "ამერიკულ ზღაპრებს" და მეც მოუთმენლად ველოდი-ხოლმე მისი პოსტების გამოჩენას...
მოვიდა ზაფხულიც. შესაბამისად სიონის დროც მოვიდა, მერე ნაწნავი გავუკეთე, კარგად მახსოვს, თან ვჭორაობდით და მოგეხსენებათ როცა ზაფხულია და როცა ზაგარი გაქვს ყველაფერი კიდევ უფრო ბევრად მაგარი გეჩვენება...
აქ რო წამოვედი, მითხრა, შენი "გაცილებიდან" რო გამოვედი ბევრი ვიტირე და ტაქსისტი გაგიჟდაო, ალბათ ზუსტად იცოდა საკუთარი გამოცდილებიდან ერთი წლის მერე რასაც ვგრძნობდი, როცა უბრალოდ ადგომა და ყველაფრის დატოვება მომიხდა... 
ეხა აქ ვარ, თითქმის მთელი თვეა აქ ვარ და ყოველთვის გრძნობდა როცა საჭირო იყო მოეწერა, მე სუ "მეშინია" ადამიანებისთვის პირველი მიწერა, ჩემ
პრობლემებზე ლაპარაკი, მგონია რო თავსმოვაბეზრებ ხოლმე, მარა ასჯერ რო ერთნაირად იფიქრებთ მერე ხვდები რომ დროა სისულელეებზე ფიქრს მორჩე. 
ვგიჟდები პოზიტიურ ხალხზე... ვგიჟდები ადამიანებზე რომელთაც დადებითი ენერგიის გაცვლა შეუძლიათ და ფირობენ რომ "happiness is only real, when shared " და კდევ ბითლსების ხათრით ფიქრობენ ხადახან იმასაც, რომ "happiness is a warm gun" ეს გოგო კი ზუსტად ასეთია! 

პ.ს მადლობა მელ, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის დაწერა, ჯერ ეხლა მივხვდი რომ აქ დიდი ხნით ვარ, რაღაცნაირად ვიყავი "tumbler"-ზეც კი არ შევდიოდი, წარმოგიდგენია?!)) მართლა ძალიან დიდი მადლობა ამდენი პოზიტივისთვის, თან ყველაზე საჭირო მომენტებში...
მახარებ, გკოცნი 
მომავალ წაკითხვამდე, 
კიწი 
პ.ს.ს ეს პოსტი მატარებელში დაგიწერე, სანამ შენს ახალ პოსტს წავიკითხავდი :))