მე ვარ — დედა! ქეთა დედა და ეს ძალიან მაგარია.
მოვიაზრები — მარკეტერად.
ბავშვობაში ვიყავი — ჩელქი, ჩელქი, ჩეელქი
ახლა ვარ — ცოტა გამოუძინებელი, მაგრამ გადასარევი
ადრე მეგონა, რომ — კარიერა ჩემი იდენტობის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო ან უნდა ყოფილიყო
ახლა ვფიქრობ, რომ — ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ (როგორც ზიგმუნდი ამბობდა) და ჩვენს იდენტობებს ხშირად ტრავმებზე ვაგებთ, რაც სრულიად ნორმალურად მიგვაჩნია და კი ნორმალურიცაა, რადგან ეგრეა ტვინი მოწყობილი, ეს არც დრამაა და არც ტრაგედია, უბრალოდ ჯობს თერაპიას მი(ვ)მართოთ და ცოტა მეტად გაცნობიერებულად ვიცხოვროთ.
არასდროს — რავიცი მე, რაის არასდროს, ახლა რა ხდება და ახლა რას ვშვები ეგ ვერ გამირკვევია ხანდახან.
ყოველთვის — ესეც ძალიან განზოგადებულია ჩემთვის და კი მაგიტონ ვავსებ პერმანენტულად ამ გამოკითხვას ჩემს თავთან, ჩემი თავისთვის, რომ მახსოვდეს როგორ ვიცვლები და რა კარგია რომ ვიცვლები.
ჩემთვის სულ ერთია — ვცდილობ სულერთი იყოს გარე სამყაროს აზრი, ნუ მეტ-ნაკლებად გამომიდს.
ჩემი დილა იწყება — მართათი <3 და კიდევ იმით რომ "აუ კარგი დე რა, რა ადრე გაიღვიძე, დადე თავი ცოტახანს, მეძინება"
ძალიან მიჭირს — ტკბილის არჭამა
ვნანობ — აზრი? თორე არის რაღაცები
ვერასდროს ვპატიობ — გააჩნია ვის, ვინც ძალიან მიყვარს იმას მეტი შენდობა აქვს, მარა მთავარია ზღვარს არ გადავიდეს და ბევრი არ მოუვიდეს, თორემ მერე იქნება ქოლდ ქათ.
მენატრება — ბებო და პაპა.
ყველაზე დიდი დანაკარგი — ბებო და პაპა.
ყველაზე ძვირფასი შენაძენი — ჩემი ოჯახი.
არ მინდა მახსოვდეს — პანიკური შეტევები.
არასდროს დამავიწყდება — შეგრძნება თუ როგორ მეხუტება ჩემი შვილი.
ჩემზე გავლენა იქონია — თერაპიამ, ჩემმა მეგობრებმა.
როდესაც მღალატობენ — მაგათი კარგიც მოვტ)))) კაი რა ვქნა ახლა თუ არ უნდა ადამიანს ჩემთან, ძაან მწარეა, ძალიან, მარა ჰა.
ვიბნევი — ამ ბოლო დროს ხანდახან როცა გერმანულად მიწევს უბრალოდ საუბარი ჩემს კოლეგებთან. ბევრს ვფიქრობ რაც არ მომწონს, არ ვიყავი ასე.
როდესაც მაქებენ — ვცდილობ შევიფერო და დავიჯერო რომ დავიმსახურე.
იმედი მაქვს — რომ ისეთი ლამაზი და გადასარევი ცხოვრება მექნება, როგორიც სულ წარმომედგინა.
მე ვარ შეუმდგარი — ალბათ იურისტი.
ალბათ ვერასდროს გავხდებოდი — მშრალი სპეციალისტი.
როდესაც ვბრაზდები — ამ ბოლო დროს ვყვირი.
ტყუილს ვამბობ — როცა საჭიროა მაშინ.
სიბერეში — სიმშვიდე + ჯანმრთელობა + ოჯახი
ჩემი წყობიდან გამოყვანა შეუძლია — ჩემს ქმარს, კატას ჰაჰა, ჩემს ძმას
ცდება, ვინც ფიქრობს, რომ — არ ცდება
საყვარელი ფრაზა — ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ როცა ხვალ 34 წლის ვხდები და უამრავი რამის აზრზე არ ვარ, არვიცი გადაღლილია ტვინი
ვერასდროს ვმალავ — იმედგაცრუების დამალვა მიჭირს.
ვცდილობ — ვარჯიში და სწორი კვება ჰაჰა ანუ ისევ ფლოუში ჩავჯდე
მეზარება — ჩემი სამსახურიიი იმიტო კი არა რომ რამე სჭირს, უბრალოდ უფასო ფული გაასწორებდა ჰაჰა ანუ აი სახლ რო ხარ და შენს საყვარელ საქმეებს აკეთებ და ფული ერთი 5კ ევრო მაინც ნეტო გერიცხება თავისით, ბევრს არ ვითხოვ.
ვერასდროს ვიცლი — კრეტინობების განსახილველად
ვერავინ მაიძულებს — რავიცი ახლა იარაღი თუ დამადეს შუბლზე ალბათ ბევრ რამეს ვიზამ
ვჩქარობ — უზომოდ მინდა სლოუ მორნინგს და რომ არ ვიჩქარო და ვცდილობ
სიმშვიდე არის — საკუთარ თავთან დალაგება და ნათელი გონება რომელიც სამყაროს ენდობა
ბოლოს წავიკითხე — აუ მართას ძუძუთი კვების დროს იყო ეგ, მემგონი სამხრეთელი სპილო
ხშირად მადარებენ — აღარავის არვიცი, წიწკვობაში ჟულიეტ ბინოშს მადარებდნენ
საყვარელი სამკაული — ამ ბოლო დროს ისევ ბეჭდობანა დავიწყე
ჩემი თავის მიმართ ვარ — ვმუშაობ იმაზე რომ არ ვიყო კრიტიკული და ვიყო შემნდობი, როგორც ჩანს და დღევანდელი ნაწერიდან დავასკვეი მაგარი შიდა სამუშაოები მიმდინარეობს ჰაჰა
ვამაყობ — საკუთარი თავით, საკუთარი ქმრით
უარვყოფ — რომ ბოროტება სიკეთეს დაძლევს
მწამს — ღმერთის, სამყაროსი და იმის რომ რაც ხდება უკეთესი შედეგისთვის ხდება
თუკი შევძლებ — 4 შვილის დედა ვიქნები, 3ის მაინც, აუ რა დედობაზე გადმოვიდა ჩემი აიდენთითი, დას ისთ შონ აბერ აუჰ ჰიერ მუს იჰ აუფფასენ.
სიკვდილი — დასასრულია ახალი დასაწყისის
ყოველთვის შეუძლია გამაცინოს — ხშირად ჩემს ქმარს, ნუშკას, ჩემს თავს
ჩემთვის იდეალური მამაკაცი — მაინდს ჰის ბიზნეს და იცის რასაც ამბობს და აკეთებს
ბოდიშს ვიხდი — როცა ვაშავებ, მა რა ვქნა
ბედნიერება არის — ჩემს შვილთან ჩახუტება, საყვარელი საქმე აი რო ჩაგოთრევს ისეთი, კაი ყავის დალევა რეფლუქის გარეშე
არასდროს ვსაუბრობ — ყლეფანდურების პირად ცხოვრებაზე [აიტ, გავვუზრდელებულვარ]
მიყვარს — პლიაჟზე გდება
ჩემთვის სულ ერთი არაა — ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და მეგობრები და მშვიდობა
ვერასდროს შევურიგდები — ადამიანების სიკრეტინეს და უცოდინრობას
არ მიყვარს — ის რომ ალერგიის შიში მქონდა დაწზებული
მიზანი — მშვიდი გონების ბრწყინვალე ნათება
საყვარელი წელიწადის დრო — თუ არ ვიბლიგები, უკვე ყველაფერზე თანახმა ვარ
საყვარელი ქვეყანა (საქართველოს შემდეგ) — პორტუგალია (ნეტა რატო რა მოვიგონე) დოიჩლანდ ლიბ იჰ
მუსიკის მიმდინარეობა — ყველ"ა
ცხოვრება — მშვენიერია და ხანდახან გამოწვევებით სავსე და თან არ მინდა ეს სეთინგი მქონდეს ტვინში და მაქვენ ჰაჰა
ვზრუნავ — დედა ბუნებაზე :დ რავი რა, რისი ენერგიაც შემრჩა მაგის მიხედვით ყველაზე და ყველაფერზე
მინდა მყავდეს — მანქანა, რაც აქამდე არ მდომებია ახლა მინდა, და მალე მეყოლება!
ვერ ვიტან — იმას რო კაპიტალიზმში ვცხოვრობთ და თუ მინდა ისეთი ცხოვრება მქონდეს როგორიც მინდა რომ უნდა ვიმუშაო, ობში შოტში დაღლილი ვარ რა
ვარ — მე ვააააარ როკტარიიი
შემიძლია — ბედნიერი ვიყო და ადამიანები მიყვარდეს
დიდი სიამოვნებით — გამოვიძინებდი და ვიჩილავებდი ჩემს შვილთან ერთად მარა თან ძიძით რა ცოტა რო დავისვენო
ყველაზე კარგად მესმის — აღარავისი აღარ მინდა მესმოდეს, აქეთ გამიგონ დევიღალე
მჯერა — რომ ოცნბებიიი ხდებააა *(კი ამის ისევ მჯერა)
ახლა მინდა ვიყო — სახლში ამწამს, მენსტრუაცია მაქვს თან
მიყვარს ყოფნა — ბუნებაში, სიმშვიდეში, საღამოს ჩემს აივანზე ჯდომა
მიყვარს, როცა მჩუქნიან — რავიცი გულით რომ მჩუქნიან და რომ ფიქრობენ უკვე მიხარია
მინდა ვიცოდე — გერმანულის გრამატიკა სრულყოფილად, ალბათ შესაძლებელია მარა ამწამს სრულყოფის ნერვი არ მაქვს
ვაფასებ — ჩემთავს და რაც მაქვს.