Sunday 27 February 2011

... Someone i wish i could meet #9

Jim Sturgess :-)

ვინც მიცნობს იმას არამგონია გაუკვირდეს ჩემი არჩევანი, მაგრამ იცი რა Jim ცოტათი დააგვიანე, მაგრამ არაუშავს, მაინც გნახავ ჰო, რა მოხდა და გესაუბრები რაიმე ზოგადსაკაცობრიო თემაზე :)
რაღაც

Saturday 26 February 2011

... hM

დღეს მივხვდი რომ ტყუილზე ცუდად ვრეაგირებ, თანაც ძალიან :) არა, არც ბოლო ხმაზე ვყვირი და არც ისტერიკაში ვვარდები, მაგრამ ისე მწყინს რო ვტირი სამაგიეროდ, მაგრამ გააჩნია ტყუილს ვინ გეუბნება, ძირითადად როცა ვინმე ისეთი(ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი, ან იშვიათად მნიშვნელოვანიც), მეუბნება ტყუილს,

Friday 25 February 2011

...it's Friday :>

ხოოოდა დღეს პარასკევიაა. ანუ შედარებით დასვენები დღეა, ბევრი საქმეც არ მაქვს, ჩემი ბიჭის ბენდი უკრავს დღეს, ყველანი ერთად ვიქნებით ჩემები რა მაგარიაა <3 ძალიან მიხრია, თორემ  ამ უნივერსიტეტის გადამკიდე უკვე იშვიათად მიწევს ბავშვების ნახვა, ჰომ, კიდევ რა? დღეს დრამზე "დაკვრა" უნდა მასწავლოს ზაკომ ;)) მეც ეხა უცებ არ ვისწავლო, მაგრამ კი გავერთობი ცოტა ხანს.  ხოდა წავედი ეხა, თორე მომეშალა ნერვები, ამათმა

Wednesday 23 February 2011

to my favorite internet friend, letter #8

ვიცი რომ ჩემზე პატარა ხარ, ვიცი რო ძალიან საყვარელი ხარ და ვიცი რო წერა შეგიძლია საინტერესოდ, ვიცი რომ რაც უფრო გაიზრდები, მით უფრო დაიხვეწები, ყოველთვის სასიამოვნო და თბილ კომენტარებს მიტოვებ, მიყვარს შენი ბლოგის კითხვა, თბილი გარემოა ყოველთვის და ბავშვურად თბილი თანაც, მართალია სულ

Monday 21 February 2011

...

მიუხედავად იმისა რომ დღეს გაურკვევლი წარმომავლობის ამინდი იყო, მე მაინც მემშვენიერა <3 მიუხედავად იმისა, რომ ვერც წვმას ვიტან, ვერც სიცივეს და მითუმეტეს ვერც ჭყაპს :) მაგრამ როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ ყველაფერი ასატანი ხდება ძირითადად, მმართალია ჩვენს "მწვანე სახლამდე"

Friday 18 February 2011

... to my EX love


მეზარება ცოტა დაწერა J რო დავწერო ამისათვის უნდა გაგიხსენო, ჰო, ისედაც ყველაფერი მახსოვს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ამ მოგონებებს, არ ვაქცევ კი არა, არ მექცევინება J
ჰმ, მაგრმ ცოტა ძნელია დასაწყისის გახსენება, იმდენად პატარები ვიყავიით.. J
ყველაზე სასაცილო ის არის რო

Wednesday 16 February 2011

to a stranger... letter #6

Hello stranger :)

მე ახლა ყავას ვსვამ და ისე გწერ წერილს, ვიცი, ჯერ სახლში მისული არ იქნები, რადგან ყოველ სამუშაო დღეს გხვდები ქუჩაში სახლისაკენ მიმავალს, ამ დროზე 25 წუთით გვიან...

5 წუთით ადრე გამოვდივარხოლმე სახლიდან, სასეირნოდ, რომ გნახო, მაგრამ იმდენად მაღალი ხარ და იმდენად ცხვირაწეული, თანაც ისე გართული ფიქრებში რომ ვერასოდეს ვახერხებ შენი სახის წესიერად დანახვას.

შენი ფანჯრების შუქი ჩემი სახლიდანაც ჩანს, მაგრამ არავინ გიცნობს მგონი ჩვენს ქუჩაზე. მე კიწი ვარ და რომელ განზომილებაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ვიცი, მიიღებ ჩემს "წერილს" ჯერჯერობით 18 წლის ვარ და აღარ მინდა რო ბევრით გავიზარდო,  ვსწავლობ PR-ზე, ძალიან დიდი ხანი მინდოდა პიარზე სწავლა და საბოლოოდ მანდაც ჩავაბარე.

უნივერსიტეტი მბეზრდება, ხანდახან ფილმების

Tuesday 15 February 2011

... to my Dreams

გამარჯობა ჩემო ოცნებებო ♥ 
ოცნებებო უფრო ხმამაღალი ნათქვამი გამოვა მგონი, თუ არა. საერთოდ ძალიან ბევრი რამე მინდა...
ისეთი რაღაცები რაც სრულიად შესაძლებელია და ისეთი რაღაცები რაც ცოტათი შეუძლებელიცაა ალბათ :)
მაგრამ ვფიქრობ თუ რაიმე ძალიან მინდა, აუცილებლად გამომივა. :)
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რაიმე ძალიან ძალიან ძალიან მდომებოდა და ვერ გამეკეთებინა, ჰო ისეთთ "ოცნებებზეა" საუბრაი რომელიც რეალურ შესაძლებლობებთან ახლოსაა. თორე მე კოსმოსში გაფრენაც კი მინდა, არა, არც ეგ არაა გამორიცხული და შეუძლებელი, მაგრამ რომ ვთქვა ხვალვე მინდა გავფრინდემეთქი?!:)) ხომ შეუძლებელი იქნება, ჰო :) აუჰ ძალიან დაღლილი ვარ, გუშინ იმდენი არაყი დავლიე, რომ მთელი 5 წელია არ ვყოფილვარ ეგრე, იმ ფართიზეც ტყუილად მივედი. ჰო და ჩემი პირველი სურვილი ის იქნება, რომ ეგეთ ბანძ ფართიზე აღარასოდეს მოვხვდე, გასართობად, საცეკვაოდ რომ მიდიხარ და იქ ლექსებს კითხულობენ :)) კი, მიყვარს პოეზია, ვამბობდი მეც ამიშვით მეთქი :)) ეს გადახვევა იქით იყუოს და...


dream(wish) 

Friday 11 February 2011

to my brother...

ჯერ პარატა ხარ, თუმცა არც ისე პატარა, უკვე 13 წლის ხარ. ხანდახან ვერც ვაცნობიერებ თუ ასე ძალიან გაიზარდე, ამას რომ ვფიქრობ მახსენდება ხოლმე რამხელა მეგონა 13 წლის ასაკში ჩემი თავი :) გაიზრდები და კიდევ უფრო ბევრ რამეს შეიგნებ :)) იმედია ამდენს აღარ ვიჩხუბებთ ხოლმე, კარგად ვიცი, რომ ჩემი აზრი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრჯერ გითქვამს, თიმცა თქმა რად გინდა, პირველ რიგში მე მეკითხები, აუ რა ვიყიდო? ეს მიხდება? და რაზეც გეტყვი რომ არ გიხდება ან  გამოიცვალე მეთქი იმას აღარც კი იცვამ. იცი რა გამახსენდა

Tuesday 8 February 2011

to my parents

დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, კინოშიც ვიყავი ტურისტზე, მომეწონა სხვათაშორის. სახლში რომ მოვედი გამახსენდა რომ "თქვენთვის" წერილი მაქვს მოსაწერი :-) რომელიც მეეჭვება რომ ოდესმე წაიკითხოთ.  ალბათ გამიჭირდება რამის მოწერა, იმიტომ

Monday 7 February 2011

♥_♥ O_o ♥_♥

ისე, უბრალოდ და განწყობის შესაბამისად, ფოტოები ♥_♥






        
    What other people think of you is none of your business











Sunday 6 February 2011

sweet dreams to myself . . .

ახლა მოვრჩი ეკონომიკის დავალების წერას, ხვალ 9ზე ლექცია მაქვს და ძალიან მეზარება სხვათაშორის :)
უი მართლა ხვალ ლეკვი მიგვყავს მაინც აცრაზე ;;)
დღეს უნდა წაგვეყვანა წესით, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა მოაწერეს ხელი და იქ წავედით. მე თუ მკითხავ ყველაზე დიდი სისულელე რაც შეგიძლია ჩვენს ასაკში გააკეთო - გათხოვდე, ან ცოლი მოიყვანო. რავიცი მგონი. :) 
ხოდა ვიღაც აკაკის მიულოცეს 12083476123

Friday 4 February 2011

♡ to my crush/love ♡

...  თვალებში შემოგხედე, სახელს ვერ ვიხსენებდი, წამიერად ამერია ერთმანეთში ფიქრები,  აჰამ ისაა?! აქ რა უნდა ნეტავ?! ხო სწორად მახსოვს სახელი?! მერე მოგესალმე, აღსარების ფურცელი დავკარგე და ისედაც მაგაზე ვნერვიულობდი, მერე გადავწყვიტე შენთან დამელაპარაკა, მომერიდა მარტო რომ დაგაყენე,  წამოვედით...

Thursday 3 February 2011

• • to my Best friend • •

ვაიH... 
მგონი იმაზე ძნელია შენთვის მოწერა, ვიდრე მეგონა :)
... პირველად ჩემს მახსოვრობაში ის დღე ჩნდება როცა შენ 3 წლის იყავი, მე 2ის და დედაშენს ბაღიდან მოყავდი, ეზოში შეგხვდით მე და დედი. მერე მეც შენს ბაღში მომიყვანეს, ძალიან კარგად მახსენდება, რუსულ ჯგუფში ვიყავით, ცეკვაზე დავდიოდით და ყველას შავი ჩუსტები გვეცვა თეთრჩუსტებიანი ნინიკოს გარდა, გახსოვს?

SOMETHING STUPID :">

ჰმმ :> 
რაღაც ახალი თამაშივით წამო(ვი)წყეთ ვხედავ, მეც გავერთობი... მეტი რა მინდა, რაც მთავარია კარგად ვიხალისებ მერე :>
არსებობს "დასტა" რიგი დასაწერი წერილებისა >:) რომელიც უბრალოდ უნდა დაწერო, ნუ სულ რაღაც 30ია, თუ მომინდება 30ივეს დავწერ, თუ მომინდება არა :) არ ვიცი ჯერ. თუ

Wednesday 2 February 2011

♪ mmm ♥

როგორ მიყვარს ჩუპა-ჩუპსის ჭამა და Barry White-ს მოსმენა, ძალიან. პრინციპში ერთიც ბავშვობას მახსენებს და მეორეც, როგორ მიყვარს ძალიან გრძელი თმები, ან ძალიან მოკლე...
როგორ მიყვარს ლიმონი მარილით... მმმ  
როგორ მიყვარს მზე, შეუფასებელია ეგ შეგრძნება სიცივეში გაყინულ ცხვირს რომ მიუშვერ :-)

Tuesday 1 February 2011

♔ A very small dose of revenge is always good for your health ♔

არც ვიცი რის დაწერას ვაპირებ..
აი უბრალოდ, ისე. ვხვდები რომ მეწერინება და მორჩა. ))
დღეს კინოში ვიყავი, "გარიგებაზე" არ დავიწყებ ფილმის განხილვას და ვიტყვი, რომ თითქმის საშინელება იყო. მაგრამ ნახვად მაინც ღირდა... :-)
არა ვიხალისეთ, ვიცინეთ, ვითამაშეთ "თოფობან-ხოცვა-ჟლეტვაობანა" თუ რაც ქვია მაგას, მერე ფოტოების გადასაღებში (აი 6სს რომ იღებს ერთად) 7 კაცი შევეკვეტეთ თუ შევეჭეჭყეთ :)) ახლა წამოვედი სახლში, ფეხით მოვედი, გზაში ძაღლები შემხმდნენ :-შ