Wednesday, 16 February 2011

to a stranger... letter #6

Hello stranger :)

მე ახლა ყავას ვსვამ და ისე გწერ წერილს, ვიცი, ჯერ სახლში მისული არ იქნები, რადგან ყოველ სამუშაო დღეს გხვდები ქუჩაში სახლისაკენ მიმავალს, ამ დროზე 25 წუთით გვიან...

5 წუთით ადრე გამოვდივარხოლმე სახლიდან, სასეირნოდ, რომ გნახო, მაგრამ იმდენად მაღალი ხარ და იმდენად ცხვირაწეული, თანაც ისე გართული ფიქრებში რომ ვერასოდეს ვახერხებ შენი სახის წესიერად დანახვას.

შენი ფანჯრების შუქი ჩემი სახლიდანაც ჩანს, მაგრამ არავინ გიცნობს მგონი ჩვენს ქუჩაზე. მე კიწი ვარ და რომელ განზომილებაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ვიცი, მიიღებ ჩემს "წერილს" ჯერჯერობით 18 წლის ვარ და აღარ მინდა რო ბევრით გავიზარდო,  ვსწავლობ PR-ზე, ძალიან დიდი ხანი მინდოდა პიარზე სწავლა და საბოლოოდ მანდაც ჩავაბარე.

უნივერსიტეტი მბეზრდება, ხანდახან ფილმების
ყურებისას ვტირი, ძალიან იშვიათად და თანაც თუ ეგეთ კრიტიკულ ხასიათზე ვიმყოფები, ღამე სეირნობა მიყვარს, ხანდახან მარტოობაც, მინდა პორტუგალიური ვიცოდე, მოიცა იქნებ შენ იცი და მასწავლე რა :)

ხანდახან  სიგარეტსაც ვეწევი, მაგრამ პირველი მარტიდან აღარ მოვწევ, ვდებ პირობას:))) მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და გამორჩეულად პაოლო კოელიო, ვიცი ბევრს არ მოსწონს, ვიცი ბევრიც იმიტომ კითხულობს, რომ ბევრს ვითომ მოსწონს, მე კიდევ იმიტომ ვკითხულობ რომ მიყვარს, თუ არ გაქვს წაკითხული იქნებ შენც წაიკითხო, ქართულად სულ 7 წიგნია :(  7ივე მიყვარს და ძალიან მინდა კიდევ გადმოთარგმნონ რა!

ერთი ძმა მყავს, 13 წლისაა და ნერვებს მიშლისხოლმე, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ იქიდან ძალიან ახლო არც ისე ბევრია, ეგრეც უნდა იყოს, იქნებ ერთ დღეს მე და შენც დავმეგობრდეთ, რა იცი?!
კიდევ შეყვარებული მყავს, სიმართლე გითხრა და ძალიან საყვარელია...  ვხუმრობ ხოლმე, ანებს ვიზიდავმეთქი, თითქმის ყველა ჩემს დაქალს ანი ქვია. ეგენიც ძალიან საყვარლები არიან, კიდევ ისტორია ჩამრჩა ამ სემესტრში, მაგრამ ჩემს უნივერსიტეტში ეს არავის უკვირს :-)
 იქნებ ზედმეტი 400 ლარი გქონდეს და გადამიხადო, არ შემაწუხებს, მართლა, ვგიჟდები კეთილ ხალხზე :)

აუჰ ზემფირას მოსმენა მიყვარს ძალიან, ჩაისთან ერთად, ლიმონიან ჩაის ბარი ვაითიც უხდება, ვერაფერს იტყვი :) ახლა მე წავალ, ბევრს აღარ დავწერ. უი და რაც მთავარია, 1 თხოვნა მექნება, ქუჩაში რომ შემხვდები შეგიძლია უკვე მომესალმო კიდეც, სულ ცაში ნუ იყურები, რა იცი ერთხელაც რაიმეს გადაუარო, თან საკმაოდ დაუდევრად.

აბა შეხვედრამდე,  კიწი :) *

9 comments:

  1. ძალიან საყვარელი წერილია. :)

    ReplyDelete
  2. ნამდვილი კიწი... :*
    აი, კიწ, მართლა ვამბობ.. მთელ ბლოგოსფეროში, ძალიან სუყველაში - ყველაზე კარგი და თბილი პოსტები შენია..
    მიხარია, ახალ პოსტებს რომ ვხედავ ხოლმე.. :*

    ReplyDelete
  3. axsiom დიდი მადლობა:)

    მააც ძალიან დიდი მადლობა,
    მიხარია ძალიან რო მოგწონს :*;;)
    ძალიან საყვარელი ხარ<3

    ReplyDelete
  4. მართლა თბილია <3

    ReplyDelete
  5. კოელიო, ზემფირა, ბარი ვაითი,
    ნამდვილად გამაგიჟებ: )

    დრო ისე გადის შენი პოსტების კითხვაში, ვეღარ ვაკონტროლებ უკვე ♡

    ReplyDelete
  6. ♡ ვაიმე თიკ, დიიიდი მადლობა :"> :*
    მიხარია რომ მოგწონს :*

    ReplyDelete
  7. hello stranger
    mecnoba es sityvebi<3
    yochaggi xar shen

    netav waakitxa stranger s...

    ReplyDelete
  8. ვიცი რო გეცნობა :>
    წაიკითხავდა ალბათ, სადღაც იქ, სადაც არსებობს : )

    ReplyDelete