მეზარება ცოტა დაწერა J რო დავწერო ამისათვის უნდა გაგიხსენო, ჰო, ისედაც ყველაფერი მახსოვს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ამ მოგონებებს, არ ვაქცევ კი არა, არ მექცევინება J
ჰმ, მაგრმ ცოტა ძნელია დასაწყისის გახსენება, იმდენად პატარები ვიყავიით.. J
ყველაზე სასაცილო ის არის რო
პირველად როცა დაგინახე საერთოდაც არ მომიქცევია ყურადღება, მერე ისევ და ისევ, ეგრე გრძელდებოდა სანამ არ მოხვედი და არ გამიცანი J მახსოვს ჩემი სწერვული წარბის აწევა (რანაირი ბავშვი ვუყავი არა?!), სწრაფად გაცემული პასუხი - „კი“ და მერე ისევ შეტრიალება. მახსოვს აგვისტოს ბოლოს კოცონის(!) ფონზე ნათქვამი მიყვარხარ და ჩემი თითქმის დაბნეული მზერა, ჰო კარგად მახსოვს მერე ჩემი ნათქვამი უბრალოდ „მომწონხარ“ თუმცა უკვე მიყვარდი, ბავშვური თავის დაფასების ამბავი იყო ალბათ.:))
მახსოვს შენი პირველი საზღვარგარეთ წასვლა ზბორებზე და ჩემი პირველი გაცილება და ხელში აყვანა ბზრიალთან ერთად... ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს დღე, ალბათ გავიდოდა 5 წელი მაინც.
მახსოვს მაგდონალდი როგორ არ გყვარდა და მე მაინც გატარებდი ძალით,ბოლოს შეგიყვარდა და უკვე მე დაგყავდი ძალით J მახსოვს უამრავი სიცილი და ბედნიერი დღე ერთად, მახსოვს ყველას თბილად ეღიმებოდა ხოლმე ჩვენს დანახვაზე, ძალიან ადრე მახსოვს იმის გამო არ ვაპირებდი შენს ნახვას, რომ “rebelde way” უნდა მენახა =)) თიკოც ჩემთან იყო და კინაღამ მომკლა მაგის გამო :)) მახსოვს შენი პირველი დაბადებისდღე ერთად, მარტო მე, შენ და ჩემი გოგოები რო ვიყავით, სასაცილოები J)
მახსოვს ზოოპარკის გემზე 14-ჯერ ზედიზედ დაჯდომა და მერე შეჯიბრება ვინ უფრო კარგად გაივლიდა სწორ ხაზზე J) იცი, ჩემმა შეყვერებულმა შარშან მითხრა, სიყვარული როცა ამიხსნა თანაც იმ დღეს მგონი J ჩემი ყველა ძველი სიყვარუისგან რაღაც გრძნობა მაინც შემორჩა ჩემშიო, მე მაშინ არასწორად გავიგე ალბათ, და რაღაცნაირი „აუფ“ ვუთხარი, მაგრამ ახლა ვხვდები, ალბათ ყველა ის თბილი მოგონება იგულისხმა რომელიც მეხსიერებაში ჰქონდა ჩარჩენილი... ჩემთვისაც ესე ხარ უკვე. მაინც კარგად მახსენდება ყველაფერი, თუმცა უკვე 1 წელია მოგონებად იქეცი.
მახსოვს დედაშენი რო გავიცანი პირველად, მერე კიდევ მახსოვს მამაშენი სტუმრებს როგორ აცნობდახოლმე ჩემს თავს : )) შენზე ეუბნებოდა - ეს ჩემი უფროსი შვილია, შენს ძმაზე - ეს ჩემი საშუალო შვილი, ჩემზე კიდევ - ეს ჩემი უმცროსი შვილიაო J)
შენს დანახვაზე ბოლო პერიოდაამდეც იგივე შეგრძნება მქონდა რაც თავიდან, ადამიანს რო ხედავ და გული რო გიჩქარდება და გეღიმება სიხარულისგან.
მახსოვს ყოველი შენი თურქეთში სათამაშოდ წასვლისას ჩემი მოწყენილი სახე (ტირილი არასდროს შემეძლო ეგეთ სისულელეებზე), უცებ ჩამოსვლისას კი ჩემი სახლის დამტვრევამდე ხტუნაობა, თან რო არ მინდოდა სახლში შეემჩნიათ, ძალიან სასაცილო იყო : ))) მახსოვს ცუდად რო ვიყავი ან ვერ გამოვდიოდი სახლიდან რაიმე მიზეზის გამო ჩემს აივანთან მოდიოდი და მიყურებდი, უბრალოდ მიყურებდი. ხან დამირეკავდი და თან მელაპარაკებოდი J მადლობა, რომ მარიამი გამაცანი, მარის სახით ძალიან კარგი და საყვარელი დაქალი შევიძინე. მახსოვს 3 ჩვენი ამოჩემებული სიმღერა, მახსოვს რომ ყოველთვის მეკითხებოდი რა ჩამოგიტანოო, მაგრამ მე არასდროს არ მიყვარდა თქმა, არც გეუბნებოდი, მაგრამ ყოველთვის ის ჩამოგქონდა რაც ყველაზე მეტად მინდოდა ;)) მახსოვს პირვეად რო მითხარი ვაიმე შენ რამეზე მითხარი რო მინდაო?:)) მაგრამ ამ შემთხვევაში ალუბლის წვენზე იყო სსაუბარი, მახსოვს მთელი ამდენი წლის მანძილზე ერთადერთხელ ვიჩხუბეთ ისე, რომ მთელი 3 საათი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს J რაღაც სისულელეზე, თავისთავად.
მახსოვს ჩვენს ურთიერთობებში არასოდეს ყოფილა შეზღუდვები, ვიცი ვერც ერთი ვერ ავიტანდით, მაგრამ ბოლო თვე ნახევარი რაღაც ძალიან ავირიეთ. ხანდახან გული მწყდება (ამ შემთხვევაში არა) რომ ჩემთვის ერთი სიტყვაც და ერთი სულ, სულ ოდნავ მცდარი საქციელიც კი საკმარისია, რომ გავცივდე, შევიცვალო, ჩემგან დამოუკიდებლად ჩამიდგეს თვალებში სიცივე, ამ დროს არ მიყვარს ჩემი ჯიუტი თავი, მაგრამ ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება...
მერე იყო შენი ყვირილი და ჩემი ტირილი, - აღარ მინდა შენთან!!!
- ჰო, არაა პრობლემა... თითქოს ყველაფერი მშვიდად დამთავრდა, მაგრამ დაიწყო რეკვები, „შემირიგდიები“ როცა დავშორდით მაშინაც ძალიან მიყვარდი, მაგრამ ზუსტად იმ გაციებამ შემცვალა რომელზეც წეღან გეუბნებოდი, მახსოვს პირველად როდის ვიგრძენი რო გავცივდი, მარშუტკაში ჩავჯექი,შენ წახვედი, სამარშუტომ რო ჩაგიარე გვერდით შენთვის არც კი შემომიხედავს, გავითიშესავით უცებ, არადა მანამდე არასდროს დამვიწყებია, ისე მკითხე რატო არ გამოიხედეო თითქოს იგრძენი რაღაც... მერე იყო მოწერილი მესიჯები, რაღაც იდიოტური ქცევები, ბოლოს კი მშვიდი საუბარი, მახსოვს ბოლო ნახვისას რაც მითხარი, საერთოდ არ შეცვლილხარ, იცი როგორი ლამაზი ხარ?! როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდეო...
მანამდე კი მინდოდა ჩემი ნერვების შლა შეგეწყვიტა, კარგია რომ შეწყვიტე, ასე გააგრძელო მინდა J მთავარია რომ ყოველი შენი ნახვისას ვრწმუნდებოდი რომ შენს მიმართ აღარანაირი გრძნობა აღარ მქონდა შერჩენილი, რაღაცნაირად მწყინდა კიდეც შენს თვალებში ისევ სიყვარულს რომ ვხედავდი, მართლა კარგი ადამიანი ხარ და ბედნიერებას გისურვებდი დიდი სიამოვნებით.
ნახვამდის, კიარადა კარგად : კიწი J
ვაიმე, კიწ....
ReplyDeleteგავგიჟდი, გადავირიე..
გოგო, რამდენი წლისები იყავით?
რაღაც საოცრად თბილია და ზე..
ჩემი ამბები გამახსენდა და იმდენი ვიცინე, ახლა ძლივს ვსუნთქავ.. :*
ძალიან საყვარელი ხარ, კიდევ ერთხელ.. :*
როგორი თბილიაა ... ძალიან მომეწონა თქვენი ისტორია ...
ReplyDeleteKargia kargia da kidev ertxel kargia :)
ReplyDeleteმაც შენ კიდევ მადლობ კიდე ერთხელ :) :* რო გავიცანი მგონი12-ის და მერე ერთად როდიდანაც ვიყავით 13-ის :*))
ReplyDeletewantfun < მადლობა :)
ლააანნ :*:* მენატრები
sul saxlshi vzivar... gamoiare roca ginda :*
ReplyDeleteმე კიდევ სულ უნივერსიტეტში ვარ :| :*
ReplyDeleteროგორ მიყვარს ეს ისტორიააა <3 და შენ <3ჩემი ძლიერი ხარ :***:*:*:**:*:*
ReplyDeleteანანოო :"> :*
ReplyDeleteმეც ძალიან მიყვარხარ, ჰო ეს ისტორიაც მიყვარს ზოგადად... :))
ხო იცი, ყველაფერი რაც ჩაივლის კარგად გახსენდება მერე :)):*
ვაიმე რა თბილი ისტორიაა :) და ძალიან გულწრფელი. ჩემ შემთხვევაშიც, დიდი ხნის დაკარგულ სიყვარულზე მაინც კარგი მოგონებები მახსენდება და მეღიმება ხოლმე. ყოველთვის მიკვირს ადამიანების, რომ უყვართ ან ბედნიერები არიან და მერე როცა შორდებიან, დროსთან ერთად ყველაფერი ავიწყდებათ. შენ შემთხვევაში ასე არ მოხდა, და ჩემამდეც მოაღწია იმ ემოციებმა, წერისას რომ განიცადე და არამარტო...
ReplyDeleteმეც არმესიმის ეგეთი ხალხის...
ReplyDeleteმადლობ :)
v a i m e... ise vkitxulobdi titqos amis monawile vyopiliyavi...ara ragac momentshi viyavi..
ReplyDeletememgoni shen tavs imeze mets abraleb vider iyo... tumca yvelaferi xdeba da yvelaferi uketesobistvis , dametanxmebi:)
ამისი მონაწილე იყავი! <3 ნამდვილად და ჩემ გვერდით იყავი ყოველთვის, მაგიტო მიყვარხარ და არამარტო...
ReplyDeleteპ.ს აბსოლუტურად გეთანხმები )