Monday 18 November 2019

........ all to be so different.

იმენა ტრაგიკომედია კიარა,  ჩვეულებრივი კომედიაა მემგონი ჩემი ცხოვრება, სავარაუდოდ სცნარისტსაც კაი იუმორი აქვს და თან მეც მიცნობს და ზღვარზე მათამაშებს, აბა ქეთა, კიდევ რამდენის გაძლება შეგიძლია საყვარელო?! -ბევრიის, ბევრის მარა აღარ მინდა უკვე, ვსო. დავიღალე. ich werde aufgeben :) და მერე რაღათი გაერთობა?!:)


და რაღაცნაირად წვეთ-წვეთად მიმატებს და ანუ სიეთი თავხედია რო ვერ ამომასუნთქა რა, გეყოს, გეყოს ვსო.

27 წლის ასაკში რო გეუბნებიან, იცი რა?! საშვილოსნოზე 17 სანტიმეტრიანი სიმსივნური წანაზარდი გაქვს, ნუ აი კაი, ნუ გეშინია კეთილთვისებიანია (მაგის არც მეშინია თან), მერე მეუბნებიან რო იცი რა ანუ დარწმუნებულები არ ვართ თუ შევძლებთ საშვილოსნო შევინარჩუნოთ, 20% არის რისკი, ზოგი ადამიანი ამბობს თურმე რო ნუ არაა ჩემთვის ეს შილი მნიშვნელოვანი და მომკალი, მირჩევნია ვიყო ჯანმრთელი და აომაჭრათ საშვილოსნო და ნუ აი არაუშავს.

მე კიდე მთელი ცხოვრებაა დედობისთვის ვემზადები

Wednesday 31 July 2019

ჩემი საშინელი, ბედნიერების წელიწადი

თქვენც ხართ ხოლმე ეგრერაღაცას თუ იყიდითან დააშეარებთან აიკვიატებთ (ფრაზას,სათაურსწიგნს,კინოსგგონათ რომ რაღაცნაირად გშტამპავთ?! ან რაღაცნაირად გული გიგრძნობთხოლმე წინასწარ და მაგიტო ანიჭებთ მას სპრიორიტეტს

ჩემი 26 წლის ბოლო დღეს ნინო ხარატიშვილის წიგნი ვიყიდეჩემი საშინელიბედნიერების წელიწადიხოდა ჩემი 27-ე დაბადებისდღე სწორედ ეგრე დაიწყო

Monday 1 July 2019

/\

ხანდახან უბრალოდ მეც მინდა რომ ვინმემ დამიჭიროს მხარი, ისე როგორც მე შემიძლია და მე როცა მხარს ვუჭერ ეგ დახმარებაც დააფასოს.

მარა რად გინდა. 

Thursday 20 June 2019

მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა

თბილისში ყლეობები ხდება.

რუსეთი თავზე გვაზის და დედას გვიტყნავს, ძალიან მშვიდად თან, გული მერევა ამ ყველაფერზე.

ამასთან ერთად ბვერლინი ისე მენატრება სული მტკივა.

თავისი ვაიბით, ზაფხულზე ტბებით წასვლებით და სიხარულებით.

ჩემი ავოკადოს ხით, რომელიც შვილივით გამოვზარდე და იქ დარჩა.

არვიცი, აღარ მინდა აქ რო ვუყურებ რაც ხდება და როგორი უთავმოყვარეო ხალხის გარემოცვაში ვარ, რეგალიებით რო იწონებენ თავს და "აი იცი მე ვინ ვარ?" აი მაგეებით.

Tuesday 18 June 2019

IT WAS ALL A DREAM

მოკლედ, 18 ივნისიც დამდგარა.
მეც არ ვიცი რისი დაწერა მინდა, პროსტა შემოვბოდიალდი.
საერთოდაც ისეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ მინდა ვიჯდე და საინტერესო წიგნები ვიკითხო, დედაჩემი გაკეთებული კომპოტი ვსვა (ატმის და კენკრის ერთად), ფეხები სადმე სკამზე მქონდეს შემოწყობილი, ბუნებაში, აი დაახლოებით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რომაა ფილმი, მანდაა ზუსტად. თავისთვის, მარტო რომ გადავა ქალი საცხოვრებლად, აივანთან მიიდგამს სავარძელს და ტკბება თავისი არც თუ ისე კარგი ცხოვრებით.

Monday 27 May 2019

Closed Circle

ამასობაში 27 მაისი მოვიდა,
ვერ ვიტყვი რომ იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, უკეთესი პერიოდებიც ყოფილა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი დროებითი და ყველაფერი წარმავალია.
სულ მაინტერესებს სიყვარულიც დროებითია თუ არა?

მე ისეთი ვარ მინდა დროებითი არ იყოს, მინდა მუდმივი იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მემგონი რომ არ არის მუდმივი, დიდი გოგო ვარ უკვე, 26 წლის ვარ (ამ სიტყვებზე ერთ 20 წელში ალბათ მაგრად გამეცინება, მაგრამ მაინც), ხოდა არვიცი უნდა მჯეროდეს თუ არ მჯეროდეს იმისი, რომ რაღაცები მუდმივიცაა, მინდა რო მჯეროდეს ხანდახან, მაგრამ არვიცი, მჯერა თუ არა.

ახლა სამსახურში ვარ, ღამის ეკონომიკის განვითარებაში დავიწყე მუშაობა, სამუშაო საინტერესოა, საქმე ბევრია, მაგრამ ბიუროკრატია პროცესებს მაგრად ანელებს.
კი, ბერლინი მენატრება, მაგრამ კი, იქ რო ვარ აქაურობა მენატრებახოლმე.

Wednesday 16 January 2019

Location Unknown ◐

მოკლედ, ეს ბლოგი ჩემი მახსოვრობაა, ამიტომაც სანამ კიდევ მახსოვს რაღაცები რაც მინდა რომ მახსოვდეს, ან პირიქით რაც არ მინდა მახსოვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია,
მანამდე დავწერ


ჩემი 26-ე დაბ.დღე მე და ნატალიამ 28 ივლისს, მოგვიანებით, ერთად გადავიხადეთ. მთელი წელი ბერლინში არ უწვიმია და სწორედ მაგ დღეს, როცა ვერანდაზე ვგრილავდით, ამოვარდა ქარი და ატყდა საშინელი წვიმა. რომელმაც მალე გადაიღო, მაგრამ სანამ გადაიღებდა, ყველაფრის ქვემოთ- ფართის ოთახში - ჩამოტანა მოვახერხეთ, გრილიც გარეთ დავდგით და ფაქტობრივად წვიმას ხელი არ შეუშლია )

ამის მერე კიდევ დიდი ტექსტი მეწერა რომელიც გუგლ თრანსლეითში წერის გამო წამეშალა, ფააქ