Monday, 26 September 2011

Fact : we are what we believe ourselves to be

ზოგი ადამიანი რა ძლიერია მიკვირს, მაგალითად ჩემი დეაკო, შვილი ცუდად ყავს, იცის რომ შეიძლება ვერასდროს დაინახოს, თვითანოც ცუდად არის ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ მაინც სულ იღიმის, ერთს არ დაიწუწუნებს, არც კი გაგრძობინებს... თუ არ იცი ვერც მიხვდები რო რამე პრობლემა აქვს. როგორ მეცოდება, მეტირება ხოლმე რო ვუურებ, ყველაზე გასაკვირი რა არის იცი? მისი შვილი, ბავშვი რომელიც ჯერ წესიერად ვერ აღიქვამს სამყაროს, რამდენჯერაც არ მოვეფერე იცინის, სულ მიცინის, ისეთი საყვარელია და უმწეო.
ძალიან ვაფასებ ეგეთ ადამიანებს, მაინც არ ნებდება, ყურები არ აქვს ჩამოყრილი, "ახალი ოჯახის" წევრების ნათქვამს შეძლებისდაგვარად არ აქცევს ყურადღებას, ახლა ვათვალიერებდი ფოტოებს და ვფიქრობდი, ალბათ რა ცუდადაა როცა თავის თავთან მარტო რჩება, თუნდაც ძილის წინ ხომ ყოველთვის არის ის პატარა წამი როცა სულ მარტოები ვართ?! ძალიან ყოჩაღი გოგოა, უთბილესი და უსაყვარლესი... მართლა ღმერთს ვთხოვ რო თავის პატარასთან ერთად ბედნიერი იყოს. ალბათ რა ძნელია როცა სხვისი ჯანმრთელი შვილების გვერდზე შენი მაინც იჩაგრება, მშოლისთვის მაგაზე საშინელება რა უნდა იყოს?!
იმიტო დავწერე ალბათ აქ ეს ყველაფერი რო ახლა თითქმის ღამის სამი საათია, უცებ ჩავფიქრდი, არც არავინ მყავს ახლოს რო გავუზიარო, მაგრამ რომც მყოლოდა არამგონია ასე გამომეხატა...
ძალიან მინდა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობდნენ და ყველანი ბედნიერები ვიყოთ.
ხანდახან ვრწმუნდები რომ არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს ან რანიც ვართ...
ისე ამ ბოლო დროს მეზარებახოლმე წერა, მინდა მაგრამ მეზარება რაღაცნაირად, სულ დაკავებული ვარ ალბათ და ვიცლები დღის მანძილზე.
პ.ს თეატრალურში გადავედი "არტ მენეჯმენტზე" და music box-ზე ამიყვანეს სტაჟიორად, 2 გადაცემა ჩავწერე უკვე, დღეს ტივიში ვყოფილვარ და ვერ ვნახე, არაუშავს
წავედი ახლა, ხვალ 12ზე მაქვს ლექციები
გკოცნით, კიწი :*

5 comments:

  1. გოგო რა ჭირს? როგორ შემეცოდა, მეც გული დამეწვა...
    გილოცაავ ახალ წარმატებებს :*

    ReplyDelete
  2. გოგო რავიცი, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა ფეხმძიმობის პერიოდში, არ ეგონათ ვაფშე ბავშვი თუ გადარჩებოდა... 2ივე თირკმელის ფუნქცია მოეშალა, ერთი გაუუქმდა და საზღვარგარეთ იყო, გადაუნერგეს...
    მადლობ ლან :*:*

    ReplyDelete
  3. კიწი, ჩემო კარგო ღმერთს მეც ვთხოვ რომ კარგად იყოს..
    შენ სად გიყურო მითხარი? მინდა, ჩემი ბლოგის მეგობარი დავინახო :):*
    იგ

    ReplyDelete
  4. წარმატებები კიწი <3

    მართალი ხარ, საშინელებაა იმის ყურება შენი შვილი როგორ ცუდადაა შეიძლება ვერც ვერაფერი გააკეთო. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

    ReplyDelete
  5. IG რა საყვარელი ხარ :"> :*
    შემოვალ შენთან და დაგიდებ ლინკს ჩემო კარგო :)

    ჰო, საშინელებაა, მადლობა :*

    ReplyDelete