Monday, 31 October 2011

AFW ...

კიდევ ერთი fashion week, ამჯერად ანაკლიაში ვიყავით, კარგი იყო, ძალიან კარგი, ოღონდ ანაკლია იყო ძალიან კარგი, დამიჯერეთ ბევრად განსხვავდებოდა ჩვენი სამოსი ამ ფოტოზე რასაც ხედავთ იმისგან... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიზაინერები, უცხოელი დიზაინერები, პარიზის და ლონდონის fashion week-ში მონაწილეობდნენ. თუმცა პირველ კოლექციას არუშავდა, კარგიც კი შეიძლება ითქვას, 3 ჯერ მომიწია 1-ზე გამოცვლა. დიზაინერებმა ცოტა დაგვცოფეს და კიდე ერთმა ზედმეტად აქტიურმა ქალმა, არ ვთვლი საჭიროდ დავასახელო თუ ვინ იყო )) საბოლოოდ ყველაფერმა ჩაიარა კარგად. უკუღმა რატო დავიწყე მოყოლა?! 6 საათზე მეტი ვიყავი გზაში, ბოლოს ჩემი და სკამის გარჩევა შეუძლებელი იყო ერთმანეთისგან, მივესკამე )) სასტუმროს მაგივრად "გესთ ჰაუსში" დაგვაბინავეს ღამის 3 საათზე,
ისე ციოდააა!! კიდე კარგი რო ყველა სიტუაციას ადვილად ვერგები, არ გამჭირვებია, არც მიწუწუნია, გოგოებს შესცივდათ  ძაან, არადა მე მეგონა ძალიან მცივანა ვიყავი. დილის ცხრაზე თუ 9ის ნახევარზე ავდექით, არადა 5ის ნახევრამდე გვეღვიძა, უბრალოდ იცი რა იყო ძაალიან მაგარი?! თბილისში ისე ციოდა, ღრუბლები იყო, წვიმა, იქ კიდევ მზის სხივებმა გამაღვიძა <3 ფანჯრიდან ზღვა ჩანდა, მაგ დროს იეთი ბედნიერი ვარ ვერაფერი მიფუჭებს განწყობას!
პირველი წამოვხტი, ჩავიცვი ცოტა წუწუნით და კბილები უყინულესი წყლით გავიხეხე, მარა მაინც ბედნიერი ვიყავი, გავედი აივანზე და ზღვის ხმაც კი მესმოდა, ისე ავჟიტირდი, ისე!!)) ჩვენმა მასპონძელი ქალი ღამე გვეკითხება საუზმეზე რას შეჭამთ? ალბათ ჩაის დავლევთმეთქი(თავისი ყველაფრიანად ვიგულისხმე) და ისეთი საწყალი სახით შემომხედა, "ალბათ პურს არ ჭამთ, ჰო?" და ჩვენი პასუხი ერთად და ერთხმად იყო, როგორ არაა!!! ხოდა ძალიან გემრიელი მეგრული სულგუნი, ფუმფულა პური, ჩაი და რაღაც-რუღაცები დაგვახვედრა დილით, მერე ცოტა ვიჭორავეთ, მძღოლმა მოგვაკითხა და წავედით სასტუმროსკენ...
.... წინა ღამე, 9 საათი, ველოდებით მძღოლს, სააგენტოსთან, 10ის 10 წუთი - ველოდებით მძღოლს ისევ სააგენტოსთან, 10ის 30 წუთი, ველოდებით ისევ მძღოლს, მაგრამ ამჯერად MCთან დახვედრას მოითხოვს, ბოლოს ვუხსნით რომ რუსთაველიდან ლესელიძისკენ მარტო ერთი ჩასახვევია(!) და მოდის! ჩვენდა მოულოდნელად ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა, სადაც ვთხოვეთ ყველგან გაგვიჩერა, რაც ვთხოვეთ ჩაგვირთო, 18 კაციან მარშუტში 5 გოგო ვისხედით.

ქუთაისის MCთან რო მივედით ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვიფსავდით ქვეშ, მოკლედ რო ვთქვა )) ღამის 1-ლი იყო და მარტო "მაკ დრაივი" მუშაობდა, თან გვშია და ველოდებით შეკვეთას, თან მე არ ვნებდები და ვეხვეწები რო შეგვიშვან ტუალეტში, წინ კიდე 2 საათამდე გზა გვაქვს გასავლელი. ბოლოს გაჭრა და 5 გოგო რო შევფრინდიიით )) არიცით რა ხდებოდა, მერე ავიღეთ ჩვენი საჭმელი და დავუბრუნდით მარშუტსა ჩვენსა )) ჭორაობ-ჭორაობაში ანაკლიაშიც ჩავედით და ასე მოვხვდით სასტუმროს მაგივრად ზემოთ ხსენებულ სახლში.  ისევ 30ს დავუბრუნდეთ, მივედით ე.წ ბექსთეიჯში(ძაან მეზარება ინგლისურზე გადაყვანა, ასე წაიკითხეთ არაუშავს) დიზაინერებმა გვიბრძანეს გახდა და ამოწმებდნენ ფეხებსა ჩვენსა)) მერე ზოგი გოგო გაუშვეს, ჩვენგან არავინ და დაიწყო თითქოსდა დაუსრულებელი რეპეტიცია-პრიმერკა-რეპეტიცია-ეზო-ყავა-სიგარეტი-ჭამა-დაბანა(დაბანაზე ვიომეთ და ვიბრძოლეთ, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, ყველა გოგოს ნომერი იყო დაჯავშნილი ჩვენების გარდა, რაღაც გარღვევა მოხდა, ჯანდაბა, რავიცი მე, მარა ისეთი ბედნიერი ვიყავი ბანაობის შემდეგ როგორც მზის დანახვისას)-პრიმერკა-ჩხუბი-თმა-მაკიაჟი-დიზაინერები უკვე ნერვიულობის ზღვარზე არიან და ჩხუბობენ, ერთი ქალი ჩემ გარდა ყველას ეჩხუბა მგონი :/ მერე ერთი გამოცვლა, მეორე, მესამე, მერე შესვენება 10 წუთი, ისევ გამოცვლა, მაკიაჟის გადაკეთება, გამოცვლა! ასე რომ სულაც არაა ადვილი საქმე, მითუმეტეს მშიერ კუჭზე)) ძლივს მორჩა ყველაფერი, უუ ტაშიი და გავიქეცით ნომრებში, გამოვიცვალეთ ელვის სისწრაფით, მეორე სასტუმროში გადავედით, მაგრამ ისე მოხდა რო ფურშეტზე დავაგვიანეთ და თითქმის აღარაფერი აღარაა, არადა როგორია ხედავ რო ხალხს იმდენი რაღაც აუღია ვერც ჭამენ. ავტეხეთ უკვე ერთი ამბავი, ამოვიდა ყელშიი)) შეგვიკვეთეს მწვადი, ხაჭაპურები, ფრი და ა.შ, მაგრამ! კიდევ ერთიო მაგრამ და კიდევ ბევრი მაგრამ იქნება ალბათ)) ჩვენი მეგობარი ცუდად გახდა, დაემართა კუჭზე შეტევა, მოგვიწია ჯერ გარეთ დახვედრა, შედეგად ახლა ყელი მაგინებს, მარა ისე შემეცოდა, მერე ავიყვანეთ ძლივს ნომერში, მეორე ნომერზე უკვე მე ვიომე, მერე მოგვცეს მე და ნინუცას, მანამდე ეს 5 გოგო ერთ ოთახში ვართ, თან ვიცით რო ამ 5 ვარსკვლავიანში ცხელი წყალი გაფუჩდა, 3იანში(რომელიც მე უფრო მომეწონა) არის. ნუ რას ვიზამთ გვისვია შპაკლი და ვართ "ბედნიერად" ამასობაში მოვიდა სასწრაფოც, საწყალ ნათიას 3 ნემსი დაარჭო :/ რო დამშვიდდა მე და ნატა გავიქეცით და 1-1 მწვადის ნაჭერი ვითრიეთ, არ უნდოდათ სხვებს ))
მერე იქითა სასტუმროდან ბარგი გადმოვიტანეთ, ნომერში მოვთავსდით, ცხელი წყალიც მოვიდა, ვიბანავე კდიეც, მაგრამ(!) ნინუცა მირეკავს და მეუბნება რო ნათია ცუდათაა ისევ და მე ნახევრადმშრალი გავრბივარ, ღმერთს მადლობას ვუხდით რო გადარჩა, ძილში არევია გული და მაგაზე გამოღვიძებია, ნინუცასაც გაუგია, მოკლედ ისევ დავრეკე ე.წ "რეცეფციონში"<< ასე ეძახდნენ და მერე მიდი ნუ გაიცინებ )) ამოვიყვანეთ დამლაგებლები და უკვე მივხვდი რო მეც გულის რევის შეგრძნებას მაძლევს, სიცივეზეც ცუდად გავხდი ალბათ, ცოტა ხანს გავჩერდი, ღამის 4 იყო უკვე, მერე მაპატიეთ მარა უნდა დავწვემეთქი, კიდევ კარგი წავედი, ჩემ ბიჭთან ლაპარაკმა გამომიყვანა ცოტა, ბოლოს მარტო იმას ვუსმენდი და წავითიშე ეგრე, ალბათ დილის 5ისკენ იქნებოდა ეგ ამბავი. ისევ დილის 9ის ნახევარზე გვირეკავენ, არა 8ზე მგონი "რეცეპციონიდან" და გვეუბნებიან რო მარშუტკა მოვიდა და ჩავიდეთ, ძლივს ავეფხიკე, მართლა ძლიიივს! როგორია 2 დღის უძინარი რო ხარ. დავადექი გოგოებს, გავაღვიძე ნინუცა და დიიიდი წვისა და დაგვის შემდეგ ჩავედით ქვემოთ. ახლა ვსხედვართ კუკუებივით )) ისე ვჯუთხულობ, სხვათაშორის - ნეტა  ყავას არ დაგვალევინებეენ? (გასვლამდე 10 წუთით ადრე) და ერთი ქალი გვეუბნება რო გაშლილია სუფრა, დავდექით დილემის წინაშე,მარა გადავწყვიტე მაინც მეჭამა, ცოტა მარა მაინც, ვჭამე და წამოვედით ვიზაჭისტებთან და სასტავთან ერთად. ზგაში დავბერდი, დავმწნილდი, აუ ახლა ზურგი ამტკივდაა :შ (რატო არ მიკვირს ნეტა?!), მიგვიყვანეს ისევ რუსთაველამდე და ავედით სააგენტოში, ვიჭორავეთ ბევრი თუ ცოტა და დავიშალეთ, აი ასეთი იყო ანაკლია-თბილისი. იმდენი ხანია არაფერი დამიწერია შოკში ვარ უკვე )) პ.ს ანაკლია ნახვად ღირს! მართლა ღირს, ამ დროს რო ფანტასტიური ამინდია და 25 გრადუსია თან! მაგარი იყო მაინც, ყველანაირი "მაგრამის" მიუხედავად!:)
მომავალ წაკითხვამდე ხალხნო )) კიწი *
პ.ს.ს ამხელა "პოსტი" არასდროს დამიწერია :პ და კიდევ, სანამ დამავიწყდა, გუშინ მაგრად ვიკაიფე იცით რაზე?! მაგარი შეგრძნებაა, ხალხი იმის გამო ირჭობს "ტრაკში პეროს" რო შენი ჩვენების სანახავად მოვიდეს )) ჰაჰაჰა, მაგარია არადა))

11 comments:

  1. უფ,რა გიშრომიაა :)

    ReplyDelete
  2. მოკლედ რა ქეთ კი გადახდენია ამები )))
    ის ვერ გავიგე დიზაინერებმა რატო იჩხუბეს?:დ

    ReplyDelete
  3. ketusi კი კი, მაგრად ))

    ლაან რავიცი მე, ნერვული აშლილობა ქონდათ უკვე და მაგიტომ ალბათ ))

    ReplyDelete
  4. ის ვერ გავიგე ფეხები რატო შეგიმოწმეს :)))

    ReplyDelete
  5. ვერც ჩვენ გავიგეთ, კითხე აბა, შარვალშიც ხო გვიჩანდა,
    მოწესრიგებული გვქონდა თუ არა ალბათ ეგ აინტერესებდათ და ერთი ძაან მაინტერესებს რომელი იდიოტი მივა პრიმერკაზე და ჶეშენ ვიქზე გაბანჯგვლული ?!))))

    ReplyDelete
  6. კიწუნია, სითბო, სითბო..
    თბილა...
    რა კარგია შენი ბლოგი და პოსტების კითხვა... :*

    ReplyDelete
  7. Anaklia Fashion Week- ღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის :)

    რას გერჩოდნენ გესთ ჰაუსში რომ დაგაბინავეს?

    ReplyDelete
  8. მაცი მომენატრა შენი კომენტარების ხილვა :*

    თაა რავიცი მე, დაგვაბინავეს, რა ენაღვლებოდათ ))

    ReplyDelete
  9. Kiwi

    rodis chatarda da visi chvenebebi iko?
    tavidan ar mjeroda Anaklia rom axsenes da martla chatarebula :D

    ReplyDelete
  10. როდის? წინა კვირას იყო დახურვა, დახურვის დღესგამოვდიოდი მე უცხოელი დიზაინერების ჩვენებაზე,
    წინა 2 დღე მეგრელი დიზაინერები იყვნენ :)

    ReplyDelete
  11. Thanks and I have a super supply: What Was The First Home Renovation Show split level house renovation

    ReplyDelete