Wednesday, 20 July 2011

batumi - tbilisi ♡

ყველანი ერთად წავედით, გოგოები, პირველ დღეს ცუდი ამინდი დაგვხვდა... მატარებლიდან ერთად ჩამოსულ დაახლოებით 40 ადამიანს ეგრევე გვეცნენე, ---სახლი გინდათ? ტაქსი?!
2 სამარშუტო დაგვჭირდა სასტუმრომდე მისაღწევად, პირველი რაც სასტუმროში შესვლისას გავაკეთე; ზენიტი ავიღე, ეზოში გავედი და ფოტოები გადავიღე ზღვას, ჩასვლის წუთები რომ დამმახსოვრებოდა. პირდაპირ სანაპიროზე იდგა ჩვენი სასტუმრო. ზღვა საოცრად ბინძური იყო. სარფში ვყავდით ერთხელ წაყვანილები. ძალიან მაგრად ვერთობოდით, ვისვენებდით, ყოველ ღამე მივყავდით გასართობად, მაგრამ დილით ადრე ადგომა გვიწევდა სამწუხაროდ, შესაბამისად ისეთი უძილო დავბრუნდი... მაგრამ დაბრუნებაზე მერე, ჯერ ბათუმშჲ ვართ ისევ )) შიდა აუზი გვქონდა, როცა არ გეზარებოდა იქ ვცურავდით, roommate
-ები კარგები შემხვდნენ და მოკლედ არ ვიწყენდით ერთად, ე როგორც ყოველთვის ყველას ვუვლიდი ვინც ცუდად ხდებოდა)) სოფო მოპწამვლის მერე მთელი სამი დღე მეკითხებოდა, ქეთა რა ვჭამო? ქეთა ეს მეჭმევა? და ა.შ
ფინალის დღეც ისე მალე მოვიდაა... მშვენიერი შოუ გამოვიდა მე თუ მკითხავ, ტელეფონები გვაჩუქეს ყველას, ათეულს +2 პრიზი თუ არ ვცდები. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, ძალიან. ჩემი ბიჭი და ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ რაც მთავარია, "აფთერ ფართიზე"ც მშვენივრად გავერთეთ "აკროპოლისში", სასმელი უფასო გვქონდა თან, თურმე რა კარგია როცა სასმელი უფასოდ გაქვს )) 3 დღე ვიყავით ერთად რაც მთავარია, მარა გავაწამე ჩემები, სულ მეძინება მეძინება-მეთქი ვამბობდი, მაგრამ მაინც მოვახერხეთ კარგად გართობა, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, პინგ-პონგისა და ჯოკრის  თამაში, ფოტოების გადაღება, ბეეეევრი ჭამა, ცოტა ზაგრის მიღება, სეირნობა, "გაბუტვა" და რავიციი ))
:))))))
ბეეევრი მხიარულება და სიცილი რაც მთავარია. ბილეთები არ იყო და გამომგზავრება 1 დღით გადამედო, თავიდან ვიფიქრე დედი არ გაბრაზდეს-მეთქი, მაგრამ როცა ავუხსენი სიტუაცია საერთოდ არაფერი უთქვამს, პირიქით ყველას აკოცე და უთხარი რა კარგი ბავშვები არიან რო ჩამოგაკითხესო ♡  ხოდა ეგრე... მე და ბუბუ ერთად წამოვედით ესვეთი, დღისით. თავიდან ისეთი გათიშულები ვიყავით რო თავი დავდეთ თუ არა ჩაგვეძინა. 1 საათსი გაგვეღვიძა დაახლოებით, ტელევიზორიც გვქონდა და მოკლედ ისე გავერთეთ რო ვერც გავიგეთ როგორ ჩამოვედით თბილისში. უკვე საღამო იყო, ღამით ჩემი ბავშვებიც ვნახე ცოტახნით და ფილმის ყურებისას ჩამეძინა... :) გუშინ საკმაოდ გრძელი დღე მქონდა, დღისით ჩემს გოგოებთან ერთად "პროსპეროს წიგნების" კაფეში ვიყავი, მერე ჩემი ბიჭი მოვიდა და წავედით კინოში ყველანი ერთად "ჰარი პოტერზე", იქიდან სახლში მივედი და ბოლოს არტ-გენით დავასრულე, ქათამაძის კონცერტი იყო და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი სიმართლე რომ ითქვას )) დღეს ლანკა ვნახე, მთელ 2 ფილმს ვუყურეთ )) ზღვაზე ისე მომენატრა ფილმების ყურებააა... წიგნი კი მქონდა წაღებული ისე, ვკითხულობდი. მოკლედ დასვენებული და კმაყოფილი ვარ ძალიან, ზეგ რაცხა

'კ'ასტინგი მაქვს და ვნახოთ რა იქნება აბაა :)))

წავალ ახლა, როგორ მომნატრებია აქ წერააა <3 
კიწი :*

6 comments:

  1. პოზიტიურია:)

    ReplyDelete
  2. გუდ ვერი გუდ :)) :***

    ReplyDelete
  3. რა მაგარიაააა....
    როგორ მომენატრა შენი პოსტებიიი...

    ReplyDelete
  4. ლაააან :* <3
    wantfun მიხარიააააააააა :>

    ReplyDelete