Saturday, 19 March 2011

რაღაც...

სათაურებს ვეღარ ვარქმევ "პოსტებს" და ვეღარც ვწერ მემგონი, როცაა წერა მინდება არ ვზივარ კომპიუტერთნ, როცა კომპიუტრთან ვზივარ კიდევ ან არ მეწერინება და ან არ ვიცი რაზე დავწერო, ან ვიცი და სხვა რაღაცებზე გადამდის ყურადღება :) ხოდა მოკლედ დღეს ანის გადავუღე ფოტოები ზენიტით, ჩავედით პლეხანოვზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენს "კოდაკში" სკანერი ქონდათ გაფუჭებული, გაგვაგზავნეს რუსთაველზე, თან უუუზომოდ დაღლილები
ვიყავით უკვე ამდენი ბოდიალით, ჯერ სანამ ბოტანიკურში ავედით და იქ ხო ვიარეთ კიდევ ბევრი, მერე იქიდან ჩამოვედით, სანამ სამარშუტო მოვიდა... თან პლეხანოვი ახლა ისე გადაგვითხარეს რო გავლაც დაგეზარება 2 ფეხის ნაბიჯზე, არადა მიყვარს ფეხით სიარული ძალიან * მოკლედ... ავედით რუსთაველზე, ახლა აქ გაფუჭებული გვაქვს რითაც ფირი მჟღავნდება ისო, მარჯანიშვილზე ჩადითო, თან ვერ ვიტან "რუსთაველის კოდაკის" გოგოებს, გაღიმების ნაცვლად გიღრენენ, მაინც ვერ ისწავლეს ჩვენთან რა! ვუთხარით რომ იქ უყვე ვიყავით და მათნაირი მჟავე სახეებით გამოვბრუნდით უკან :)
მერე გვანცა უნდა მიმეყვანა სააგენტოში და დააგვიანა, მაინც მივედით საბოლოოდ, ნინო დაგვხვდა თვითონ, მოეწონა ძალიან მაგრამ უნდა დაიკლოო, მეც შემახსენა დიეტაზე ხო ხარო?!:) 2შაბათიდან ვიწყებ რაღაც ახალ დიეტას და ვნახოთ აბა, ხვალ შევჭამ კარგად ზატო :P ელენეც ვნახე დღეს.
ჩემი ბიჭის ლეკვი კიდევ ხო სულ ფეხებში მედება, დებილია რაა, ჯერ წესიერად არ იცის ქუჩაში სიარული და წინ წასვლის მაგივრად უკან მოგყვება, საყვარელია, მაგრამ არ ველაპარაკები(ძაღლს)!:))) აბა იმდღეს მკბენდა და, მერე რა რო პატარაა ვაა, მეც პატარა ვარ თუ ეგრე წავიდა :">
ჰოდა კდევ რა ხდება ისეთი, განსაკუთრებულიუსი?! 2შაბათიდან ისევ "პირნათლად" ვივლი ლექციებზე, ერთი კვირა ჩემს თავს შედარებითი დასვენება მოვუწყვეე ;))
მეკუთვნოდა!
იცი რა? გრძელი თმა მინდა ისევ, უკვე ისე მომბეზრდა, ისე, ისე რო მეტი აღარ შეიძლება, წავალ ახლა მე, ბლოგზე რაღაცებს შევცვლი იმედია, არ მომწონს ასე რაა!!
კიწი*

10 comments:

  1. gogo ra dietas, mec mitxari : ))))))))) ver davicav mara mainc

    ReplyDelete
  2. კი გეტყვი, დიდია ძალიან და გამოგიგზავნი თუ გინდა, დღეების მიხედვითაა და თან ადვილია :>*

    ReplyDelete
  3. სულ უფრო და უფრო მომწონს შენი ბლოგი :))

    ReplyDelete
  4. wantfun < მადლობ *)

    ReplyDelete
  5. მეცილებიან შენი ბლოგის სიყვარულში.. მმ, ჰო კარგის, არ ვიქნები მესაკუთრე და სხვებსაც გავუნაწილებ..
    ჰეჰე, შენ თუ კიდე დიეტა გინდა, მაშინ მე დიეტა კი არა, რამე ისეთი მჭირდება..
    გიხდება მოკლე თმა, ძააალიან გიხდება..
    შენს სახეს უხდება..
    უცნაური სახე გაქვს..
    ისე გრძელთმაში უფრო რაღაცნაირი ნაზმაზუნა ხარ.. ^^

    ReplyDelete
  6. მააციი მადლობა ჩემო კარგო ;;)
    მოკლე თამ შემცვალა უფრო, ვერ მცნობდ ხალხი და თავიდან გოგოების ტუალეტში ბიჭიც ვეგონე 1-2 ჯერ, ძალიან ოკლედ სამამ მქონდა :)) მიეჩვივნენ,
    ცო ყველას უკვირს რო დიეტა მჭირდება, მაგრამ ერთი 3 კილოც და იდეალურად ვიქნები საერთოდდ ;)) :**
    გრძელი თმა კიდევ ეხ

    ReplyDelete
  7. მენატრება უკვე, მაგრამ შეგუებული ვარ რო არ გამეზრდება ჯეერ :-)

    ReplyDelete
  8. ცოტა ხნის წინ დავწერე პოსტი და საღამოს გამოვაქვეყნებ..
    მეც ბიჭი ვეგონე ვიღაც ქალს და საერთოდაც, ბიჭები აღარ მიყურებდნენ მაშინ, მოკლედ რომ მქონდა თმა, ფფ.. : დდ

    ReplyDelete
  9. :)) მე მიჩვეული ვიყავი კვე რო ტუალეტში ვაშინებდი ხალხს >:)
    მარა ბიჭები მაინც ვერ მოეშვნენ ყურებას რაა:)))

    ReplyDelete