Thursday, 4 August 2011

უბრალოდ

უბრალოდ მომენატრა აქ წერა, უბრალოდ მომენატრა ზღვა, მომენატრა უბრალოდ სეირნობა, უბრალოდ მე, უბრალოდ შენ, უბრალოდ ჩვენ, უბრალოდ ბევრი რამე მენატრება ხოლმე; თუნდაც თბილისის ხედების ცქერა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. უბრალოდ სიჩუმეც გვიყვარს რომელიც ჩვენს შორისაა ხანდახან, შიგადაშიგ, საჭირო დროს და სიყვარულითაა გაჟღენთილი, მიყვარს ერთად ყოფნა, ბედნიერად, ღიმილიანად, ესეც ისე, უბრალოდ... მიყვარს შენს თვალებში      ჩახედვა და იმის ფიქრი რო უბრალოდ ძალიან მიყვარხარ, არა, უბრალოდ არა! უზომოდ... უბრალოდ მიხარია რომ ასე გამიმართლა და შენნაირი საყვარელი ადამინი მყავს გვერდით, რომელსაც შეგიძლია ყველანაირად ენდო,  იცოდე რო გაგიგებს, მოუყვე ყველაფერი რაც მოგინდება რომ მოყვე, თქვა, გამოხატო... უბრალოდ იყო ის
ვინც ხარ და არა ის როგორსაც სხვები აღგიქვამენ...
უბრალოდ ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, შენით, ჩემით, ჩვენით... უბრალოდ ძალიან გამახარა შენმა მოყოლილმა ამბებმა გუშინ, თუ დღეს, ღამის 5 საათი რადაც ჩაითვლება მაგან^^ ბევრი ბევრი ემოციაა ჩემში, დადებითები, ღიმილნარევები, ტკბილი, უბრალოდ ბოლომდე ძნელია გამოხატვა ხო იცი?! "ენაჩავარდნილობის" არ იყოს ;)) ♡  ჰო, ეს როგორ მავიწყდებოდა რომ ჩემი ახალი სიმღერა (მე რო მეკუთვნის და შენ რო დაწერე აი ეგ♡ ) ძალიან მომწონს... ხო იცი, უბრალოდ ყოველთვის მიყვარს შენი მოსმენა...
მიყვარს, მიყვარს, მიყვარსს!!!! 
♡  უბრალოდ - კიწი *

4 comments:

  1. კიწი, უბრალოდ მეც მენატრება წერა, დასვენება.. მენატრება ყველაფერი.. გიჟური გრაფიკით ვმუშაობ და გადავდივარ ნელ-ნელა ჭკუიდან მგონი :/ და კიდევ, უბრალოდ ძალიან მომწონს შენი ბლოგი!! <3

    ReplyDelete
  2. IG გამახარა შენმა კომენტარმა, მეც მენატრებახოლმე, უბრალოდ...
    მადლობ, ხანდახან ისეთი გადაღლილი ვარ რო კომენტარის დაწერაც რაღაცნაირად მეძნელმეზარებახოლმე :( უბრალოდ მადლობ:*

    ReplyDelete