მარტოობაში გამეფებულა სიჩუმე, თვითონ ცუდად ხარ და ცდილობ სხვას დაეხმარო, საკუთარ პრობლემას ჭრი, მაგრამ გული მაინც ძალიან გტკივა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ... მაინც შეუხორცებელი ჭრილობაა ჯერჯერობით, რომელიც საუკუნოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაგიტოვებს თავხედურ ნაიარევს... ყოველ შეხედვაზე ისევ გაგახსენდება, გაგიკვირდება თუ რამ შეძლო ასეთი დიდი გრძნობის და ამხელა სიყვარულის შეცვლა...
სხვასაც იმასვეს ურჩევ : "არ ღირს თავის დატანჯვა როცა ვერ გაფასებენ, დამიჯერე! "





