რაღაც მოულოდნელი მოვლენასავით დაგვატყდა თავს...
თუმცა სასიამოვნოა ყოველივე ეს,
მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელობები არ მიყვარს(თუნდაც კარგი),
ვიცი, ამაში არ მეთანხმები :)
თუმცა მე თუ მკითხავ საერთოდ არაა საჭირო
ყველაფერში დავეთანხმოთ ერთმანეთს,
ყველაფერში დავეთანხმოთ ერთმანეთს,
პირიქით - როგორც არ უნდა ვგავდეთ, მაინც + იზიდავს -
ხანდახან უსიტყვოდ ერთმანეთის გაგებაც კარგია,
კარგია რომ ყველაფერი იდეალურთანაა მიახლოვებული და არა - იდეალურია,
კარგია რომ ერთმანეთს ვავსებთ,
კარგია რომ ერთმანეთს ვავსებთ,
კარგია რომ ბევრ რამეს, რასაც სხვანი მძაფრად აღიქვამენ, შეგვიძლია იუმორით შევხედოთ,
კარგია რომ ერთად კარგად ვგრძნობთ თავს,
კარგია რომ ერთად ვართ,
კარგია რომ გვესმის,
კარგია რომ ვგრძნობთ, ვხედავთ, შევიგრძნობთ
კარგია რომ სისულელეებზე სიცილი შეგვიძლია,
კარგია რომ ბევრი ბოდიალი გვიყვარს,
კარგია რომ ყველაფერი კარგია და ერთმანეთი გვიყვარს !
P.S და კიდევ უამრავი რამეა კარგი, ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს უბრალოდ...
P.S.S წინა ბლოგის პოტებსაც აქეთ მოვათავსებ და ერთი მთიანი ბლოგი მექნება, ეს ისე, ჩემთვის - Tuesday, May 4, 2010
No comments:
Post a Comment