სინქრონული პოსტი
მოლოდინის დროს ლაპაკი სიჩუმემ შეცვალა სამწუხაროდ, ბევრი რამ მაიინც გაუგებარი რჩება. ვერ ვიტან ისეთ ფიქრს ქარბორბალასავით რომ გაიქროლებსხოლმე ჩემს ტვინში და წამიერად ამიშლის მოგონებებს, ხანდახან გრძნობებსაც კი. ვერც ისეთ მომენტებს ვიტან როცა იმედი გიცრუვდება ტყუილად, რაღც ისეთი ხდება რასაც არ მოელოდი ან ისეთი რომელიც მოლოდინს აჭარბებს... ხანდახან გაუგებარია ბევრი რამ, თუმცა მხოლოდ წამიერად, მერე გასაგებია, მერე ისევ გაუგებარი... მგონი ჯობს ეს პოსტიც მაგ წამიერ გაუგებრობას მივაწერო და დავიძინო მშვიდად, მიხარია, რომ მოვლენები ბევრად ხშირად გასაგებია, ვიდრე გაუგებარი :)
No comments:
Post a Comment