Sunday, 24 January 2021

თერაპიები * was auch immer

როგორც ჩემი თერაპევტი ამბობდა, მშობლები შვილებს ეუბნებიან, რომ მაგრები არიან დაყველაფერი გამოუვათ, ეგ კარგია, მაგრამ იმის თქმა ავიწყდებათ რომ დასახული მიზნისმისაღწევად შესაძლოა ზუსტად იმ გზის გავლა არ მოგიწიოს რაც შენ გინდა და იმ დროშიც ვერგანახორციელო, რომელშიც წარმოგიდგენიაო, ეუბნებიან, რომ ყველაფერი გამოუვათ და ეგმაგარია, თუმცა იმას თან არ აყოლებენ, რომ 1 წლის მაგივრად, მიზნის მისაღწევად, შესაძლოა5 წელი დასჭირდეთქო. 


ჩემი მშობლები გადამეტებული მხარდაჭერით არასოდეს გამოირჩეოდნენ, მაგრამ, თავისდროზე რო მსგავსი რამ აეხსნათ ჩემთვის, ბევრად კარგად იქნებოდა რაღაცები. 


ხო, იტყვი ადამიანი, რა მარტივია მშობლებს გადააბრალო ყველაფერიო, მე მართლაუკანასკნელი ადამიანი ვარ ვინც მაგას აკეთებს, პირიქით, სულ მაგათ “გამართლებაში” ვარ, საკუთარ თავთანაც კი. მაგრამ მერე იზრდები და ფენიქ ათაქების, დეპრესიის, უმადობის, ზედმეტი მადიანობის, ემოციების ჯერ დაკარგვის და შემდეგ მოზღვავების მერე გრძნობ რომ

თურმე აღზრდიდან მოდის ყველაფერი, სიტყვა ყველაფერი აქ გადაჭარბებული იქნებასავარაუდოდ, ყველაფერი არა, მაგრამ რაღაცები. 


ჩემს მეორე თერაპევტთან როცა მივედი, იმიტომ არა რომ

პირველი ცუდი იყო, უბრალოდ ასტრალურ ფასს აარტყა და თან რაღაც ახლის ცდაც მინდოდაCBT თერაპიის გარდა, ზუსტად 1,5 წუთის მერე მითხრა, შენს ოჯახში ვინ იყო ეგ “ვაიმმეე, ვაიმეე, ვაიმეე” პიროვნებაო. და მაგ დროს მივხვდი, რომ მეც ერთი სტანდარტული, მორიგიშემთხვევა ვიყავი, რომელიც არ პირველია, ვისაც შფოთვითი აშლილობისგანგანთავისუფლება უნდა და არც უკანასკნელი. 


დღეს ბერლინში ვარ, ჩემ ბიჭთან ერთად და მიყვებოდა ვიღაც კაცზე, რომელმაც ისეთიმენტალური ჯანმრთელობა გამოიმუშავა, რომ

გაყინულ წყალში 2 საათი, ტემპერატურის თითქმისდა შეუცვლელად გაძლო, ამ ადამიანს უნდარომ სამყაროს სიყვარული დაუბრუნოს, რადგან თვითონ დაკარგა. ჩემი ბიჭიც მაგ პიროვნებითშთაგონებულია და ბერლინში, -100 გრადუსში ტბაში ჩასვლა უნდა (რასაც სავარაუდოდ იზამს). ხოდა რატომ დავიწყე, ეს კაცი იმიტომ გაკაჟდა მენტალურად ეგრე, რომ

საკუთარმა ცოლმა, დეპრესიის გამო, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ხოდა გულში კივიფიქრე შენც ეგრე არ მოგიწიოს-მეთქი. ჩუმად ვუსმენდი და ეგონა რომ რასაც მიყვებოდა არმაინტერესებდა. არადა პირიქით, უბრალოდ სიტუაცია ისეთი აღწერილი იყო, და იმდენადახლოს მოვიდა ემოციურად, გამიჭირდა ტირილის დასაწყისი გადამეყლაპა, თუმცა გავქაჩე.  :) 


რა სულელები არიან ხანდახან ადამიანები, ან რა სულელები ვართ. აქ არ შემოვსულვარკარგახანია, ხოდა რომ შემოვედი მაინცდამაინც 2016 წლის პოსტი ჩავრთე, სადაც ოპერობიდანსახლში ვბრუნდებოდი და მეწერა “კიდევ კაი ფრენა მაინც მიყვარს და არ მეშინია”-მეთქი, მაგან ხო კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინა ჩემი უსუსურობა, სისუსტე და ის თუ ამ ყლეფენიქ ათაქებმა (არაბოდიში ცენზურისთვის) როგორ გამტეხა მენტალურად და როგორშეცვალა ჩემი ცხოვრება. 


ყველაზე რთულია როცა საკუთარ თავზე ბრაზდები იმის გამო, რომ

საკუთარ თავს ვერ ერევი. საშინელებაა. საშინელება. არავის არ ვუსურვებ მაგას. აქამდე არცმე მესმოდა და ვისაც არ გამოგიცდიათ, ღმერთმა არ გაგაგებინოთ კიდევ, არასოდეს.


ახლაც ვზივარ ფრიდრიჰსჰაინში, ძველი ბერლინელების ჰიფსტერა უბანია, სადაც ყველასუნდა ცხოვრება, მაღალი ჭერი და ჭერში საწოლი მაქვს, ქირაში ცოტას ვიხდი, ყველაფერიკარგადაა იდეაში და წესით უნდა მიხაროდეს, მარა იმის გამო რო

უძლური ვარ საკუთარ თავთან “მკვდარზე ვენოკ” სერიალებს ვუყურებ და წერისას ცრემლებიმომდის. 


ასეა ამჟამად ჩემი ცხოვრება ჩემო მეგობრებო. სიმსივნე ამოიღეს, საშვილოსნოშემინარჩუნეს, ღამის 12 საათია და ყველაფერი იდეალურადაა. Show must go on! :) 


Alles gut და ვითომ ყველა ბედნიერია. 


წავედი. 


სიყვარულით •


K  

Monday, 18 November 2019

........ all to be so different.

იმენა ტრაგიკომედია კიარა,  ჩვეულებრივი კომედიაა მემგონი ჩემი ცხოვრება, სავარაუდოდ სცნარისტსაც კაი იუმორი აქვს და თან მეც მიცნობს და ზღვარზე მათამაშებს, აბა ქეთა, კიდევ რამდენის გაძლება შეგიძლია საყვარელო?! -ბევრიის, ბევრის მარა აღარ მინდა უკვე, ვსო. დავიღალე. ich werde aufgeben :) და მერე რაღათი გაერთობა?!:)


და რაღაცნაირად წვეთ-წვეთად მიმატებს და ანუ სიეთი თავხედია რო ვერ ამომასუნთქა რა, გეყოს, გეყოს ვსო.

27 წლის ასაკში რო გეუბნებიან, იცი რა?! საშვილოსნოზე 17 სანტიმეტრიანი სიმსივნური წანაზარდი გაქვს, ნუ აი კაი, ნუ გეშინია კეთილთვისებიანია (მაგის არც მეშინია თან), მერე მეუბნებიან რო იცი რა ანუ დარწმუნებულები არ ვართ თუ შევძლებთ საშვილოსნო შევინარჩუნოთ, 20% არის რისკი, ზოგი ადამიანი ამბობს თურმე რო ნუ არაა ჩემთვის ეს შილი მნიშვნელოვანი და მომკალი, მირჩევნია ვიყო ჯანმრთელი და აომაჭრათ საშვილოსნო და ნუ აი არაუშავს.

მე კიდე მთელი ცხოვრებაა დედობისთვის ვემზადები

Wednesday, 31 July 2019

ჩემი საშინელი, ბედნიერების წელიწადი

თქვენც ხართ ხოლმე ეგრე, რაღაცას თუ იყიდით, ან დააშეარებთ, ან აიკვიატებთ (ფრაზას,სათაურს, წიგნს,კინოს) გგონათ რომ რაღაცნაირად გშტამპავთ?! ან რაღაცნაირად გული გიგრძნობთხოლმე წინასწარ და მაგიტო ანიჭებთ მას სპრიორიტეტს? 

ჩემი 26 წლის ბოლო დღეს ნინო ხარატიშვილის წიგნი ვიყიდე, ჩემი საშინელი, ბედნიერების წელიწადი. ხოდა ჩემი 27-ე დაბადებისდღე სწორედ ეგრე დაიწყო, 

Monday, 1 July 2019

/\

ხანდახან უბრალოდ მეც მინდა რომ ვინმემ დამიჭიროს მხარი, ისე როგორც მე შემიძლია და მე როცა მხარს ვუჭერ ეგ დახმარებაც დააფასოს.

მარა რად გინდა. 

Thursday, 20 June 2019

მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა

თბილისში ყლეობები ხდება.

რუსეთი თავზე გვაზის და დედას გვიტყნავს, ძალიან მშვიდად თან, გული მერევა ამ ყველაფერზე.

ამასთან ერთად ბვერლინი ისე მენატრება სული მტკივა.

თავისი ვაიბით, ზაფხულზე ტბებით წასვლებით და სიხარულებით.

ჩემი ავოკადოს ხით, რომელიც შვილივით გამოვზარდე და იქ დარჩა.

არვიცი, აღარ მინდა აქ რო ვუყურებ რაც ხდება და როგორი უთავმოყვარეო ხალხის გარემოცვაში ვარ, რეგალიებით რო იწონებენ თავს და "აი იცი მე ვინ ვარ?" აი მაგეებით.

Tuesday, 18 June 2019

IT WAS ALL A DREAM

მოკლედ, 18 ივნისიც დამდგარა.
მეც არ ვიცი რისი დაწერა მინდა, პროსტა შემოვბოდიალდი.
საერთოდაც ისეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ მინდა ვიჯდე და საინტერესო წიგნები ვიკითხო, დედაჩემი გაკეთებული კომპოტი ვსვა (ატმის და კენკრის ერთად), ფეხები სადმე სკამზე მქონდეს შემოწყობილი, ბუნებაში, აი დაახლოებით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რომაა ფილმი, მანდაა ზუსტად. თავისთვის, მარტო რომ გადავა ქალი საცხოვრებლად, აივანთან მიიდგამს სავარძელს და ტკბება თავისი არც თუ ისე კარგი ცხოვრებით.

Monday, 27 May 2019

Closed Circle

ამასობაში 27 მაისი მოვიდა,
ვერ ვიტყვი რომ იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, უკეთესი პერიოდებიც ყოფილა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი დროებითი და ყველაფერი წარმავალია.
სულ მაინტერესებს სიყვარულიც დროებითია თუ არა?

მე ისეთი ვარ მინდა დროებითი არ იყოს, მინდა მუდმივი იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მემგონი რომ არ არის მუდმივი, დიდი გოგო ვარ უკვე, 26 წლის ვარ (ამ სიტყვებზე ერთ 20 წელში ალბათ მაგრად გამეცინება, მაგრამ მაინც), ხოდა არვიცი უნდა მჯეროდეს თუ არ მჯეროდეს იმისი, რომ რაღაცები მუდმივიცაა, მინდა რო მჯეროდეს ხანდახან, მაგრამ არვიცი, მჯერა თუ არა.

ახლა სამსახურში ვარ, ღამის ეკონომიკის განვითარებაში დავიწყე მუშაობა, სამუშაო საინტერესოა, საქმე ბევრია, მაგრამ ბიუროკრატია პროცესებს მაგრად ანელებს.
კი, ბერლინი მენატრება, მაგრამ კი, იქ რო ვარ აქაურობა მენატრებახოლმე.