Wednesday, 29 April 2015

ამჯერად...

და რა მაქვს სათქმელი? ღამის პირველი საათია და ყველაფერი გეეენიალურადაა! სამოსელი 1-ელი ვისაც აქვს წაითხული მიხვდება, როგორ გენიალურობაშიცაა საქმე. ხვალ მაქვს დიპლომის პრე-დაცვა, მარტო 4 ბავშვი ვართ ვისაც დამთავრებული გვაქს სადიპლომო, მე მადლობებიც მივიღე, ამითი ამაყი ვარ ^^ ესეთი კარგი და საინტერესო თემა დიდი ხანია არ წამიკითხავსო, მითხრა ლექტორმა, უუ თან როგორმა ლექტორმა!;)) ხოდა ვნერვიულობ ცოტას მგონი, რაღაცნაირად მინდა რო კარგად გამოვიყურებოდე ხვალ, და როცა ეგ ყველაზე მეტად მინდა მაშინ არ გამომდისხოლმე, ასე მგონია :)) ვიფიქრე ჩემ
H&M-ის მოკლე პერანგს ჩავიცვამ-მეთქი (ერთადერთი სიტყვაა რომელზეც სულ მავიწყდება რომელია სწორი, ჩავიცვამ თუ ჩავიცმევ:)), მაგრამ დასაუთოვებელია და მაგრად დამეზარა, სიმართლე რო გითხრათ სრულებითაც არ მიყვარს უთოობა, ერთადერთი რაც სახლის საქმეებიდან მიყვარს ესაა საჭმლის კეთება. მიყვარს თანაც უზომოდ :3 გერმანიაში მაგითიც ბედნიერი ვიყავი რო რასაც მიონდოდა ვიკეთებდი და როცა მინდოა, სამზარეულოში არავინ მყავდა ხელის შემშლელი :> ეხა ვფიქრობ რო დავწვები და რამე ფილმს ჩავრთავ, უკვე ნაანხს, რო ჩამეძინოს ყურებისას ტკბილად, იმიტო რო პრესები გავაკეთე წეღან და ცოტა ჭოტივით ვარ. ბევრი კარგი რამ მოხდეს რაა, ერთი მაინ, რა იქნება?!
არც არაფერი, ცოტა დავლაგდე და დავმშვიდდე და ისე ვიყო როგორც მინდა!!)) ზაგარიც მინდა ცოტა, მარა სოლარიუმები და ეგეთები არ მიყვარს, კოშმარია ხალებისთვისაც თან. ნუ მოდის მაგისი სეზონი, არაუშავს. იმედია მომავალი წაკითხვისას გახარებული ვიქნები :)))
წავედი, გკოცნით,
კიწი 

No comments:

Post a Comment