Sunday 5 January 2014

დღეს უკვე 5–ის, 5 იანვარი, საოცრად სწრაფად გადის დრო... ახლაც ვზივარ ჩემთვის უჩვეულო დროს სახლში, ბებოსთან წამოვედი, ფელამუში დამახვედრა მე კიდე თხილს ვარჩევ, ვანაწევრებ და შიგნით ვყრი. საერთოდაც 2013–მა უცებ ჩაიქროლა, ვერც მივხვდი ისე მოივდა ახალი წელი, არც განწყობა მქონია დიდად, თუმცა მშვენივრად გავერთე ბავშვებთან ერთად, აი ისეთი თემა იყო რო – "დამელია რამე" )) მაგრამ ხანდახან ეგეც კარგია,
მშვენიერი. 1ელში მართალია პახმელიაზე(ესეც ჩემთვის უჩვეულოდ) ვიყავი და არ ვსვამდი, მაგრამ ძალიან კარგად გავერთე, ხანდახან სახალისოც კია ფხიზლი თვალით ნასვამი ხალხის ყურება, ოღონდ ეგ მხოლოდ ხანდახან. 2ში ჩემ ნიკუშასთან ვიყავით ბავშვები, მანდაც კარგი იყო, თუმცა ბევრნი ვიყავით და მაინც სიწყნარე იყო(ესეც უჩვეულოდ), რაღაც სტრანნი წელია მგონი, ჰო?)) ბევრი უჩვეულოდ გამოვიდა ამ ცოტახანში. გუშინ თამოც ვნახე, ბევრი ვიჭორავეთ წითელი ღვინის წრუპვის ფონზე ^^ ფჰჰ ცუდი თხილი შემხვდა –_– მაიმუნი ეგ )) ჰაჰ ამწამს მომწერა ნიკამ რო ვაფშე არ ვაგძელებ სმას და არც გავაგრძელებო )) ეგეც მაიმუნი :> ხოდა მოდი მეც დავიჯერებ როგორც სხვებს სჯერათ რო წელს რაღაც ძალიან მაგარი წელი დგებაო )) რავიცი, არადა ვერ ვგრძნობ და რო ვიფიქრო ხო უნდა ვგრძნობდე. მოკლედ, ჯერ წლის დასაწყისია და ვსე ვპირიძი. ხოოდა მინდა რა კარგი წელი, ბევრი გართობებით, მაიმუნობებით, სიყვარულებით, სიხარულებით, კარქ'ობებით და სასიამოვნო მოულოდნელობებით. მინდა, მინდა, მინდა!)) აი ისე, როგორც – მე მინდა პუმა!)) ეს ყოველივე კაეა :> იმედია უახლოეს მომავალში 2013–ის შემაჯამებელ ჩანიშვნებსაც გავაკეთებ, აბა პოსტებს მე არ ვწერდი თითქმის და ესე მაინც დამამახსოვრდეს. წავედი ეხა
მომავალ წაკითხვამდე
კიწი :> 

No comments:

Post a Comment