Tuesday, 18 January 2011

ჩანახატი...

... მე ოქროსფერი რუჯით მოგაჯადოვე, შენ საოცარი ღიმილით მომხიბლე. მე შენთვის ზედაც არ შემომიხედავს, შენ შეეცადე გაგეღიმამაინც ჩემთვის. მე - საღამოს მშვიდ ზღვაში მზისკენ გავცურე, შენ ნაპირიდან დაისის ცქერით ტკბებოდი, შემდეგ მე
ღიმილით ამოვედი ზღვიდან, შენ კი შეეცადე ყურადღება არ მოგექცია ჩემთვის. მე ნაპირიდან გავცქეროდი ზღვას, შენ გადაწყვიტე შეგეცურა შიგნით... მე მოუთმენლად ველოდებოდი ნაპირზე შენს დაბრუნებას, შენ უფრო გიელავდა თვალები წყლიდან ამოსვლისას. მერე დაიწყო ფიქრთა ჭიდილი... ნეტა ჩემს გვერდზე დაჯდეს რაა, აუ დაჯდეს! ნეტავ დამელაპარაკოს რააა, ხმა მაინც გამცეს! ნეტავ შემომხედოს რაა, უბრალოდ, შემომხედოს. და შენ წახვედი, დავრჩი ოქროსფერი ნარუჯით კანზე, მარტო, გახუნებული თმა ზღვის ტალღებივით მიღელავდა.
... ვიყავით მარტო; სანაპირო, მე და ზღვის მშვიდი ხმა.


კიწი*

6 comments:

  1. ოხ ეს ბიჭები... კარგი ხარ როგორც ყოველთვის.. :*

    ReplyDelete
  2. აბა გოგო აბაა ;))
    მადლობბ :*

    ReplyDelete
  3. მომეწონააა :) და მინდა ზაფხსულიიი და ზღვის მშვიდი ხმა :)

    ReplyDelete
  4. მადლობ :) მეც მინდა ზაფხული, საშინლად მენატრება ყოველთვის :|

    ReplyDelete
  5. მომეწონა, ძალიან მომეწონა.
    აი, რა კარგი და ლამაზი ჩანახატი შეიძლება გამოვიდეს ადამიანური ფრაზებითა და გრძნობებით.
    მშვენიერი იყო, გული ამიფანცქალდა.. ^^

    ReplyDelete
  6. :"> მიხარია რომ მოგწონს :*
    საყვარელო ;;)

    ReplyDelete