რაღაცნაირი მშვიდი დღეა დღეს დილიდან,  ♥ მომენატრა ჩემს დღიურში პასტით რაღაც "ინფორმაციების" ჩაჯღაპნა ;))  მაგრამ  მეზარება ხოლმე იქ წერა და მაგიტომაც ვწერ აქ. საერთოდაც ძალიან ბევრი დღიური მაქვს, ბავშობიდან ვწერდი ათას სისულელეს, ახლა კიდევ უძალიანესად მიყვარს ♥ ძველი ჩანაწერების წაკითხვა, მეცინება ჩემს სისულელეებზე,  თან უფრო პატარაობაში აი რაღაცნაირად ვწერდი, ძალიან სასაცილოდ ;)) ვიცი რო ერთ დროს ამეებზეც გამეცინება და ზუსტად მაგიტომაც მომწონს. ♥ თან კარგია საკუთარ თავთან საუბარი, ბევრი რამის გაცნობიერებაში მეხმარებახოლმე  ♪  მომენატრა ჩემი ამოჩემებული სიმღერების მოსმენა, მაგრამ
 სახლში ისეთი გათიშული ვბრუნდები ძირითადად. ახლა ეს სიმღერა მაქვს ამოჩემებული, კიდევ სხვებიც, რავიცი ბევრი ♪  საერთოდ ვიცი ხოლმე ეგრე რაღაცებზე "ჩაციკვლა" მაგრამ არის გარკვეული მუსიკა რომელიც რაც თავი მახსოვს ყოველთვის მიყვარდა, მაგალითად ბარი ვაითი, ან "ჯამიროქუაი", თუნდაც ზემფირა  ♪  ვფიქრობხოლმე იმაზე რამდენი რამე იცვლება ჩვენს გაზრდასთანნ ერთად,  მაგრამ ხომ არის საგნები, ადამიანები, თუნდაც მოვლენები რომლებიც ყველაზე ჩემია და ყოველთვის ჩემთან რჩებიან  ♪  მიყვრსხოლმე ეგეთი რაღაცების გათავისება და შემდეგ გახსენება ♥ 
არ მიყვარს ადამიანებს "სულში რო უძვრებიან" ხოლმე, ყველას უნდა ქონდეს რაღაც თავისი, ისეთი პირედი რაც მხოლოდ მისია, ან მისი და მისთვის საყვარელი ნებისმიერი ადამიანის ♥  არ მიყვარს როცა რამის თქმა არ უნდა ადამიანს და არც არასოდეს ვეკითხები, ვთვლი რომ თუ რამის თქმა მოუნდება თვითონვე მეტყვის. ♥ 
ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რამე მის ძალიან საკუთარს ეხება, თორემ ისე რამდენ კითხვასაც მინდა იმდენს დავსვამ ;)) ♥ 
დიახაც, წავედი ახლა, ჩაის დავლევ კიდევ ერთხელ  ♥  მომავალ წაკითხვამდე, კიწი ♥

 
♥ კიწი.. :)
ReplyDeleteIG
madlob IG *
ReplyDeleteგული კიწი ნოტი..
ReplyDeleteკიარადა..
ეს ჭრელი ნოტები ისეთი საყვარელია.. ^^
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
ReplyDeleteმიხარია რომ მოგწონსს