საოცრად არ მიყვარს ზამთარში ან შემოდგომის მიწურულს დილით, ადრე ადგომა. თვალ რომ გაახელ და მზის სხივების ნაცვლად ერთფეროვნებას შეეჩეხბი. თითქოს ნაცრისფერი ბინდი ეკვრება ყველაფერს გარშემო. ცივ დილას უიშვიათესია მომღიმარი ან კოპშეუკვრელი ადამიანის დანახვა, დადიან გაყინული სახეებით და არაფრისმთქმელი თვალბით. ჩემს განწყობაზეც მოქმედებსხოლმე ამინდი, მაგრამ ვცდილობ მაინც ღიმილით დავიწყო დილა :) ძალიან მიჭირს თბილი საწოლის დატოვება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებლობის გრძნობა მჯობნისხოლმე და მეც ვდგები:) მაგრამ...
როგორც ყოველთვის რეკორდული სისწრაფით მიწევს ნახევრადმძინარს ჩაცმა, მოწესრიგება, ჩაის დალევა და პლეხანოვზე ჩარბენა მარშუტის დასახვედრად. ძირითადად 5 წუთით ადრე მაინც ვასწრებ მისვლასს :> :)) არა, არ მეხალისება :)) უბრალოდ, თუ დამაგვიანდა "ქუიზს" აღარ მაწერინებენ, ამიტომ ჯობს ცოტათი ადრე მივიდე. "საოცარი" გრაფიკი აქვს ჩვენს უნივერსიტეტს რა, კვირას ლექცია გაგიგია?! ხვალაც ლექცია მაქვს, აღდგენა :| არადა როგორ მინდახოლმე გამოძონება ;)) თუმცა თითქოს რაღაცნაირად შევეგუე და გადავერთე ასეთ გრაფიკზე, 1 კვირაში ისევ შუალედურები მეწყება, ჯერ წინა არ მორჩენილა წესიერად :) ჯგუფის კმაყიფილი ვარ, კარქები არიან :)) ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს, "ადამიანებს 2 პრობლემა აქვთ, ერთი არის დასაწყისის, ხოლო მეორე დასასრულის პრობლემაო" :)) ხოდა მეც ეგრე მიჭირს ხოლმე ჯერ წერის დაწყება, მერე კიდევ დამთავრება =)) ნუ მაგრამ რაღაცას ავხერხებ ხოლმე რიაა :)))) წავედი ახლა, ვისწავლო, პრეზენტაცია მაქვს ხვალისთვის გასაკეთებელი, მომავალ წაკითხვამდე, კიწი *
No comments:
Post a Comment