Monday, 30 November 2015
Thursday, 19 November 2015
20 Nov.
დღეს ჩემი განსაკუთრებული გოგოს დაბადებისდღე დადგა (ჰო, კიდე საშასი, ჩემი აქაური მამის)) საჩუქარი დ. წერილი დახვდება ხვალ მაგიდაზ. ხოდა რისი თქმა მინდოდა, ჩემი გოგოს დღეა ხვალ და ალბა რაც აქ ვარ ჯერჯერობი ყველაზემეტად მწყდბა ამ დღეზე გული რო ვერ ვიქნები. ძალიან ძალიან ძალიან მინდა, შარშან ისეთი კარგი იყო, ორტი მეჭირა და არ მახსოვდა, გამახსენდა მერე ჩემით მარა მაინც:))) ყველა ეგრე იყო, არაყს დაბრალდა, თორე ყველა ერთა ეგრე?))) ამნეზიით?)) არადა მაგდენიც არ დაგვილევია. ხოდა ხვალ იქნებია ისევ ჩემი ბავშვები ერთა და მე ვერ ვიქნები, მეც მინდა, ხო ძალიან ძალიან მინდა. რაც აქ ვარ სულ რაღაცნაირა ვარ ისედაც, სულ უკან მინდა, მარა აქ რო ვიყო ეგეც მინდა, არაფრის ხალისი არ მაქვს ხომე, ბოლომდე გულიანად არც ვიცინი, ვაკვიდები. არადა დღეს ენის სკოლაშიც კარგი იყო, ძალიან მიყვარ და მომწონს აქაური მიდგომები, როგორც გასწავლიან, ჩენი ლექტორი ურსულა ხო პროსტა სუპერ, მაგარი კაი ტიფშაა, გვაღადავებს სულ რაღაცებს )) უხ ქარია გარეთ, დებილი, არ მიყვარს ქარი, მეშინიახოლმე. ხოდა ეს დეები გაციებული ვიყავი, მაგრამ აქ არ მაქვს გაციების უფლება, დედა მინდაააა ესეთი ვიყავიზუსტად, ეს დღეები კიაა ახლაც ცუდად ვარ, 3 წამალი დავლიე დღესა, მარა ეგ არაფერი. მეძინება ეხა საოცრად, ხო მართლა მილანში ვიყავი, ულამაზესობაა კაი 6 დღე კი გამოვჭიმე დასვენება, კარგია, მიყვას ხმაურიანი დ. ხალხით სავსე ქუჩები და გემოვნებიანი ხალხი. ხოდა მერე ისევ დავუბრუნდი ჩემს მშვიდ გერმანიას, კვირის განმავლოაშია ეს მშვიდი თორე, პარასკევი-შაბათი ვუივუივუი :)))
ხოდა ვსო, მეხუჭება თვალები. ვინც იძინებთ ტკბილი ძილი თქვენც! ^^
პ.ს ხოდა მაინც შარშანდელი 20 თებერვაი მინდა! არა მართლა, ეხა ყველაზე მეტად
კიწი
Tuesday, 13 October 2015
and who i am (2) ?
What is coming is better than what is gone.
მე ვარ – ქეთა.
მოვიაზრები - გოგოდ, რომელიც თითქმის უკვე ერთი თვეა გერმანიაში წავიდა.
ბავშვობაში ვიყავი – უცელქესი და უამრავ კითხვას ვსვამდი.
ახლა ვარ – პრინციპში დაბნეული :)
ადრე მეგონა რომ – ყველაფერი ბევრად მარტივი იყო...
ახლა ვფიქრობ რომ – რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და დროს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე.
არასდროს – არის გვიან რაღაც შეცვალო საკუთარ ცხოვრებაშI, თუნდაც ის რაც 5 წუთის წინ იყავი.
ყოველთვის - ვცდილობ დავეხმარო ხალხს და დავაფასო ის რაც მაქვს და მილიარდი მადლობა გადავიხადო ჩემთვის ამისგამო.
ჩემთვის სულ ერთია – სხვების პირადი ცხოვრება, მთავარია ვინს გიყვარს ყველა ბედნიერი იყოს, ვის გვერდით რამნიშვნელობააქვს.
ჩემი დილა იწყება - საბნის თავზე გადაფარებით და ტელეფონის ხელში აღებით (სამხუხაროდ))
ძალიან მიჭირს – საყვარელ ხალხთან განშორება.
ვნანობ – ბევრს არაფერს, მაგრამ რასაც ვნანობ ალბათ მთელი გულით.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან ბევრს ვპატიობ ადამიანებს, ძალიან ბევრს. ერთ დღესაც აღმოჩნდებახოლმე რომ დაგროვდა ერთად ეს ბევრი - და მერე ვერაფერს ვეღარ ვპატიობ...
მენატრება – წარმოიდგინეთ და თბილისი, თავისი ყველაფრით.
ყველაზე დიდი დანაკარგი – არვიცი, იმედია ამ კითხვაზე პასუხი დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მექნება...
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეგობრები.
არ მინდა მახსოვდეს – ხანდახან ვფიქრობ რო აი ეს ან აი ის რო არ მახსოვდეს უფრო მარტივი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ყველაფერი მინდა მახსოვდეს!!
ბავშვობაში ვიყავი – უცელქესი და უამრავ კითხვას ვსვამდი.
ახლა ვარ – პრინციპში დაბნეული :)
ადრე მეგონა რომ – ყველაფერი ბევრად მარტივი იყო...
ახლა ვფიქრობ რომ – რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და დროს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე.
არასდროს – არის გვიან რაღაც შეცვალო საკუთარ ცხოვრებაშI, თუნდაც ის რაც 5 წუთის წინ იყავი.
ყოველთვის - ვცდილობ დავეხმარო ხალხს და დავაფასო ის რაც მაქვს და მილიარდი მადლობა გადავიხადო ჩემთვის ამისგამო.
ჩემთვის სულ ერთია – სხვების პირადი ცხოვრება, მთავარია ვინს გიყვარს ყველა ბედნიერი იყოს, ვის გვერდით რამნიშვნელობააქვს.
ჩემი დილა იწყება - საბნის თავზე გადაფარებით და ტელეფონის ხელში აღებით (სამხუხაროდ))
ძალიან მიჭირს – საყვარელ ხალხთან განშორება.
ვნანობ – ბევრს არაფერს, მაგრამ რასაც ვნანობ ალბათ მთელი გულით.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან ბევრს ვპატიობ ადამიანებს, ძალიან ბევრს. ერთ დღესაც აღმოჩნდებახოლმე რომ დაგროვდა ერთად ეს ბევრი - და მერე ვერაფერს ვეღარ ვპატიობ...
მენატრება – წარმოიდგინეთ და თბილისი, თავისი ყველაფრით.
ყველაზე დიდი დანაკარგი – არვიცი, იმედია ამ კითხვაზე პასუხი დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მექნება...
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეგობრები.
არ მინდა მახსოვდეს – ხანდახან ვფიქრობ რო აი ეს ან აი ის რო არ მახსოვდეს უფრო მარტივი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ყველაფერი მინდა მახსოვდეს!!
Sunday, 4 October 2015
ფორთოხლის გოგონას!
თამუნას დაბადების დღე იყო, ეს გოგო 'ბატიკებით' და ზედ ჩამოცმული გამაშებით დამამახსოვრდა, კიდე საყვარელი ღიმილით, ისე ბატინკები ჩემი სისუსტეა... ამ კონკრეტული დღიდან მასთან მეტი მოგონება არ მაკავშირებს, მგონი თავიდან გვერდით მეჯდა, მერე აღარ ვიცი.
ცოტახნის მერე წავიდა, შორს, თბილისიდან შორს, როგორც თვითონ ამბობს ოკეანის იქეთ, მესმოდახოლმე ჩემს მეგობრებს როგორ ენატრებოდათ...
ჩვენთვის ყველაფერი მაუსზე თითის დაწკაპუნებით დაიწყო, რაც ჩვენს საუკუნეში სავარაუდოდ ხშირად ხდება. მოკლედ მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ვთქვა "ფეისბუქზე დავმეგობრდით". ვგიჟდები "ქოვერებზე" ყოველთვის ძალიან საინტერესო "ქოვერები" ჰქონდა და თან რაც ჩემთვის მთავარი იყო წერდა, წერდა თავისთვის "ამერიკულ ზღაპრებს" და მეც მოუთმენლად ველოდი-ხოლმე მისი პოსტების გამოჩენას...
მოვიდა ზაფხულიც. შესაბამისად სიონის დროც მოვიდა, მერე ნაწნავი გავუკეთე, კარგად მახსოვს, თან ვჭორაობდით და მოგეხსენებათ როცა ზაფხულია და როცა ზაგარი გაქვს ყველაფერი კიდევ უფრო ბევრად მაგარი გეჩვენება...
აქ რო წამოვედი, მითხრა, შენი "გაცილებიდან" რო გამოვედი ბევრი ვიტირე და ტაქსისტი გაგიჟდაო, ალბათ ზუსტად იცოდა საკუთარი გამოცდილებიდან ერთი წლის მერე რასაც ვგრძნობდი, როცა უბრალოდ ადგომა და ყველაფრის დატოვება მომიხდა...
ეხა აქ ვარ, თითქმის მთელი თვეა აქ ვარ და ყოველთვის გრძნობდა როცა საჭირო იყო მოეწერა, მე სუ "მეშინია" ადამიანებისთვის პირველი მიწერა, ჩემ
პრობლემებზე ლაპარაკი, მგონია რო თავსმოვაბეზრებ ხოლმე, მარა ასჯერ რო ერთნაირად იფიქრებთ მერე ხვდები რომ დროა სისულელეებზე ფიქრს მორჩე.
ვგიჟდები პოზიტიურ ხალხზე... ვგიჟდები ადამიანებზე რომელთაც დადებითი ენერგიის გაცვლა შეუძლიათ და ფირობენ რომ "happiness is only real, when shared " და კდევ ბითლსების ხათრით ფიქრობენ ხადახან იმასაც, რომ "happiness is a warm gun" ეს გოგო კი ზუსტად ასეთია!
პ.ს მადლობა მელ, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის დაწერა, ჯერ ეხლა მივხვდი რომ აქ დიდი ხნით ვარ, რაღაცნაირად ვიყავი "tumbler"-ზეც კი არ შევდიოდი, წარმოგიდგენია?!)) მართლა ძალიან დიდი მადლობა ამდენი პოზიტივისთვის, თან ყველაზე საჭირო მომენტებში...
მახარებ, გკოცნი
მომავალ წაკითხვამდე,
კიწი
პ.ს.ს ეს პოსტი მატარებელში დაგიწერე, სანამ შენს ახალ პოსტს წავიკითხავდი :))
Tuesday, 22 September 2015
ჰმ.
გაქანებული PMS მაქვ, ვატყობ. გრეის ანატომიაზე მეტირება :))) ეგაა პირველი ნიშანი. აცივდა აქ, ძალიან აცივდა თან, ჩემს მამიდაშვილს ველაპარაკე დღეს და თბილისში ისეთი კარგიამინდებიაო... მომინდა. საერთოდ რაც აქ ვარ სულ მინდება თბილისში. 8-ში ჩამოვედი, თებერვალში ჩავალ 1 კვირა და მერე აგვისტომდე ისევ აქ ვიქნები. შერეული გრძნობები მაქვს, ვიცი რომ მინდოდა აქ და მაგიტომ
წამოვედი, სულ მინდოდა და სულ მეფიქრებოდა. რისთვისაც ჩამოვედი ეგეც ვიცი, იმედია დავლაგდები ნელ-ნელა... მარა ნოსტალგია, თანაც 2 კვირის მერე ცუდი რაღაც ყოფილა :)) იმედია 29-იდან რომ დავიწყებ კურსებს მერე გამივლის შედარებით. არ შემიძლია ბევრ ხალხთანკონტაქტის გარეშე და რაგავაკეთო, თან ეს ამინდებიც რომ ერთვის, კოშმარია. ისე მეძინებოდა წეღან, მაგრამ
ავდექი, ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან და ბებიასთან მოვედით ეხა, რატო ამბობენ რომ
"ევროპაში ოჯახური ურთიერთობები აკლიათ" მართლა ვერ ვხვდები, კიდე ათას სისულელეს ამბობენ, რომგერმანელები ცივები არიან, ცუდები, არადა საერთოდ არაა ეგრე. თავზე გყვება ყველა. შარშანაც ეგრე იყო. ზოგი ამბობს სამხრეთშია ეგრეო, ზემოთ არაო... არვიცი მოკლედ, საბოლოო ჯამში მაინც კარგია აქ, მაგრამ
მინდა უკეთესი იყოს!
წავედი ახლა ჩემი ყავა დავლიო,
მომავალ წაკითხვამდე
კიწი
Saturday, 19 September 2015
როცა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია!!
შენ ხარ ულამაზესი გოგო, და როგორც ჩემი საყვარელი ამერიკელები იტყოდნენ- you are beautiful inside and out. ეს ინგლისურად იმიტომ, რომ აქ ამას ხშირად არ მეუბნებიან, ამერიკაში კიდე ამ კომპლიმენტს ვიღებდი- და ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია.
ისეთ რაღაცეებს როგორ წერ რომლებსაც მე ვფიქრობ? რაღაც ოქროს ძაფების ამბავი ურევია:))
შენ გეყოლება უკარგესი ქმარი, ბედნიერი ოჯახი, დიდი ოჯახური საუხმეებით და ვახშმებით და სულ იბრჭყვიალებ და იბზრიალებ - იმიტომ რომ რაც გინდა, ყოველთვის ის გამოდის, ადრე თუ გვიან:) ხოდა გჯეროდეს ❤
მანამდე კიდე, გადავწყვიტე წერილები მოგწერო. შენ მისამართს მეტყვი, მე ფოსტით წერილებს გამოგიგზავნი და მო ვყვე ბით ამბებს! რას ფიქრობ?:)
p.S ყველაზე გახარებული ვარ! ყველაზე მეტად მეზარებოდა ახლა ჩაცმა და გარეთ გასცლა, მაგრამ
ზუსტად ესეთი რაღაცებისთვის ღირს ცხოვრება!!
P.S.S ღმერთო რით დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობრები?! მადლობა!..
Subscribe to:
Posts (Atom)



