წეღან ხელოვნურ სუნთქვას ვუყურებდი და ერთი პერსონაჟი ეუბნება მეორეს მიდი ეხა რო ატირე ის ქალი წადი და ბოდიში მოუხადეო!
მერე გამეფიქრა რო მე ვინც მატირებს ბოდიშს არასოდეს არ მიხდის! და რაღაცნაირად ძალიან სევდიანი იყო მაგისი გაფიქრება... მაგრამ მერე ვიფიქრე რო ვერ ხედავენ, თუმცა ხო შესაძლებელია ადამიანები უბრალოდ თავისით ხვდებოდნენ რაღაცებს?!..
მაგრამ როგორც მურაკამი თავის წიგნში წერდა "საკუთარი თავი არასოდეს შეიცოდო ვატანაბე, თავი მხოლოდ ლაჩრებს ეცოდებათ-ო" ხოდა მე მაგითი ვიმხნევებ თავს ყოველთვის როცა დავაპირებ ჩემს თავზე რაღაც მხრივ ვიფიქრო რო "აი საწყალი მე!"
ხოდა რაც ეგ წავიკითხე სულ მჯერა რო ეგრეა, რაღაცნაირად! რა მაქვს საკუთარი თავის შესაცოდი?!
კარგად ვარ, ჩემი საყვარელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, ბედნიერიც ვარ, შეიძლება რაღაცები არ ხდება ისე მე როგორც მინდა, მაგრამ დასაწუწუნებელიც ბევრი არაფერი მაქვს...
პ.ს ხანდახან ერთი გულიანი ტირილი შველის ბევრ რამეს, მაგრამ დღეს ვერა, მაგრად წვიმს და მაგისი დრო არაა! :)
წავედი ახლა, იქნებ დამეძინოს, მომავალ წაკითხვამდე,
კიწი





