Wednesday, 9 August 2023

and who i am (Part 3) - ანუ მესამე და სამართალი :დ

მე ვარ უკვე 31 წლის ადამიანი.

მოვიაზრები - სინიორ მარკეტინგ მენეჯერად ბერლინის ერთ-ერთ მთავარ გამომცემლობაში. (არვიცი, ალბათ ბევრი რამე ჩემს ცხოვრებაში საკუთარ რეგალიებზე გადიოდა, ოღონდ ეს ისე, ჩემთვის და არა სხვების დასანახადდ ა საკუთარი თავის დასამტკიცებლად რომ ამ ინაფ და მე ეს შემიძლია.

ბავშვობაში ვიყავი –მემგონი იმაზე კარგი ბავშვი, ვიდრე დედაჩემი აღმწერს :დ ნუ მოუსვენარი, სმარტი და თავისნათქვამა ვიყავი, კი.

ახლა ვარ – კარგი ადამიანი, მართლა კარგი ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე პოზიტიური რაღაცების თქმა ძალიან უჭირს და ახლა ნელ-ნელა საკუთარი თავის მიღებას და მოფერებას სწავლობს.


ადრე მეგონა რომ – ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული რამდენად წარმატებული ვიქნებოდი და რამდენად იამაყებდნენ ჩემი ოჯახისწევრები ჩემით, ქვეცნობიერად მეგონა ამ სიყვარულს დამსახურება უნდოდა.


ახლა ვფიქრობ რომ –მთავარია საკუთარ თავთან ვიყოთ ადამიანები ჰარმონიაში და სხვებიც ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან, ნუ ვეცადოთ მაინც, ამას სიმშვიდე მოაქვს.

არასდროს – აზრზე არ ვარ, ალბათ არასდროს მომინდებოდა ნიუ-იორკში ცხოვრება, ძველ ქეთას რომ ეს წაეკითხა გაოცდებოდა, ახლა აღარ მიკვირს.


ყოველთვის - ვცდილობ რომ მშვიდი და ნათელი გონებით შევხედო მოვლენებს, ვცდილობ ყოველთვის, ჯერ დავმშვიდდე და მერე ვიმოქმედო, თუმცა რათქმაუნდა სულ არ გამოდის. ჩემი თერაპევტი მეუბნება თუ მართლა მშვიდად ხარ მაგ შემთხვევაშ დარჩი მაგ ნოტზე, თუ არ ხარ მშვიდად ჯერ ამოუშვი ყველაფერი და მერე მშვიდად ილაპარაკე თორე ინგლისელი ქალები მაგ ბრაზის შეკავების გამო 60 წლის ასაკში  ინფარქტით კვდებოდნენო. ასე რომ ხვდებით ხომ რამდენად ვიკავებ ცუდ ემოციებს? Schlecht für mich!


ჩემთვის სულ ერთია – არ ვიცი რა არის სულერთი, მარა ყოველდღიურ ელემენტარულ რაღაცებამდე თუ დავალთ ალბათ ადამიანის ორიენტაცია aka. სექსუალური გემოვნება, თუმცა მგონია ეს ყველასთვის სულ ერთი უნდა იყოს და აქ ამის დაწერა საერთოდ არ უნდა მიხდებოდეს.

ჩემი დილა იწყება - გააჩნია კვირის რა დღეა, ჰოუმ ოფისზე ვარ და შაბათ კვრირაა თუ არა. ყოველშემთხვევაში ვცდილობ რომ ტელეფონის აღებით არ დაიწყოს! და გააზრებულად ავდგე.
ძალიან მიჭირს – აღარ მიჭირს, მაგრამ გამიჭირდა იმისი აღიარება და მიღება რომ საკუთარ ტრამვებში და პანიკურ შეტევებში ჩემი ოჯახის წვლილი საკმაოდ მოზრდილი იყო, ბავშვობის ტრამვების და ჩემი მშობლების გაშორების გამო.


ვნანობ –რაც იყო, უნდა ყოფილიყო.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან არ მომწონს რაღაც მომენტში ამისი თქმა, მაგრამ ალბათ თითქმის ყველაფრის პატიება შეიძლება.
მენატრება –ესე დიდად არაფერი, ჩემი ოჯახი, მაგრამ მაგათ მალე ვნახავ ვიცი და მშვიდად ვარ.

ყველაზე დიდი დანაკარგი – ჩემი ბებო და პაპა.
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეორე ნახევარი.
არ მინდა მახსოვდეს – ალბათ პანიკური შეტევა რომ დამემართა პირველად, მაგას ამოვშლიდი მეხსიერებიდან და ბევრ შიშს წაიღებდა.

არასდროს დამავიწყდება –  ადამიანების გვერდში დგომა და კეთილი საქმეები.
ჩემზე გავლენა იქონია – იმაზე დაკვირვებამ, თუ რგორ შეიძლება ადამიანი გავნითარდე, შეხედულებები შეიცვალო და რაღაცებს საერთოდ სხვანაირად შეხედო. ჩემს ძველ პასუხებს რომ ვადარებ ახლა რასაც ვწერ და ვფიქრობ საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. უკეთესიმეთქი მინდოდა დამეწერა, მაგრამ რატო უკეთესი? მაშინაც თავისებურად ვიყავი და ახლაც კარგი ვარ! (ნუ მინდა მინიმუმ მჯეროდეს ამისი)
როდესაც მღალატობენ – ვერ ვხვდები ზუსტად რა ვქნა.


ვიბნევი – უფ, ალბათ ძალიან იშვიათად, ძირითადად არც ვიბნევი მგონი, გერმანია გამოწვრთვნილს რაღა დამაბნევს?! (და ახლა ზუსტად ვიცი უმალესად მოხდება ის, რის გამოც დავიბნევი, ინწერესნო)
როდესაც მაქებენ – ვცდილობ რომ მივიღო და მართლა გავიგო რატომ შემაქეს.
იმედი მაქვს – საკუთარ თავს ბოლომდე შევიყვარებ, ზუსტად ისეთს როგორიც არის, ყველანაირი თუს და მაგრამის გარეშე.


მე ვარ შეუმდგარი  ფსიქოთერაპევტი
ალბათ ვერასდროს გავხდებოდი – ფინანსისტი
როდესაც ვბრაზდები – ძირითადად ჩუმად ვარ, ეს არ შეცვლილა.
ტყუილს ვამბობ – ძირითადად არ მჭირდება, თუმცა რამე ძალიან უმნიშვნელო შეიძლება უბრალოდ არ ვთქვა.
სიბერეში – ბედნიერი ბებო უნდა ვიყო! გთხოვ სამყაროვ რა, ამასთანავე ჯანმრთელიც თუ თავის დროზე დავანებებ მოწევას თავს :დ


ჩემი წყობიდან გამოყვანა შეუძლია – უსამართლობას.
ცდება ვინც ფიქრობს რომ აზრზე არ ვარ ვინ რას ფიქრობს ჩემზე და აღარც მიდა ვიცოდე, დაე შეცდნენ :დ
საყვარელი ფრაზა – საყვარელი არვიცი, მაგრამ ჩემს თავსაც და მეგობრებსაც ხშირად ვახსენებხოლმე რომ ალბათ ასე უნდა ყოფილიყო და რაც მოდის უკეთესი იქნება! ნეტავ სადამდე უნდა გამყვეს ეს ოპტიმიზმი, ჰა?)))
ვერასდროს ვმალავ - სიხარულს არ ვმალავ არასოდეს, გარშემო ისედაც ძალიან ბევრი და მძიმე ენერგეტიკაა, ასე რომ თუ რამე სასიხარულო ხდება და ღმერთს მადლობა ხშრად ხდება, აუცილებლად ვიმჩნევ და ვაზიარებ.


ვცდილობ – ისეთი ცხოვრება შევიქმნა ჩემს გარშემო რომელშიც მშვიდი და ბედნიერი ვიქნები, გამოსულია კიდეც.
მეზარება – ხანდახან ოფისში მისვლა და იქ ხალხთან კონტაქტი (ამას თუ ოდესმე დავწერდი რას ვიფიქრებდი).
ვერასდროს ვიცლი – რაც მჭირდება და მინდა იმისთვის ყოველთვის ვიცლი.
ვერავინ მაიძულებს – როცა რაღაცა არასამართლიანი მგონია მაგ დროს ხმის არამოღებას.
ვჩქარობ – მთელი ცხოვრება ვჩქარობდი, ახლა ვცდილობ აღარ ვიჩქარო, ძალიან პუნქტუალური ვარ ისედაც, სულ ვიყავი კიდევაც და დანარჩენს ყველაფერს თავისი დრო აქვს.


სიმშვიდე არის – როცა იცი, რომ სიყვარული, რომელიც შენში და შენს გარშემო ტრიალებს, ნამდვილია.
ბოლოს წავიკითხე – ცოდვა გამხელილი ჯობსო და დროის უქონლობის და თვალების ტკივილის გამო აუდიო-წიგნებზე გადავედი, რაც დიდად არ მიყვარს, თუმცა ახლა ეშმნაკნის ვკითხულობ და შუაში ვარ გაჩერებული.
ხშირად მადარებენ – ფრანგს :დ გერმანიაში ვცხორობ და აქ.


საყვარელი სამკაული – საყურე და ბეჭედი.
ჩემი თავის მიმართ ვარ  ვცდილობ ძალიან ლმობიერი ვიყო, რაც ყოველთვის მიჭირდა.
ვამაყობ - ყველა იმ ადამიანით რომელიც საკუთარ გარე სამყაროს შეცვლასთან ერთად ძალიან ბევრ შიდა ბრძოლას გადის და საბოლოოდ იგებს! ვინც ჯერ ვერ იგებს და უბრალოდ იბრძვის და ხვდება რომ განვითარება საჭიროა, მათიც ვამაყობ. ანუ ამაში საკუთარი თავიც იგულისხმება, ჰაჰა.


უარვყოფ - რავიცი, მე ვინ უნდა უარვყო?
მწამს - ღმერთის და სამყაროსი.
თუკი შევძლებ – კიდევ უფრო ბევრ ადამიანს დავეხმარები ემოციურად და არამარტო.
სიკვდილი - კიდევ ერთი თავგადასავალი, შემდეგი სიცოცხლის დაწყებამდე, ადრე მინდოდა მჯერებოდა ეგრე იყო, ახლა რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ.
ყოველთვის შეუძლია გამაცინოს – საკუთარ თავს, ნიკუშას :დ


ჩემთვის იდეალური მამაკაცი თბილი, მზრუნველი, გვერდში მდგომი, მოსიყვარულე, გამგებიანი - თუმცა მე ყველაფერი ორმხრივი ვიცი.
ბოდიშს ვიხდი  როცა ვთვლი, რომ მართლა კარგი იქნებოდა ბოდიში მომეხადა, არ მიჭირს.
ბედნიერება არის – სულიერი სიმშვიდე, კი გადავეკიდე ამ სიმშვიდეს, მაგრამ ეგრეა.
არასდროს ვსაუბრობ – ნაკლებად ვსაუბრობ პოლიტიკაზე, ჩემი გადმოსახედიდან თუთქმის ყველა პოლიტიკოსი ღორია, რაგავაკეთო.
მიყვარს – მცენარეები, მზე და თბილი ადამიანები.


ჩემთვის სულ ერთი არაა – როგორი სიტუაცია იქნება საქართველოში და რამდენად შეძლებს განვითარებას.
ვერასდროს შევურიგდები – კიდევ ერთხელ უსამართლობას, მაცოფებს შინაგანად როცა მაგას ვხედავ.
არ მიყვარს – ადამიანები რომლებიც მხოლოდ იმიტომ გისმენენ რომ პასუხი გაგცენ და ეგეთი რამდენიაააა 😊
მიზანი – ამართლებს საშუალებას?! ვითომ?! არვიცი არამგონია. კარგად ვარ, მაგრად ვარ, ამწამს შორსმიმავალი მიზნები არ მაქვს, არ მჭირდება, ისედაც კარგადაა ყველაფერი.
საყვარელი წელიწადის დრო – როცა მზეა, ყველა დროს შევიყვარებ )))


საყვარელი ქვეყანა (საქართველოს შემდეგ) – დოიჩლანდ, დოიჩლაანდ.
მუსიკის მიმდინარეობა – ყველა.
ცხოვრება – მშვენიერი და საინტერესოა.
ვზრუნავ - იმ ადამიანებზე, ვისაც ძვირფასად ვთვლი.
მინდა
მყავდეს – კატა და მალე მეყოლება!


ვერ ვიტან – არამკითხე მოამბეებს და ყველაფრისმცოდნე ხალხს, მათში ალბათ მიხვდით რაც იგულისხმება.
ვარ - ადამიანი, ამ ჯერად :დ
შემიძლია - კარგად და გულით მოსმენა, პრობლემებიდან მარტივი გამოსავლის პოვნა და ჭიქა ღვინოზე საინტერესო საუბარი, ჰაჰა.
დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას, წამლების გარეშე, მარტო დავიბრუნებდი კიარა აფდეითს გავუკეთებდი, მაგრამ ყველაფერი იქნება!
ყველაზე კარგად მესმის  აზრზე არ ვარ, მეზარება ამ კითხვაზე ფილოსოფიურად ჩაფიქრება, იმიტომ რომ ამწამს ჩემთვის რელევანტური არ მგონია.


მჯერა - ოცნებებიიი ხდებააააა (წამღერებით)!
ახლა მინდა ვიყო  სადაც ვარ იქ, ამითი ვხვდები რომ ჩემი მოთმინება საერთოდ სხვაგანაა და აწმყო დროში ყოფნა მომწონს, თუმცა ამას ჯერ კიდევ ვსწავლობ.
მიყვარს ყოფნა  ყველაზე მეტად ალბათ პლიაჟზე.
მიყვარს როცა მჩუქნიან – როცა იმახსოვრებენ რაც მიყვარს და მერე იმას მჩუქნიან.
მინდა ვიცოდე - ყველა უცხო ენა რაც კი ვიცი, ქართულივით მინდა ვიცოდე! ანუ ქართულს + 3


ვაფასებ – ცხოვრებას და ყველაფერ იმას რაც მაქვს!