.About me.

ვარ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.









ვარ კითხვისა და ლამაზი საგნების მოყვარული ;))









ვარ კარგი მეგობარი
და მყავს კარგი მეგობრები...






ბლოგი დღიურივით მექნება, როცა მოვიწყენ, ან როცა გამიხარდება, ან უბრალოდ როცა წერა მენდომება, მე აქ ვიქნები ჩემთან და თქვენთან...






ჭიქა ჩაიზე გეპატიჟებით ყველას









პ.ს  ეს ისე, ზოგადად, ჩემია, არ ვიცვლები და არც იმას ვცდილობ რომ სხვა შევცვალო,
იმედია თავს კომფორტულად იგრძნობთ,
დროებით, უბრალოდ, კიწი

P.S და თუ უფრო დაწვრილებით  გაინტერესებთ



              თუ არ დაგეზარებათ და თქვენზეც მიაწერთ რამეს გამახარებს :):*


What is coming is better than what is gone.

მე ვარ – ქეთა.
მოვიაზრები - გოგოდ, რომელიც თითქმის უკვე ერთი თვეა გერმანიაში წავიდა.
ბავშვობაში ვიყავი – უცელქესი და უამრავ კითხვას ვსვამდი. 
ახლა ვარ – პრინციპში დაბნეული :)
ადრე მეგონა რომ – ყველაფერი ბევრად მარტივი იყო...
ახლა ვფიქრობ რომ – რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და დროს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე.
არასდროს – არის გვიან რაღაც შეცვალო საკუთარ ცხოვრებაშI, თუნდაც ის რაც 5 წუთის წინ იყავი.
ყოველთვის - ვცდილობ დავეხმარო ხალხს და დავაფასო ის რაც მაქვს და მილიარდი მადლობა გადავიხადო ჩემთვის ამისგამო.
ჩემთვის სულ ერთია – სხვების პირადი ცხოვრება, მთავარია ვინს გიყვარს ყველა ბედნიერი იყოს, ვის გვერდით რამნიშვნელობააქვს.
ჩემი დილა იწყება - საბნის თავზე გადაფარებით და ტელეფონის ხელში აღებით (სამხუხაროდ))
ძალიან მიჭირს – საყვარელ ხალხთან განშორება.
ვნანობ – ბევრს არაფერს, მაგრამ რასაც ვნანობ ალბათ მთელი გულით.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან ბევრს ვპატიობ ადამიანებს, ძალიან ბევრს. ერთ დღესაც აღმოჩნდებახოლმე რომ დაგროვდა ერთად ეს ბევრი - და მერე ვერაფერს ვეღარ ვპატიობ... 
მენატრება – წარმოიდგინეთ და თბილისი, თავისი ყველაფრით.
ყველაზე დიდი დანაკარგი – არვიცი, იმედია ამ კითხვაზე პასუხი დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მექნება... 
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეგობრები.
არ მინდა მახსოვდეს – ხანდახან ვფიქრობ რო აი ეს ან აი ის რო არ მახსოვდეს უფრო მარტივი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ყველაფერი მინდა მახსოვდეს!!
არასდროს დამავიწყდება –  ადამიანის სახე რომელიც შარშან გერმანიაში ჩამოსვლისას, როდესაც ყველაზე დაბნეული ვიყავი (მაშინ მარტო ორი კვირა მიწევდა აქ დარჩენა) დამეხმარა ბილეთის ყიდვაში და ფაქტობრივად სახლამდე მისვლაში.
ჩემზე გავლენა იქონია – ბევრმა კარგმა ფილმმა, წიგნმა, სიტუაციამ და ადამიანმა...
როდესაც მღალატობენ – ვჩუმდები,ვივიწყებ,ვუშვებ...  შეიძლება ვიტირო კიდეც
ვიბნევი – ძაალიან იშვიათად, ძირითად შემთხვევაში თუ ვერ ვგებულობ ჩემგან რას მოითხოვენ მარტო მაშინ ... 
როდესაც მაქებენ – მიხარია და არ ვიცი რა ვთქვა-ხოლმე
იმედი მაქვს – რომ ბედნიერი და შემდგარი გოგო ვიქნები!!
მე ვარ შეუმდგარი – აუჰ არვიცი.
ალბათ ვერასდროს გავხდებოდი –  ვეგეტარიანელი
როდესაც ვბრაზდები – ხშირ შემთხვევაში არაფერს ვამბობ, მაგრამ თუ ვთქვი... ჰმმ
ტყუილს ვამბობ – თუ გამოუვალი სიტუაციაა და ამს ვინმესთვის სიმშვიდის მოტანა შეუძლია.მაგრამ მაინც ვცდილობხოლმე რომ არ ვთქვა.
სიბერეში – ჩემს შვილიშვილებს მურაბებს გავუკეთებ და ბევრს ვისეირNებ ჩემს მეორე ნახევართან ერთად, იმედი მაქვს... :) 
ჩემი წყობიდან გამოყვანა შეუძლია – უსამართლობას! ბანალურია ალბათ მარა მაგ დროს ვცოფდები. კიდე მადურ ხალხს რომელთაც ყველაფერი აქვთ ბედნიერებისთვის და განუწყვეტლივ წუწუნებენ.
წინა ცხოვრებაში ვიყავი – ალბათ მაშინაც ადამიანი ))
ცდება ვინც ფიქრობს რომ –  ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს... კარგი იქნებოდა მქონოდა რადა ))))
საყვარელი ფრაზა – ეგ ალბათ ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან, რას ვამბობ ხშირად )) არვიცი
ვერასდროს ვმალავ - ბედნიერებას, როცა რაღაც კარგი ხდებ და რაღაც ძალიან მიხარია.
ვცდილობ –  უკეთეი ადამიანი ვიყო, სიზარმაცე მოვიშორო, ხალხს დავეხმარო და ბევრი პოზიტივი გავცე.
მეზარება – ამ ბოლო დროს სწავლა :( და ძალიან მწყინს
ვერასდროს ვიცლი – ყველაზე ნაკლებად მაინც საკუთარი თავისთვის ვიცლი ალბათ :) სამწუხაროდ
ვერავინ მაიძულებს –  დიდი სიამოვნებით ვიტყოდი ამ კითხვაზე - საკუთარ ოცნებებზე უარის თქმას-მეთქი, მაგრამ არვიცი...
ვჩქარობ – სულ, ოღონ იმ მხრივ არა რო სადღაც მაგვიანდება, სულ მგონია რო ძალიან ცოტა დრო მაქვს ყველაფრისთვის და სულ მგონია მალე უნდა მოვკვდე-მეთქი, უბრალოდ შეგრძნება მაქვს თორე მაგაზე არც ვფიქრობ და სიმართლე რო ითქვას და არ ვიცი რატომ, არც მეშინია.
სიმშვიდე არის – კარგი რამეა, ოღონდ დიდი დზით არა, კი დღეში ნახევარი საათი ალბათ საკმარისია. ან 1 :))
ბოლოს წავიკითხე – ვკითხულობ ნორვეგიულ ტყეს, ამის წინ "ადიულტერი" მემგონი ))
ხშირად მადარებენ – ჯულიეტ ბინოშს
საყვარელი სამკაული –  პატარა საყურე და ბევრი წვრილი ბეჭედი
ჩემი თავის მიმართ ვარ – კრიტიკული, ზოგჯერ ზედმეტადაც 
ვამაყობ - ჩემი საყვარელი ხალხით.
უარვყოფ - არავის,ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს, რაც მე არ მეხება.
მწამს - ოღონდ მარტო გულის სიღრმეში, იმისი რომ სასწაულები მაინც ხდება!!
თუკი შევძლებ – ბევრ ხალხს დავეხმარები და მაგისტრატურაზე გერმანიში ჩავაბარებ.
სიკვდილი - ეს ისაა რის იქითაც რეალურად არაფერი ვიცით.
ყოველთვის შეუძლია გამაცინოს – ჩემს თავს.
ჩემთვის იდეალური მამაკაცი –  პჰჰ, მეცინება :))) აჰ რომ არსებობდეს როგორი უნდა იყოს? ყველაზე ბედნიერი ვიქნები მე როგორიც ვარ მისთვის, თვითონაც იგივენაირად იყოს ჩემთვის, არვიცი რამდენად გაიიგეთ, მაგრამ მართლა უბედნიერესი ვიქნები, ვგიჟდები ადამიანები თავისით როცა ხვდებიან ყველაფერს :) ეგეთი იქნებოდა ჩემთვის იდეალური კაცი... 
ბოდიშს ვიხდი – როდესაც გულით მინდა ბოდიშის მოხდა, მარტო მაგ შემთხვევაში!!
ბედნიერება არის – პატარა, სასიამოვნო, დეტალების ერთიანობაა ბედნიერება. და ისიც დიდი ბედნიერებაა ვინც გიყვარს იმასთან ერთად თბილად რო ხარ მოკლათებული და საყვარელ, თუნდაც სულელურ ფილმს უყურებ.
არასდროს ვსაუბრობ – ყველაფერზე ვსაუბრობ პრინციპში, მაგრამ არასოდეს ვსაუბრობ ძირითადად მართლა რაც მაწუხებს იმაზე.
მიყვარს – გულწრფელი ღიმილი, დაცულობის შეგრძნება, ბედნიერი ადმიანები, ჭიქა ყავა დილით, ფეხით მიმართულების გარეშე სეირნობა, ახალი ადგილების აღმოჩენა, ხალხთან ერთად ყოფნა, ახალგაღვიძებულზე კითხვა, ღამეების ლაპარკში თენება... კიდევ უამრავი რამ
ჩემთვის სულ ერთი არაა – ჩემი და ჩემი საყვარელი ხალხის ბედნიერება და ჯანმრთელობა, და ასევე ჩვენი მომავალი...
ვერასდროს შევურიგდები – უსამართლობას და სითავხედეს.
არ მიყვარს – უსამართლო ხალხი, კიდე ისეთი ხალხი სხვის ცხოვრებაში დაუკითხავად რო ერევა და არც ისეთი ყველას რო განსჯის და სუ რო იბღვირება, ვერ ავხსნი სხვანაირად :)) ა, ჰო კიდე რადიკალისტ ხალხს!!
მიზანი – უუჰ, მგონია რო ეხა რაც მინდა მაინც ვერ გავაკეთებ ამიტო აზრი არააქ )
საყვარელი წელიწადის დრო –  ალბათ უფრო ზაფხული. 
საყვარელი ქვეყანა (საქართველოს შემდეგ =) – გერმანიაც მიყვარს
მუსიკის მიმდინარეობა – ვერ ვიტან ერთ მიმართულებაზე რო იციკლებიან :) 
ცხოვრება –  სულ მინდა მჯეროდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია!
ვზრუნავ - ჩემს საყვარელ ხალხზე და მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ თავზე, რას ვიზამ ))
მინდა მყავდეს – ბევრი გახარებული ადამიანი გარშემო, და ბედნიერი!
ვერ ვიტან – სნობებს და ძალით ხელოვან ხალხს, ვერ ვიტან არა მარა მაღიზიანებენ ))
ვარ - მინდა ბევრი კარგი რაღაცის დაწერა შემეძლოს, მაგრამ არვიცი )) ერთი გოგო რომელიც უამრავ რამეზე ერთად ფიქრობს.
შემიძლია - ალბათ ამ მომენტისთვის ბევრი არც არაფერი.
დიდი სიამოვნებით –  ვიმოგზაურებდი ბევრ და ვიმუშავებდი საინტერესო სამსახურში.
ყველაზე კარგად მესმის – ალბათ საკუთარი თავის, თუმცა ხანდახან ეგეც ძნელია :)
მჯერა - რო რაღაცები არსებობს შენს ცხოვრებაში რაც "წერილ არს" და გვერდს მაინც ვერ აუცლი.
ახლა მინდა ვიყო – დიდად კარგ ხასიათზე არ ვარ ამის დაწერისას, ამიტომ ალბათ მინდა თბილად ვიყო საწოლში და ვიძინებდე მშვიდი ძილით.
მიყვარს ყოფნა – ყველგან, თუ კარგი ადამიანების გარემოცვაა და ჩემი საყვარელი ხალხის, ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
მიყვარს როცა მჩუქნიან – ისეთ ნივთებს რომლის უკან მთელი გულია.
მინდა ვიცოდე - ბევრი ენა!! თანაც ძალიან კარად და კიდე ის რო ოდესმე ძალიან ბედნიერი თუ ვიქნები.

ვაფასებ – ადამიანებს რომლებიც გვერდში მიდგანან.

5 წლის წინანდელი კი აქ :)  - kiwi-who.blogspot.de/ 



26 comments:

  1. ძალიან ძალიან ძალიან საყვარელია აქაურობა <3

    ReplyDelete
  2. მადლობ, მადლობბ <3 :*

    ReplyDelete
  3. ვარ ძალიან ლამაზი.. აი, ეს დაგავიწყდა.. ^^
    გემოვნებიანიც უნდა მიგეწერა ბოლოში..
    კიწუნიკა.. <3

    ReplyDelete
  4. :"> კარგი რა მააც:*
    მაგეებს ხომ არ დავწერ, თანაც
    სულაც არ ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ვარ, მართლა :):*

    ReplyDelete
  5. რაღაც..სიმყუდროვე სუფევს..თბილი გარემოა : )))))) ერთი სიტყვით..მომწონს !!

    ReplyDelete
  6. ხარხარხარ..
    ძალიანლამაზიხარ.. :***************************

    ReplyDelete
  7. dzalian momewonaa es blogii :)))))

    ReplyDelete
  8. მაცცც:*:*:*:*:*:*

    შოკა, მადლობა :)

    ReplyDelete
  9. ე.ი. ძააალიან მომწონს შენი ბლოგი და მომანდომე, რო მეც გამეკეთებინა :)) ასე მგონია,პირადად გაგიცანი :))))

    ReplyDelete
  10. ძალიააან მაგარი აღწერა გაქქქვს <3 უსაყვარლესი ხარ

    ReplyDelete
  11. დიდი მადლობა :">

    ReplyDelete
  12. ესეთი ებაუთი მომწონს <3

    ReplyDelete
  13. ზედმეტად საინტერესო ხარ !

    ReplyDelete
  14. ოჰო, დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  15. შემიყვარდი :)

    ReplyDelete
  16. ოჰ, როგორი ანონიმი ხაროო ))
    მადლობ

    ReplyDelete
  17. pirvelad var aq da dzaan momewona sheni blogi <3333

    ReplyDelete
  18. დიდი მადლობააა <3

    ReplyDelete
  19. კიწიიი, როგორ ხარ?<3:*

    ReplyDelete
    Replies
    1. მაციკო! არ მჯერა <3 რაღაც ვერსად ვეღარ გხედავ, მე კარგად, შეჰნ როგორ ხარ?<3

      Delete
  20. მომეწონა აქაურობა, რაღაცნაირად სიმყუდროვეა^^ გესტუმრები ხოლმე აწი ხშირად.^^

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან მიხარია <3 ^^

      Delete
  21. Kiwi, მომწერე შენი ი-მეილი, თუ სურვილი გექნება, ბლოგზე რაღაც პროექტს ვაკეთებ და მინდა, სხვადასხვა ქართველი ბლოგერები შევკრიბო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაიმე, რა ცუდ დროს ვნახე :( არ ვამოწმებხოლმე ამ გვერდს, ძალიან გვიანია ახლა სავარაუდოდ :( მადლობა დიდი ისე <3

      Delete